Wednesday, September 2, 2015

ციყვების ავტონიმია-3

თავი  9
"...ჩვენს შორის დადის, მაგრამ ჩვენიანი არ არის.."


  ნოეს დაღლილობისგან ორი დღე გადაბმულად ეძინა, ისე, რომ არც კი უჭამია, რადგან  ჭამის სურვილი არ გასჩენია. თვალი ძლივ-ძლივობით გაახილა. ოთახში, სადაც ის იწყვა, მზის სხივი ძლივს აღწევდა, ნოე გაშტერებული უყურებდა სინათლის შუქს.

ნინო ჩიფჩიურის ნახატი ©

უეცრად გვერდიდან რაღაც ხმა მოესმა, გაიხედა და ციყვი დაინახა, რომელიც იქაურობას ალაგებდა.  ისე იყო გართული თავისი საქმით, ვერც კი შეამჩნია  ნოემ როგორ გაიღვიძა.  ჩაფიქრებული ჩუმად ალაგაებდა ოთახს, ნოე რომ არ შეეწუხებინა.  ნოეს ძალიან მოეწონა ციყვი გოგონა, იმ დედალ ციყვებს სულაც არ ჰგავდა ვინც მას მაანმდე ნანახი ჰყავდა, ვიდრე ნოე ფიქრებში იყო გართული, ციყვმა გოგონამ შეამჩნია, რომ  ნოეს გაეღვიძა, მორცხვად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი მისკენ და ჰკითხა:
  -უი, გაიღვიძეთ?... დიდი ხანია რაც გღვიძავთ?  მე ხომ არ გააგღვიძეთ,  ვცდილობდი  ჩუმად დამელაგებინა.
  -არა რას ამბობ, თქვენ არაფერ შუაში ხართ, მგონი ისედაც ნორმაზე მეტი მეძინა -უპასუხა ნოემ.
- მოიცა, ეხლა დავუძახებ სხვებსაც. ძალიან გაუხარდებათ, რომ გაიღვიძეთ.
ნოეს დიდად არ ესიამოვნა ეს ამბავი. თავს ისე ვერ გრძნობდა, თანაც სხვების შეკითხვებზე პასუხის გაცემის სურვილიც არ გააჩნდა.
-მოიცა.. მოიცა... ჯერ არ დაუძახო.. ცოტა სული მოვითქვა - უთხრა ნოემ და ფეხზე წამოდგა- ჩვენ ვისაუბროთ ...
-კარგით, როგორც გენებოთ ... წყალი ხომ არ გესიამოვნებათ ან ცოტაოდენი თხილი?
-წყალს დავლევ...
ციყვმა წყალი დაუსხა, რკოსგან გაკეთებულ ჭიქაში და მიართვა ნოეს.
-დიდი მადლობა, მაგრამ მე ჯერ კიდევ არ ვიცი შენი სახელი.
-მე აბეშურა ქმვია.
-აბეშურა? რა უცნაური და ლამაზი სახელია!
-ხოო? მაშ რომელი სახელია თქვენთვის არაუცნაური?
-პრინციპში ალბათ ციყვების საზოგადოებაში ყველაფერი იქნება უცნაური ჩემთვის.  მე მქვია ...
-ნოე... ვიცი..  შენ ხომ უკვე უთხარი შენი სახელი მამაჩემს  და სხვებს ვინაც გადაგარჩინა.
-მამაშენს?  ვინ არის მამაშენი?
-მამაჩემი   ლუდვიგ-ნოტნა   ადგილობრივი უხუცესი, ბელადი.
-ბელადის შვილი ხარ?... ანუ პრინცესა ყოფილხარ.
-არა, პრინცესა არა , მაგრამ ბელადის შვილი ნამდვილად ვარ.
-პრინცესა რატომ არ ხარ? -იკითხა ნოემ
-პრინცესა? იმიტომ არა ვარ რომ, ჩვენთან ბელადობა მემკვიდრეობით არ გადაგდის, აქ ბელადობა ავტორიტეტით უნდა დაიმსახურო, თუმცა მემკვიდრეობითაც შეიძლება გადავიდეს, თუ შვილი მამის ღირსეული მემკვიდრეა... მაგრამ მე ეს არ მემუქრება, სხვა ძალიან ბევრი ავტორიტეტული ციყვი ცხოვრობს ამ ტყეში.
- ანუ არც შენს ძმებს არ აქვსთ ბელადობაზე პრეტენზია.
-მე და მამა მარტო ვართ, სხვა არავინ გვყავს... თუმცა არც ახალ ბელადზე საუბარის დროა ეხლა, მამაჩმი სულაც არ აპირებს სიკვდილს, ძალიან ჯანმრთელი და ჯანღონიანია.
-მაპატიე ასე რომ ჩაგეკითხე, უბრალოდ, ჩემთვის უცხოა თქვენნაირ საზოგადოებაში ყოფნა და ბევრი რამ მაინტერესებს.
-ჩემთვისაც საინტერესოა, თუ ვინ ხარ საიდან მოხვედი, ან იმ უცნაურ ყუთში რას აკეეთებდი...
ნოე ცოტა დაიბნა არ იცოდა ამ შეკითხვაზე რა ეპასუხა.. ჩაფიქრდა და აქეთ იქით გაფაციცებულმა მიმოიხედა.... უეცრად ოთახის კარი გაიღო და სხვა ციყვებიც შემოვიდნენ
-გამარჯობა, მიესალმა ბელადი, ხმა გავიგონეთ და მივხდით, რომ უკვე გეღვიძათ, თავს ხომ კარგად გრძნობ... ნოე?
-რა ვიცი... მგონი ძალიან ბევრი მეძინა... უპასუხა ნოემ და თვალი გადაავლო ოთახში შემოსულ ციყვებს. ბელადს და ერთ ერთ უხუცეს უკვე იცნობდა, ნანახი ყავდა როცა კუნძულზე მოსული გადაარჩინეს, მესამე ციყვი უცხო იყო მისთვის, და ცოტა უცნაურადაც გამოიყურებოდა. ნოე ოთახში ისევ იმ უცნაური ფერის ციყვს ეძენდა რომელიც კუნძულზე მოსვლისას ნახა, მაგრამ ოთახში მეტი არავინ შემოსულა
-ძალიან კარგი, განაგრძო ბელადმა, მე ლუდვიგ-ნოტნა ვარ, ადგილობრივი ბელადი. ეს ჩემს მარცხნივ, ურიელია, ჩემი უახლოესი მეგობარი და მრჩეველი, მას შენ უკვე იცნობ ჩემს მარჯნივ კი- აბსალომი, ჩვენი ქურუმი და სულიერი ლიდერი.
-სასიამოვნოა -უპასუხა ნოემ.
აბსალომი ძალიან უცნაურად მოეჩვენა ნოეს, ხელში რაღაც ჯოხი ეჭირა, თუმცა არც მოხუცი იყო და არც კოჭლობდა, თავზეც რაღაც უცნაური ნივთი ეკეთა, ეს ნივთი ნოესთვის სულაც არ იყო უცნაური, ადამიანებს შორის ბევჯერ ენახა მათ მაჯაზე მორგებული, მაგრამ აბსალომის თავზე ამ რეზინის სამაჯურს რა უნდოდა ვერ ხვდებოდა. აბსალომიც ძალიან უცნაურად უყურებდა ნოეს, თითქოს არ სიამოვნებდა მისი აქ მოსვლა.
-ნოე, მიმართა ურიელმა,- ჩვენ ყველას გვაინტერესბს საიდან ხარ, რა გადაგხდა თავს, ან აქ საიდან აღმოჩნდი? სად არიან შენი ტომელები? სხეულზე ამდენი ჭრილობა რატომ გაქვს? ალბათ ძალიან მამაცი ხარ... სიკვდილს და მტაცებელ ცხოველებს ხშირად დასხლდომიხარ ხელიდან?
ნოე ცოტა ხანს ჩაფიქრდა, რა ეპასუხა არ იცოდა, კარგად დაფიქრდა და მოყოლა დაიწყო:
-მე და ჩემი ტომი აქედან შორს ვცხოვრობთ, რამდენიმე დღე მოვუყუვებოდი მდინარეს, ტყე სადაც ჩვენ ვცხოვრობთ იქ ადამიანები მოვიდნენ.
-ადამაინები?  შეიცხადა ბელადმა
-ადამაინები?... გაიმეორა აბსალომომა - ისენი ხომ ყველაზე საშიშები არიან?
-კი, მაგრამ, - სიტყვა შეაწყვეტინა ურიელმა... თქვენ ისინი საერთოდ არ გინახავთ!
-შენ რომ ნახე ჩემო ურიელ, ხომ უამრავი სიკეთე მოგიტანეს,-შეეპასუხა აბსალომი.
-შეიძლება ადამიანები ბოროტები არიან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ძალზე კეთილია, ყველა სულაც არ ერჩის ციყვებს.
-მეგობრებო, საუბარში ბელადი ჩაერია- ეხლა ადამიანებზე საუბრის დრო არ არის, ვთხოვოთ ნოეს განაგრძოს საუბარი,
- ნოე გისმენთ.
 -მოვიდენ ადამიანები და დაიწყეს ხეების მოჭრა, ბევრ ციყვს დაუნგრიეს ფუღურო....  მერე ტყეში ხანძარი გაჩნდა,ყველ სცადა გაქცევა, მაგრამ ციყვების დიდი ნაწილი ხანძარს ემსხვერპლა ... ხანძარ გამოქცეული მდინაეში ჩავვარდი..  რომ არ დავხრჩალიყავი ცურვა დავიწყე... მერე დავინახე მდინარეში ყუთი მოტივტივებდა, და იმ ყუთზე ავბობღდი... სამი დღე მშიერ-მწყურვალმა ვიცურე , ვიდრე თქვენამდე მოვაღწევდიი.... შემდგომ რაც მოხდა თქვენც კარგად იცით...
-რა საშინელი ისტორიაა, ჩაილაპარაკა ბელადმა.
-ალბათ ჩემი ტომიდან აღარც არავინ დარჩა, განაგრძო ნოემ - თუ წინააღმდეგი არ იქნებით ცოტახანი აქ დავრჩები, სანამ მოვღონიერდები..
-აქ იმდენხანს დარჩით რამდენ ხანსაც გაგიხარდებათ-მიუგო ბელადმა- როცა შეჭამთ და კარგად მოისვენებთ, ვინმეს ვთხოვთ  და ჩვეს ტყესაც დაგათვალიერებინებენ.
-მე დავათვალიერებინებ- წამოიძახა აბეშურამ, რომელიც უხუცესების უკან იდგა და ჩუმად უსმენდა ნოეს და უხუცესების დიალოგს..
-ძალიან კარგი-ჩაერია საუბარში ურიელი- ოტოსაც ვთხოვ გამოგყვეთ,
-კი მაგრამ ოტო რათ გვინდა-გაუკვირდა აბეშურას... თუმცა პასუხს არცკი დალოდებია ისე გავიდა ოთახიდან, როცა მამამისი გაყინული მზერა შეამჩნია.
-კარგით, მაშინ დავტოვოთ ეს ახალგაზრდა ცოტა გონს მოეგოს- განაცხადა აბსალომმა- რომ მოიცლი ტაძარში შემოგვიარე აქაურ წეს ჩვეულებებს და ტრადიციებსაც გაგაცნობთ.
   ყველანი გავიდნენ, ოთახში მხოლოდ ნოე დარჩა, აქეთ იქით იყურებოდა და თავის მომავალზე ფიქრობდა. არ იცოდა  რა ბედი ეწეოდა. მართალია ეხლა თავისუფალი იყო, ადამიანების გალიაში აღარ ცხოვრობდა, მაგრამ შეძლებდა კი ამ თავისუფლებაში ცხოვრებას? შეძლებდა კი დამოუკიდებლად საჭმლის მოპოვებას? რა უნდა ექნა? თავისუფლებაზე მას აქამდე მხოლოდ  წაეკითხა ან ტელევიზორში ენახა, თუ როგორ ცდილობენ ველურ ბუნებაში სხვადასხვა ცხოველები გადარჩნას, ეს ყველაფერი უცხო იყო მისთვის. ერთი რაც მან ნამდვილად იცოდა ის იყო, რომ უკან ვერ დაბრუნდებოდა. არც კი იცოდა სად უნდა წასულიყო. ფიქრებისგან დაღლილმა ბოლოს წარმოსთქვა "უკან დაბრუნება ყოველთვის შემიძლია, ამაზე მაშინ ვიფიქრებ, როცა ამის საჭიროება დადგება, ეხლა ჯობია აქაურობას გავეცნო"  ადგა და გარეთ გაიდა.
   გარეთ გასულმა ნოემ დაინახა უზარმაზარი ტყე, თვითონ ერთ ბებერ მუხაზე იყო, ძალიან მაღლა.  საიდანაც მთელ საციყვეთს გადმოჰყურებდა. ამდენი ციყვი ერთად არც კი ენახა, ყველა რაღაცას აკეთებდა, აქეთ იქით დახტოდა, ზოგს თხილი და რკო დაჰქონდა, ზოგს ფოთლები, რატომღაც ნოეს არვინ აქცევდა ყურადღებას.
-აბა მზად ხარ აქაურობა დაათვალიერო და ჩვენს ყოფას გაეცნო- მოესმა ნოეს ხმა უკნიდან, მიტრიალდა და აბეშურა შერჩა, რომელიც კიდევ უფრო ლამაზი მოეჩვენა მზის შუქზე, ვიდრე უწინ.
-რა საინტერესო სახლი გქონიათ და რამდენი ციყვი ხართ ერთად. ალბათ აქ არც მტაცებლები გაწუხებენ და მშვიდად ცხოვრობთ.
-ხო, ჩვენი ტყე კუნძულზეა, ორივე მხარეს მდინარე ჩამოდის, და ამიტომ ვერ შემოდის მტაცებელი ჩვენთან, მხოლოდ დიდი ფრინველები თუ შემოფრინდებიან, და ისიც იშვიათად, მათგანაც კი ეს დაფოთლილი ტყე გვიცავს, ასე რომ აქ მტაცაბლის არ უნდა გეშინოდეს.
-ძალიან კარგი.
-შენ ეტყობა მტაცებელთან ცხოვრობდი? რამდენი შრამი გავქვს ტანზე.
ნოე უცებ დაიბნა, ვერ მიხვდა რა მტაცებლებზე საუბრობდა აბეშურა, და ამ დროს ტანზე დაიხედა, და ის ნაიარევი შენიშნა რომელიც ადამიანებთან ყოფნისას ლაბორატორიაში გაუჩნდა...
-ხო, ეს ერთხელ მგელი გამოგვეკიდა პატარა ციყვების გადარჩენა მომიწია, მერე კიდე რაღაც მტაცებელმა ფრინველმა მომიტაცა და კლანჭებიდან დავუსხლტი - წაიტრაბახა ნოემ, ერთხანს ისიც კი იფიქრა რომ აბეშურასათვის სიმართლე რომ ეთქვა ალბათ ვერც კი გაიგებდა თუ რაზე ესაუბრებოდა.
-ყოჩაღ.. ნამდვილი გმირი ხარ!
- ნუ გმირი არ ვარ, უბრალოდ თავი გადავირჩინე...  ერთი ეს მითხარი, რას ფუსფუსებენ ეს ციყვები ასე ერთად?
-მუშაობენ
-მუშაობენ???  რისთვის მუშაობენ?
-სარჩოს აგროვებენ, შენთან სარჩოს არ აგროვებენ ზამთრისთვის?
-არა!- დაუფიქრებლად უპასუხა ნოემ
-კი მაგრამ, როგორ? ზამთარში როგორ ცხოვრობთ აბა..?
-ჩვენთან სულ არის საჭმელი...
-ზამთრში? მაშინაც კი როცა ირგვლივ ყველაფერი თეთრია?
-იშვიათად მოდის თოვლი- ნოე ცდილობდა  საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა, რომ თავის ტყუილებში არ დაკარგულიყო, თვითიონაც არ იცოდა რას ამბობდა, თვითონ ხომ სანოვაგე არასდროს შეუგროვებია და არც საჭმლის საშოვარზე წვალება არ დასჭირვებია.
-ერთი ეს მითხარი, მამაშენის მეგობარი, სულ რომ მამაშენთან დადის, მგონი ურიელი ქვია, ეგ ვინაა? ყველა რომ ასე პატივისცემით ექცევა, მამაშენიც დიდ პატივს სცემს
-ურიელი ჩვენი ერთერთი უხუცესია, მამაჩემის ძალიან დიდი მეგეობარია, ერთხელ მამაჩემის სიცოცხლეც გადაარჩინა... მას და მამაჩემს ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული ციყვების საზოგადოებისთვის.
-ბელადის სიცოცხლე გადაარჩინა, როგორ?
-მაშინ არ იყო მამაჩემი ბელადი, სხვა იყო.. ეგ ამბავი მამაჩემის და ურიელის ახალგაზრდობაში მოხდა...  მაგას სხვა დროს მოგიყვები.
-წამოდი ეხლა ჩვენს ტაძარს გაჩვენებ, აბსალომიც ვნახოთ..
-ტაძარი? თქვენც გავთ ტაძარი?  დ ა იქ რას აკეეთებთ ხოლმე
-რავიცი ვლოცულობთ, და ჩვენს სულიერ მდგომარებაზე ვზრუნავთ.
-და ეს აბსალომი ვინაა? ან თავზე რა უკეთია.?
-აბესალომი ჩვენი ქურუმია, ძველი ქურუმი სიკვდილის წინ ყოველთვის ასახელბს მის შემცვლელს, ხოლო თავზე ქურუმების გვირგვინი ადგას...
-ეს გვირგვინი საიდან მოიტანეს,? -ირონიულად იკითხა ნოემ
-არ ვიცი, დიდი ხნის ისტორია აქვს, პირველი ქურუმი რომელსაც ეგ გვირგვინი ეხურა, იმას ტყის სულებმა გადასცეს..
-ტყის სულები? -ვიცი ეგეთი ტყის სულები, ჩაილაპარაკა ნოემ, წავიდეთ ტაძარში ვინახულოთ აბსალომი.  საითაა ტაძარი?
-ტაძარი ზევითაა, ცოტა მოშორებით-უპასუხა აბეშურამ და წინ გაუძღვა ნოეს.
 -იცი რა მაინტერესებს, ნაპირზე რომ მომაგნეს თქვეენბმა, იქ ერთი ძალიან უცნაური ფერის ციყვი იყო, სულ თეთრი,  ის ციყვი ვინაა?
-ოტოზე ამბობ?.. ოტო ჩემი მეგობარია  ეხლავე დავუძახებ და გაგაცნობ-უთხრა აბეშურამ, და ოტოს გასძახა. იგი მოშორებით ხეზე იყო. აბეშურას ძახილზე ოტო უმალ მისკენ გაქანდა.
-იცი ოტო ასეთი განსხვავებული დაიბადა-განაგრძო აბეშურამ-სულ თეთრი,... რასაც ძალიან  განიცდის და ძალიან გთხოვ მის გარეგნობას ნუ შეიმჩნევ და არაფერი ჰკითხო..
-კი მაგრამ ასეთი რატომ არის?
-არ ვიცი ასეთი დაიბადა...  ამბობენ მისი ბაბუის ბაბუა თუ ვიღაც მაგდაგვარი წინაპარი, ისიც ისეთი იყოო, თუმცა გარეგნული განსხვავებაა, სხვა ყველაფერი ნორმალურია, ძალიან კარგი ციყვია.
   ამასობაში ოტო, აბეშურას და ნოეს მიუახლოვდა. აბეშურას ნახვა  გაუხარდა  და მიესალმა:
-აბეშურა როგორ ხარ? ორი დღეა საერთოდ არ მინახიხარ.
-ოტო, ხომ იცი ძალიან ბევრი საქმე მქონდა, მერე ამ სტუმარსაც ვუვლიდი, ნოეს ხომ იცნობ, შენ არ მოიყვანე სანაპიროდან?
-კი ვიცი... ნოე გქვია ხომ.. როგორ ხარ ნოე... აქაურობა როგორ მოგწონს?.
-რა ვიცი, ჯერ ახალი  დაწყებული მაქვს დათვალიერება, ისე კი მომწონს საინტერესოა, ეხლა ტაძარში მივდივართ, გინდა შენც წამოდი!
-ტაძარში?... რაღაც არამგონია....  წადით და მერე გნახავთ- მორცხვათ უპასუხა ოტომ
-რატომ კი მაგრამ? არ გიყვარს ტაძარში სიარული?-ჰკითხა ნოემ, რომელმაც
 შეატყო რომ დასმულმა შეკითხვამ, უხერხული სიტუაცია გამოიწვია, და გაოგნებულმა აბეშურას გახედა.
-იცი  ოტოს ტაძარში არ უშვებენ- თქვა აბეშურამ
- რატომ, გაიკვირვა ნოემ... ტაძარში ყველას არ უშვებენ?
-თითქმის ყველას...  უპასუხა ოტომ-  აბსალომი ამბობს რომ ჩემზე ტყის სულები არიან გამწყრალნი, და მიტომ ვარ ასეთი ფერის, და ჩემი შესვლა არ შეიძლება, ასე მეუბნება რომ ცოდვიანი ვარ და მე ტყის სულების რისხვა დავიმსახურე... ასე რომ მეკრძალება ტაძართან მიახლოება, და იქ მისვლა სადაც ქურუმია.
-ოი, რა უცნაურია- გაუკვირდა ნოეს- მაშინ ტაძარში სხვა დროს წავიდეთ ეხლა სხვა რამე დავათვალიეროთ.
-არა, წავიდეთ ყველანი -თქვა აბეშურამ. - წავიდეთ, ოტო შორიახლოს დაგველოდება და  ჩვენც მალე გამოვალთ.
-შენ სადაც ხარ იქ არიან ჩემნნაირები?-იკითხა ოტომ.
-კი არიან, ბერვი
-მერე?
-რა მერე?... ჩვენ მათ კეთილებს ვეძახით
ოტოს ესიამოვნა ნოესგან მოსმენილი ეს სიახლე, და უფრო გაბედულად გადგადგა ნაბიჯები..
    სამივე ტაძრისკენ გაემართნენ. ტაძარი ამ მთავარი მუხის ხისგან ცოტა მოშორებით იყო, წყაროს დაგაღმა, პატარა კლდეში ბუნებრივად გაკეთებული გამოქვაბული, ციყვების მიერ იყო გალამაზებული და დამუშავებული, რასაც სხვადასხვა ლამაზი ქვა და კლდეზე ნაკვეთი ორნამენტი ამშვენებდა.
-შენ აქ რა გინდა... მოისმა უცებ ხმა- ხომ იცი რომ აქაურობას არ უნდა გაეკარო?
ნოემ ზევით აიხედა და დაინახა აბსალომი, რომელსაც თავზე ისევ ის უცნაური, ადამაინების მიერ ნაკეთი ნივთი ეკეთა.
-ნუ ნერვიულობთ-ჩაერია აბეშურა- ოტო გარეთ დარჩება და დაგველოდება მარტო მე და ნოე შემოვალთ.
-ოტო, მიბრუნდი და მდინარის გადაღმა დაელოდე, აქაურობას უბედურება არ მოუტანო- ეს თქვა და შემდეგ ნოეს მიუბრუნდა.
-ნოე თქვენ ტაძარში პირველად მოდიხართ, და ფეხები ამ წყაროზე დაიბანეთ და ისე შემოდით
-ჰმ.. ეგ რა საჭიროა,- ჩაილაპარაკა ნოემ, ისე რომ აბსალომს არაფერი გაუგია
-გააკეთე რასაც გეუბნება-ჩუმად უთხრა აბეშურამ, მეც ტაძარში დაგელოდები
   ნოემ ყველაფერი ისე გააკეთა როგორც აბსალომმა მოითხოვა, შემდეგ კიბეებზე ავიდა და ტაძარში შევიდა, ტაძარი ეს იყო დიდი გამოქვაბული, სადაც სხვადასხვა ადგილას პატარა ცეცხლი ენთო. შუაში კი რაღაც უცნაური ფიგურის წინ, მოზრდილი ცეცხლი ენთო. ტაძარი უხვად იყო მორთული სხვადასხვა ნივთბით, რომლებიც ნოეს ადრე ადამიანების ხლეში ენახა, აქვე იყო სხვადასხვა წარწერაც,  კედლებზე გაკრული იყო გაზეთბიდან ამოჭრილი ტექსტები, რომლებიც სიძველისგან გადაყვითლებულიყო, და ძლისვ თუ ამოიკითხავდა ვინმე რამეს.
-ნოე, იმ ტომში საიდანაც შენ ხარ, სცემენ თუ არა პატივს ტყის სულებსა და ტრადიციებს??-შეეკითხა აბსალომი
-ტრადიციებს და წეს ჩვეულებებს კი სცემენ პატივს... მაგრამ აი ტყის სულების რა მოგახსენოთ.
-როგორ თქვენ არ გჯერათ ტყის სულების- გაიკვირვა აბსალომა
-და რა არის ეს ტყის სულები, ვინმეს გინახიათ?.. მე მაგალითად არა
-ტყის სულების ნახვა ყველას არ შეუძლია, მათ მხოლოდ ქურუმები ვხედავთ და სხვებს გადმოვცემთ მის დანაბარებს.
-ანუ ტყის სულები მხოლოდ თქვენ გინახიათ და მეტს არავის?
-დიახ-მიუგო აბსალომმა
-და ბოლოს როდის ნახეთ?
-ყმაწვილო ეგ არაა თქვენი საქმე!
-და როდის ნახულობთ ხოლმე, თვითონ მოდის თუ თქვენ მიდიხართ მის სანახავად.?.
-იცი ეს ისეთი დეტალებია, რომლის ცოდნაც თქვენთვის სულაც არ არის საჭირო.
-ანუ ტყის სულებს მხოლოდ თქვენ ნახულობთ?.. თქვენს გარდა საერთოდ არავის უნახია და ეს ყველა სხვა დანარჩენს ჯერა?
-თავხედობაში ნუ გადადიხართ... აკი თქვით რომ ტრადიციებს და ადათ-წესებს პატივს სცემთ... ასე რომ პატივი ეცით ჩვენს ტრადიციებს.
-თქვენი ტრადიეციები უკრძალავს ოტოს ტაძარში შემოსვლას?- იკითხა ნოემ, აბეშურა კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა
-ოტომ ტყის სულების რისხვა დაიმსახურა! ტყის სულები ყველას სჯიან ვინც ტყე და მოძმეების წინააღმდეგი წავლენ.
-კი მარა ოტო ხომ ეგეთი დაიბადა? დაბადებამდე რა ცოდვა ჩიდინა ასეთი?
აბსალომს არ ესიამოვნა ნოეს ასეთი შეკითხვები, მანამდე მისთვის ასეთი საუბარი ვერავის გაებედა. მას ამ კითხვაზე პასუხი არც კი ჰქონდა, არც მოელოდა თუ კი ვინმე ოდესმე ამას შეეკითხებოდა.
-არსებობს  ბერვი ისეთი რამ რაც  ზოგიერთათვის გაუგებარია. ამ დროს მხოლოდ სხვა უფრო ავტორიტეტის ნათვამი უნდა დაიჯერო.
-მაგალითად რა შეიძლება იყოს ჩემთვის კიდევ გაუგებარი?
-ის თუ რატომ ჩნდება ცისარტყელა ცაზე მხოლოდ წვიმის შემდეგ.
-მე ვიცი რატო ჩნდება ცისარტყელა ცაზე მხოლოდ წვიმის შემდეგ.... და ისიც ვიცი რომ ამას ღმერთები არ აკეთებენ...
აბსალომს ნოეს ასეთი პასუხები კვლაკავ არ ესიამოვნა, მას საერთოდ ნოეს გამოჩენა თვიდანაც არ გახარებია მაგრამ, ამ საუაბრმა უფრო მეტად აუხილა თავლი, ცოტახანს სიჩუმე  ჩამოვარდა, აბსალომი დაფიქრდა და შემდეგ ნოეს უთხრა:
-ყმაწვილო ის პერიოდი როცა თქვენ ჩვენთან იქნებით, იმედია ჩვენს მასპინძლობას ბოროტად არ  გამოიყენებთ და ჩვენს საზოგადოებაში ქაოსს არ შემოიტანთ.
ეს თქვა აბსალომმა და ზურგი შეაქცია ნოეს, კიბებეზე ავიდა ისე რომ უკან  არც კი მოუხედავს და თვალს მოეფარა.
-იცი, აბსალომთან ასეთი ტონით საუბარს ვერავინ ბედავს.- უთხრა აბეშურამ, როცა აბსალომი თვალს მოერიდა, -ცოტა თავმდაბლობა გმართბს, შენს ტომში როგორ იყო არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ქურუმებს ასე არ ვესაუბრებით.
-ნუთუ აქ თვალში რომ ნაცარს გაყრიან, იმაზე ხმა არ უნდა ამოიღო?
-რატომ გვაყრიან თავში ნაცარს?
-ნუთუ შენც იმის გჯერა რომ ოტომ დაბადებამდე მძიმე დანაშაული ჩაიდინა, და ასეთი თეთრი იმიტომ არის
-კი მაგრამ, რაღარც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს რომ ის ასე განსხვავებულია ჩვენგან...
-კი ამას აქვს თვის ახსნა... მაგრამ ღმერთბი აქ არაფერ შუაშია... მაგრამ მე ისიც მეეჭვება რომ ამ სიამრთლეს ვინმე მიხვდეს. ალბათ ქურუმის ვერსია უფრო ადვილი მისაღებია საზოგადოებისათვის.
-ნოე ასე ძალიან რა არ მოგეწონა?
-კაი არ მიაქციო ყურადღება-ერთი ეს მითხარი, ამ წესებს და კანონებს აბსალომი ადგენს თვითონ?
-არა ეს კანონები, თაობიდან თაობას გადაეცემა, პირველ ქურუმს რომელსაც ტყის სულებმა გვირგვინი გადასცეს, ასევე კანონები ჩააწერინეს, რომლის მიხედვითც ვსარგებლობთ მას მერე ყველანი..
-და სადაა ეს კანონები?? შეიძლება ვნახო??
-კი როგორ არა ის კედელზეა გაკრული ტაძარში- აბეშურამ ტაძარში გაკრულ გაზეთის დაჭრილ ფურცელიკენ გაიშვირა ხელი, ნოემ კი იცნო გაზეთის ფურცლები, რომლებზეც სხვადასხვა ადმაიანის შესახებ ახალი ამბები ეწერა, ზოგი ისე იყო გადაჭრილი რომ წაკითხვისას ვერც  შინაარს ვერ გამოიტანდი,  ყველაზე დიდი წარწერა რომელიც ცენტრში იყო, რომელიღაც ქალაქის ამინდის ორ კვირიანი პროგნოზი იყო... ნოემ დიდხანს ათვალიერა გაზეთბი და ვერაფერი მნიშვნელოვანი ამ წარწერებში ვერ ამოიკითხა.
- ამას არავინ კითხულობს?
-რას ამბობ, ამის წაკითხვა მხოლოდ ქრუმებს შეუძლიათ
-გასაგებია და ქურუმი როგორ ხდება?
-ქურუმი თავისი სიკვდილის წინ ყოველთვის ასახელებს ახალ ქურუმს
-აჰა გასაგებია.. ამათგან ირჩევენ ალბათ ხომ?- ნოემ თითი ტაძრის ეზოში და ტაძარში მომუშავე ციყვებზე გაიშვირა, რომლებიც ტერიტორიაზე ფუსფუსებდნენ, და ნოეს ყურადღება იმით მიიპყრეს, რომ ამდენი ციყვის ყოფნის მიუხედავად, ძალიან სიჩუმე იყო ტაძარში, და ნოეს და აბსალომის საუბარი მოშორებითაც ისმოდა
-ესენი, ტაძრის საძმოა... ესენი ქურუმები ვერ გახდებიან
-რატომ?
-ისინი ტაძარს და ქურუმს ემსახურებიან... იმისთვის რომ ქურუმის მსახური იყო აუცილებალდ მუნჯი უნდა იყო...  ამიტომ როგორც კი ფიცს დებენ მაშინვე სამუდამოდ მუნჯდებიან
-როგორ?
-ენას იკვეთენ საკუთარი ხელით.
-რა საშინელებაა??
-ამას საკუთრი ნებით აკეთებენ არავინ აძალებს, მონები კი არ არიან? ჩვენ მონები არ გვყავს
-მონები არიან!  საკუთარი  სურვილით დამონებულები....
ნოემ ცოტა იმედგაცრუება იგრძნო, არ მოეწონა ციყვების ასეთი საქციელი, ცოტაცანს გაუნძრევლად იჯდა,მერე განაგრძო სვლა, და აბეშურას ისევ ჰკითხა
-კი მაგრამ, ქურუმებს საიდან ირჩევენ აბა...
-არიან ტაძრის მსახურები, რომლებსაც ქურუმები მანამდე გამოარჩევენ ტაძრის საძმოში მოსულებიდან სანამ ისინი ფიცს დადებენ და ენას მოიკვეთნ, ისინი მერე ქურუმებათან ერთდ იზრდებიან, და იქიდან ირჩევენ შემდეგს... ასეთია ტყის სულების სურვილი, ისინი ხომ ჩვენი ღმერთბი არიან და ჩვენც ვემორჩილებით.
-ხოო თქვენს ტყის სულებს უცნაური სურვილები აქვთ...
-თქვენთან როგორ ხდება ეს ამბავი
-სხვანაირად...-მოკლედ და უჟმურად უპასუხა ნოემ, თითქოს არ ესიამოვნა აბსალომის ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ საკადრისი პასუხიც ვერ გასცა, ცოტა აფორიაქებულიც იყო... და უფრო და უფრო სწრაფ ნაბიჯებს დგამდა, ერთი სული ჰქონდა გასცლოდა აქაურობას.
  პატარა წყარო გადაირბინა, და იქვე ოტო შეამჩნია, რომელიც ნოეს და აბეშურას ელოდებოდა,
-ნოე რას იტყვი? როგორ მოგეწონა?- თვალებ ანთებული შეეგება ოტო
-არ მომეწონა..
-რა არ მოგეწონა?
-რა უნდა მომწონებოდა?.. შენ მოგწონს დაწყევლილს რომ გეძახიან და არ გეკარებიან
-ეგ ვის მოეწონება...
ნოე არც გაჩერებულა ისე მიდიოდა უკან მთავარი მუხისაკენ, ნაბიჯებს კიდევ უფრო და უფრო უჩქარებდა, უნდოდა რაც შეიძლება მალე გაცლოდა აქაურობას.
-ოტო, სხვებიც ასე გექცევიან?-იკითხა ნოემ
-როგორ ასე?
-ყველას ჰქგონია რომ ტყის სულებმა დაგსაჯეს ცოდვისთვის რომლეიც არ ჩაგიდენია, და არ გელაპარაკებიან?
-ყველა არა.. მაგრამ უმრავლესობა კი....  თუმცა მეგობრებიც მყავს..  აი მაგალითდ აბეშურა
-ოტო კაი ბიჭია-ჩაერია აბეშურა ცდილობდა სიტუაცია განემუხტა, და ნოესთვის გაღიზიანება გაექარწყლებინა, აშკარა იყო  რომ აბსალომთან შეხვდრის შემდეგ ნოე არ იყო კარგ ხასიათზე
-და ცუდი რატომ უნდა იყოს-უპასუხა ნოემ- საამისო მას არაფერი დაუშავებია.

      ნოე აბეშურა  და ოტო ერთად დაბრუნდნენ  მთავარ მუხასათან, სადაც ციყვები ისევ ირეოდნენ და ყველანი რაღაცას აკეეთებდნენ.  ესენი აქ რამდენს მუშაობენ, მე კიდე მთელი დღე მეძინა ხოლმე, ან  ვთამაშობდი, გაიფიქრა ნოემ, და მე რომ აქ დავრჩე მეც ამდენი უნდა ვიმუშავო. არადა რომ წავიდე სად უნდა წავიდე? უკან დაბრუნებაც ხომ შეუძლებელია.. ნოე ცოტახანს კიდევ ჩაფიქრდა, უკან ხომ არ დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი ეჩვენებოდა, თუმცა თუ მოინდომებს ეგება დარუნდეს კიდეც, ცოტახნის ფიქრის შემდეგ ნოე საკუთარ თავსაც კი გამოუტყდა რომ უკან დაბრუნება არ უნდოდა.. ,,რაღაც უნდა მოვიფიქრო მომავლისთვის..." ჩაილაპარაკა ისე, რომ ვერც აბაშურამ და ვერც ოტომ ვერაფერი გაიგონეს.

თავი 10

დილას მზე ჯერ ამოწვერილიც არ იყო, როდესაც ურიელისა და ზორაიას  ფუღუროსთან ჩოჩქოლი ატყდა, ურიელი კარს მიღმა ხმაურმა შეაღვიძა.
 ,,მიდი გამოიყვანე.." ჩურჩულით ეუბნებოდა ერთი ციყვი მეორეს, ,, რატომ არ გესმის, რომ არ შემიძლია"  უპასუხა მეორე ხმამ ჩურჩულით.
  ურიელმა ზორაიას გადახედა, რომელსაც უკვე გაღვიძებოდა, მერე თვითონ წამოდგა და ფუღუროს კარი გააღო. გარეთ ოტო და სხვა სამი ციყვი დაინახა. ოტო შეცბა ურიელის დანახვაზე და თვალი მოარიდა.
-ბატონებო აქ რა ხდება?-იკითხა ურიელმა
-პატივცემულო ურიელ, ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდეთ, თქვენ და თქვენი მეუღლე-უპასუხა ერთერთმა მოზრდილამ ციყვმა
-კი მაგრამ სად?
-ამას გზაში აგიხსნით.
-და რომ არ წამოვიდე?-იკითხა ურიელმა, ამ დროს იგრძნო გვერდიდან მხარი მხარში როგორ ამოუდო ზორაიამ.
-თუ არ წამოხვალთ, ნაბძანები გვაქვს ძალით წაგიყვანოთ , უპასუხა მოზრდილმა ციყვმა.
-როგორ თუ ძალით?-გაიკვირვა ზორაიამ.
   ურიელმა ამ დროს ოტოს გახედა, რომელიც ზურგით იდგა და საუბარში არ ერეოდა, ურიელი ჩუმად იყო ხმას არ იღებდა.  სიჩუმე ისევ ზორაიამ დაარღვია.
-ოტო, შენ რას გაჩუმებულხარ, ხმა ამოიღე რატომ არაფეს ამბობ?
  ოტო  ქვასავით გაშეშებული იდგა, უკან არც კი იხედებოდა, რამდენიმე წუთში წინ გადადგა ნაბიჯები ისე, რომ უკან არ შემოუხედავს. ურიელი და ზორაია მიხვდენ რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და  ციყვებს გაჰყვნენ, ქვევით ჩასულებს ხელებდაბმული ბატონი ბა და ბატონი გო დახვდნენ.
-თქვენ რაღა დააშევეთ პატივცემულებო, გაუკვირდა ურიელს, თქვენც ხომ უცხოები არა ხართ და არ არსებულ მტერს არ ეხმარებით?
-რა საჭიროა მიზეზი, უპასუხა გომ. ის, რომ ნოეს არ მოვწონდით, სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ჩვენს დასაჭერად.
-არა, რა სისულელეა, აშკარად რაღაც გაუგებრობაა,  ჩააერია საუბარში ბა. ეს ნოემ არ იცის, გაიგებს და ყველაფერს მოაგვარებს, აშკარად რაღაც შეცდომაა.
-მე მაგის იმედი არ მაქვს -უპასუხა გომ.
-ძალიან ცუდი ...-ნიშნის მოგებით უპასუხა ბამ.
ურიელი, ზორაია, ბა და გო, ხელებგადანასკვული მიუყვებოდენ აღმართს, წინ პირველი ოტო მიდიოდა, რომელიც უკან არც კი იხედებოდა მას უკან ერთი შეიარაღებული წიყვი მოყვებოდა, შემდეგ პატიმრები და  ბოლოს  კვლავ ორი ციყვი. სიჩუმეს დროდადრო უკან მდგარი ციყვის შეძახილები არვევდა, რომელიც მოუწოდებდა ციყვებს, რომ დროზე ევლოთ.
  ურიელი თავდაღუნული მიუყვებოდა გზას, გვედზე ზორაია მიჰყვებოდა, დიდი ხნის დუმილის შემდეგ,ზორაიას მიმართა:
-იცი ეხლა რაზე ვფიქრობ?
-საიდან უნდა ვიცოდე  რაზე ფიქრობ, უპასუხა დაბალი ხმით ზორაიამ.
-კარგი რა, ზორაია, შენ ხომ ყოველთვის იცი მე რაზე ვფიქრობ... ამდენი წლის ცოლ-ქმარი ვართ. სანამ რამეს მოვიფიქრებ უკვე მოფიქრებული გაქვს.
-ალბათ იმაზე რომ ამ მძიმე დროს, გულშემატკივარიც კი არავინ გვყავს..
-კი... მაგას ვფიქრობ... იცი, დღეს პირველად გამიხარდა რომ შვილი არ გვყავს..
-ცუდია, თუმცა შენ არასდროს გიგრძნობინებია ჩემთვის, მაგრამ მე ხომ ვიცი როგორ გინდოდა შვილი...
-ხო ეს დიდი უბედურება იმ ცოლ-ქმრისთვის, რომელთაც ასე უყვართ ერთმანეთი.
-ხედავ... რამდენი უბედურება მოგიტანე, შვილიც ვერ გაგიჩინე, ჩემს გამო რამდენი ადამიანი დაგიპირისპირდა და ეხლაც სადღაც მიგვერეკებიან ისევ ჩემს გამო..-ეს თქვა ზორაიამ და ცრემლები წასკდა. ურიელი გადაეხვია ზორაიას და მკერდზე მიიკრა.
-იმოძრავეთ- დაიღრიალა უკან ერთ-ერთმა ციყვმა. ატირებული ზორაია და ურიელი გზას გაუდნენ.
-იცი ეგ არასროს აღარ თქვა!  მე არასოდეს მინანია, ცოლოად რომ  შეგირთე, არც ერთი წუთით!
-აწი სადღა უნდა ვთქვა.
-შენ ხომ არ ნანობ ცოლად რომ გამომყევი, რომ მიატოვე შენიანები ყველა და ჩემთან წამოხვედი.
-არა, არ ვნანობ...მაგრამ...
-რა მაგრამ?
-იმას ვნანობ, რომ ვერ მოგანიჭე ყველაზე დიდი ბედნიერება და მამა ვერ გაგხადე, შენ ხომ საუკეთესო მამა იქნებოდი მსოფლიოში.
-შენ კიდე საუკეთესო დედა-  უპასუხა ურიელმა და სევდის ბუშტი მოაწვა ყელში.
-თუმცა, არც მასეა ალბათ საქმე, განაგრძო ურიელმა, აი. ოტოს გაზრდაში რამხელა ამაგი მიგვიძღვის, მაგრამ რა?  ეხლა ჩვენს მდგომარეობას, ნამდვილად სიკვდილი ჯობია.
-კარგი ურიელ, ჩვენზე ცუდად ეხლა ოტო გრძნობს თავს, ხომ ხედავ არც კი შემოუხედავს, თავლსაც კი ვერ გვისწორებს.
-ხოდა, მეც მაგას ვამბობ, ეხლა რომ ჩვენ შვილები გვყოლოდა და ამ საზოგადოებაში ვტოვებდეთ, მაშინ უფრო საშინელ მდგომარეობაში ვიქნებოდით.
-როგორ შეგიძლია ყველაფერში კარგი რამ დაინახო.
-არა, ცუდის დანახვაც შემიძლია.. ჩვენ რაც გვემართება მხოლოდ ჩვენი ბარლია და არა  სხვისი. ჩვენ  არაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა.
-ეგ ცუდი არაა... ეგ რეალობაა.
-ხო, რეალობაა ის ფაქტი, რომ თუ ბოროტებას მხოლოდ უყურებ და არაფერს აკეთებ, ბოროტება იზრდება და იზრდება. ბოლოს შენც მოგწვდება და ჩაგყლაპავს... აი ეს დაგვემართა ჩვენ ყველას.
-განა ერთ ბერიკაცს და ერთ დედაკაცს რამის შეცვლა შეგვეძლო? ჩაილაპარაკა ზორაიამ
- შეძლებით... ყველას შეუძლია.
ეს თქვა ღრმად ამოისუნთქა და  გაანგრძო.
ნოე რომ მოვიდა თავიდანვე ეტყობოდა რომ ქაოსს შემოიტანდა, არ უნდა მიეცა არავის ამდენის უფლება, და არ უნდა გამხდარიყო ლიდერი, ეგ ხომ ციყვებსაც არ აურჩევიათ, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და აი,შედეგიც მივიღეთ...
-კარგი, ურიელ, ნუღარ ნერვიულობ. რაღა აზრი აქვს, ჯობია ბედს შეევგუოთ...
-ბედს არასდროს უნდა შეეგუო- მოუჭრა ურიელმა.
-ჩვენ იმ ასაკში ვართ, რომ სხვა გზა არ დაგვჩენია.
-ასაკს მნიშნვნელობა არა აქვს. მთავარია მომავლის რწმენა და თავისუფლების სურვილი არასდროს დაიკარგოს.
   ამის მერე ხმა ამოურებლად იარა ყველამ, თითქოს ზედამხედველებიც დაიღალნენ ჩქარა-ჩქარას ძახილით და ყველანი უხმოდ მიუყვებოდენ ბილიკს. უკვე მზე კარგა ხნის ამოსული იყო, როცა რაღაც გორა გადაიარეს და რაღაც შემოღობილ დიდ ტერიტორიას მუახლოვდნენ. ურიელმა გახედა ამ შემოღობილ ეზოსა და ქოხმახებს. გაიფიქრა ნეტავ ამის აშენება როდისღა მაოსწრესო. ოტო უხმოდ შევიდა შემოღობილ ტერიტორიაზე, რომელიც ეკლიანი მცენარეებით იყო შემოღობილი და გუშაგები იცავდნენ. აქა იქ   პატარ-პატარა ქოხმახი იდგა, სადაც  რამდენიმე ციყვი, შიმშილისგან განხდარი და მილეული დაიარებოდა. ზოგი მუშაობდა,  ფიცრებსა და ტოტებს ამუშავებდნენ,  ურიელი და ზორაია სახტად დარჩნენ, გაოგნებისაგან გაშეშდენ და ერტ ადგილს გაშტერებული მისჩერებოდნენ, თითქოს არ უნდოდათ დაენახათ თუ რა ხდებოა მათ თავს.
-სამწუხაროდ თქვენ აქ დარჩენა მოგიწევთ, უთხრა ოტომ  ტყვეებს.
-აქ რაღაც შეცდომაა, ჩვენ აქ არ უნდ ა ვიყოთ-ხმას აუწია პატივცემულმა ბამ.
-მაპატიეთ, პატივცემულო, მიუგო ოტომ, აქ არაფერია შეცდომა. მე ბრძანებას ვასრულებ - ბატონო ურიელ და ქალბატონო ზორაია, გთხოვთ, მაპატიოთ მაგრამ მე მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია.
უცებ კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ პატიმრების მუშაობის და ხვნეშის ხმა ისმოდა აქა-იქ.  ზორაიამ ერთი ნაბიჯი ოტოსკენ გაგდადგა და უთხრა:
-ოტო,  შენ მართლა კარგი ხარ, განსხვავებული... ვიცი, რომ ყველა იმის გამო დაგცინოდა მათგან რომ განსხვავდებოდი, მე კი ყოველთვის გარიგებდი, რომ შენ შეგიძლია იმათ დასცინო, რადგანაც ისინი ყველანი ერთნაირები არიანთქო...  ოტო, შენი განსხვავებულობა სიკეთეშია, და ის სიკეთეში უნდა გამოიყენო. თავი არ მისცე ბოროტებას სამუდამოდ დაეუფლოს შენს გონებას, ნუ გაყვები ბოროტებას დაუბრუნდი სიკეთეს.
  ოტო შებრუნდა და კვლავ უკანმოუხედაავდ განაგრძო სიარული შინისაკენ, მას თან ის სამი ციყვი გაყვა რომელთან ერათდაც აქ მოვიდა.

  როგორც კი ოტო თვალს მოეფარა, ზედამხედვეელბა  იმწამსვე ყვირილი და უხეშობა დაიწყეს.   შეყარეს ზორაია და ურიელი ერთ პატარა ქოხში. ბატონი ბა და ბტონი გო მეორე ქოში. ქოხი ძალიან ნესტიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ურიელი ძალიან დაღლილი იყო და ფეხიც სტკიოდა, დაწოლას მაინც ვერ ახერხებდა. ბოლოს ოთახის ცენტრში ნაკლებად სველი ადგილი ნახა და იქ ჩამოჯდა, გვერდით ზორაია მიუჯდა. ზორაიამ ჰკითხა:
-ეხლა რა უნდა ვქნათ ბერიკაცო?
-რავიცი, თუ მუშაობაში სული არ ამოგვხადეს, ვიჯდეთ და გავიხსენოთ ერთად გატარებული წლები.
-გაგიჟდი.. ჩვენ ვინ გვამუშავებს, მოხუცებს...
-თუ გადაგასახლეს და საპყრობილეში ჩაგაგდეს... რაღატო არ გამუშავებენ, რა ჭკუა დაუშლით...  ნუთუ სიტუაციას სათანადოდ არ აფასებ, რატომ გაქვს მოლოდინი რომ ესენი ვინც ეხლა შენი მტერია  კარგად მოგექცევა... ყველაფერს უნდა ელოდე მათგან და მერე არც არაფერი გაგიკვირდება. თუ ჰუმანურად მოგექცევიან შენთვის სასაიმოვნო სურპრიზი იქნება.
-ისე შვილი რომ გვყოლოდა და ასე ოტოსავით  იმედები გაეცრუებინა... მასეთ ყოლას ალბათ არ ყოლა ჯობდა-ჩაილაპარაკა ურიელმა.
-ეჰ.. ნეტა შვილი გვყოლოდა და ჩევნი საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა, და არც ამ გაუგებრობაში ამოვყოფდით თავს. დანანებით ჩაილაპარაკა ზორაიამ.
-გახსოვს ჩემს ქალაში რომ ჩამოხვედი, განაგრძო ზორაიამ, მამაჩემთან ხელის სათხოვნელად. რომ გკითხა რითი შეგიძლია გააბედნიეროო?.. საწყალ მამაჩემს ისე არ უნდოდა ჩემი სხვა საციყვეთში გათხოვება რომ რას არ იმიზეზებდა.. და თურმე ის უნდა ეკითხა  ჩემს ქალიშვილის რითი შეუძლია შენი გაბედნიერებაო.
-მერე ხომ გამაბედნიერე...
ზორაია დუმდა, გაშტერებული კედელს უყურებდა. მერე ისევ განაგრძო ურიელთან საუბარი, რომელიც უფრო მონოლოგს გავდა, რადგანაც ურიელი არ იყო საუბრის ხასაითზე.
-იცი, იმ დროს არ მეგონა თუ ჩევნს სიყვარულს ასეთი დასასრული ექნებოდა, მაშინ იმდენი წინაააღმდეგეობების გადალხვა მოგვიწია.. ვფიქრობდი თუ ამ ყველა წინააღმდეგობებს გადავლახავდით  ბოლს ბედნიერები ვიქნებოდით..   რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას მოვიტოვებდით მით უფრო მიმძაფრდებოდა შენი სურვილი, ეხლა კი რას მივაღწიეთ საბოლოდ, სად ვართ? სადღაც ჯურღმულში!
-მთავარი ისა, რომ ერთად ვართ, და ამ ჯურღმულამდეც ერთად მოვაღწიეთ.
-აკი გითხარი ყველაფერში სიკეთის დანახვა შეგიძლიათქო.
ურიელს გაეღიმა, მაგარმ ხმა აღრ ამოუღია, ზორაიამ მცირედი დუმილის შემდეგ განაგრძო ისევ საუბარი.
-ჩვენს ქალაქში რომ ჩამოხვედი სტუმრად, მაშინ მახსოვს ყველა გოგოს შენზე ეჭირა თავლი. შენ კიდევ როგორ იფერებდი მათ ყურადღებას.
-ხო, მაგრამ მე ვერავის ვამჩნევდი... მხოლოდ შენ შეგამჩნიე, და შენს გარდა არავის დანახვა არ მინდოდა.
-გახსოვს, როგორ გამომიტყდი სიყვარულში, იების თაიგული რომ მაჩუქე, და მითხარი რომ ყველაზე ბედნიერი იქნებოდი თუ შენი ცხოვრების მეგზური გავხდებოდი.
-კი და ეგ ბედნიერება მეღირსა...
  ეს თქვა ურიელმა და ამ დროს ვიღაც სიყვი შემოვიდა ოთახში, შემოიტანა ორი ცალი რკო, რომელიც ურიელს და ზორაიას მუგდო და უთხრა:
  -დროზე ჭამეთ, მერე სამუშაოდ გადიხართ, ჩვენს საზოგადოებას უსაქმურები და მუქთამჭამელები არ სჭირდება!



თავი   11

მზე ახალი მაოსული იყო. ნოე  თავის ოთახში იჯდა. გაშტერებული უყურებდა აბეშურას ფოტოს, ოთახში ოტო და კიდევ სამი ციყვი შემოვიდა, რომლებიც ნოეს ერთგულად თან დაყვებოდნენ. ნოეს დიდხანს არ მოუშორებია თვლი აბეშურას ფოტოსათვის. ზურგით იდგა და არც ოტოსკენ და სხვა ციყვებისკენ არ მიბრუნებულა.
-აბა რა ხდება?-იკითხა ნოემ.
-ნოე არც ისე კარგადაა საქმე-უპასუხა ოტომ
-რატომ?
-ხომ იცი  მშენებლობა არც ისე სწრაფად მიდის როგორც საჭიროა, სანოვაგის შეგროვებასაც ვერ ვასწრებთ... ზამთარი დღითიდღე ახლოვდება და  ჩევნი საქმეები კი წინ ვერ მიიწევს,
-ლონგინოზი სადაა?
-გარეთ დგას,
-უთხარით შემოვიდეს.
ლონგინოზის მოსაყავნად ერთი ციყვი გავიდა, რომელიც  ხმას საერთოდ არ იღებდა, ლონგინოზი უჩუმრად და მძინე ნაბიჯებით შემოვიდა  ოთახში არც ის არ იღებდა ხმას.
-ლონგინოზ, აბა რა ხდება? რატომ ვერ ვაშენებთ ამ სანოვაგეს?-იკითხა ნოემ
-მუშა ხელი არ გვყოფნის ძალიან ცოტანი ვართ-უპასუხა ლონგინოზმა
-აშენებული რომ თვზე გვენგრევა ეგეც მუშახელის სიმცირის ბრალია?
-არა ეგ სიჩქარის ბრალია, საძირკველს გამაგრებას არ ვაცდით უკვე კედლები ამოგვყავს.
-ლონგინოზ, ხომ იცი ეგ სანოვაგე თუ არ აშენდა შიმშლით დავიხოცებით... ციყვების უმრავლესობა  მანდ მუშაობს და სანოვაგეს არ აგროვებს, დროზე უნდა მორჩეს მშენებლობა, რომ მერე მუშებმაც შეგროვება დაიწყონ.
ნოემ აბეშურას ფოტო მაგიდაზე დადო და წამოდგა. ოთახში გაიარ გამოარა და ისევ ლონგინოზს მიმართა:
-შენ ხომ დიდი ხნის განმავლობაშ მუშაობდი პატივცემულ გოსთნ ერთდ,  და იცი როგორ უნდა ააშენო, თუ არ შეგეძლო ამ მშნებლობის დასრულება ხელი რატომ მოკიდე?
-ნოე, მაპატიე, მაგრამ მე არჩევანი არ მქონია.
-ყოველთვის არის არჩვანი, იღრიალა ნოემ და მაგიდაზე მუშტი დაახეთქა. შემდეგ ლონგინოზს ანიშნა რომ ოთახიდან გასულიყო.
-განაგრძე მუშაობა. დაგახმართ ახალ მუშებს, მიაძახა კარში გასულ ლონგინოზს.
შემდეგ ოტოს მიუბრუნდა და უთხრა:
-მებრძოლები შეკრიბეთ,
-რატო? გაუკვირდა ოტოს.
-ახალი მუშახელი უნდა მოვიყვანოთ.
ოტო გარეთ გავიდა და ერთ საათში შეიაარღებული მებრძოლები უკვე შეკრებილნი იყვნენ მთავარი მოედნის წინ და ნოეს გამოსვლას ელოდებოდნენ.
ნოეც მალე გამოვიდა გარეთ, თვითონაც საბრძოლო ფორმაში იყო გამოწყობილი. შემაღლებულ მორზე ავიდა, გადახედა შეგროვილ მეომრებს და გაიფიქრა ,,რა ცოტანი ვართო“ , მერე ორი ნაბიჯი გადაგდა წინ და  მიმართა  მათ:
-მეომრებო, დღეს ჩვენს საციყვეთს თქვენი იმედი აქვს, როგორც ინფორმაცია მივიღეთ, მტერი ჩვენზე თვდასხვმას აპირებს, ჩვენი სანოვაგის დანგრევა და შეგროვილი სარჩოს წაღება უნდათ, სამშობლო ეხლა თქვენს იმედზეა... თანვადსხმას ხვალ გეგმავენ, ჩვენ ეხლავე უნდა დავიძრათ და ხვალ დილას გამთენიისას იქით დავეცემით თავზე. მოულედნოლება იქნება ჩვენი უპირატესობა! ეს თქვა ნოემ და თვზე მუზარადი დაიხურა.
-მეომრებო, დავიძრათ მტრისაკენ! შინ გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ! ჩვენი მიზანია  რაც შეიძლება მეტი ნადავლი და ტყვე ჩავიგდოთ ხელთ.  ნოე კუნძიდან ჩამოხტა და ჯარს გაუძღვა წინ.
ნოე წინ მიდიოდა გვერდზე ოტო მიყვებოდა, უკან კი მთელი ჯარი, ასე იარეს ხმა ამოუღბლად მანამ, სანამ მდინარეს არ მიადგნენ. მდინარეზე ციყვებმა ხის ნაფოტებისაგან ტივები შეკრეს, ზოგმა დიდი მორი მოზიდა და მდინარე ისე გადაცურეს. მეორე ნაპირზე რომ გადავიდნენ უკვე ჩამობნელებული იყო. მეზობელი ქალაქისკენ  ჩუმად  მიიწევდნენ, ქალაქის გარშემო, ცოტა მოშორებით დაბანაკდნენ. ციყვები უკვე ნოეს ნიშანს ელოდებოდნენ.
-როგორც კი მზე ამოსვლას დაიწყებს ეგრევე უნდა დავესხათ თვს -ჩაილაპარაკა ნოემ.
-კი მარა როდის გაიგე რომ თავდასხმას გვიპირებენ?-იკითხა ოტომ.
-არ გამიგია.
- ეს როგორ?
-კარგი ოტო, შენ მაინც რა მოგივიდა...
-კი მაგრამ გამოდის რომ  ესენი უდანანშაულოები არიან? მაშინ რატომ ვესხმით თავს?
-იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ უკეთ.... ხომ ხედავ სარჩოს ვერ ვაგროვებთ...  სანოვაგეზე მუშა ხელი  არ გვყოფნის, ამათ თუ თავს არ დავესხით ვერ გადავიტანთ ამ ზამთარს.
ოტო გაქვავებული უსმენა ნოეს, ჩაფიქრდა ცოტახანს და მერე თქვა
-მაშინ გამოდის რომ....
-გათენდააააა-დაიყვირა ნოემ და პირველი გადახტა მტრის ქალაქისაკენ,  მას მეომრები მიყვნენ, ოტო კი ისევ გაშეშებული იდგა. ადგილიდან ვერ იძვრებოდა,  მეომრები ქალაქის  განაპირა ფუღუროებს და ქოხებს დაესხნენ თავს.  უეცრად ქალაქში ჩირაღდნები აინთო და ყიჟინა ატყდა. ქალაქიც ფეხზე დადგა და ნოეს ჯარს წინააღმდეგობა გაუწია. ნოე თვგამოდებით იბრძოდა. ყველა მეომარს მაგალითს აძლევდა, თუმცა ბრძოლის დაწყებისთანავე გამოაშკარავდა, რომ უპირატესობა მეორე მხარეს იყო. უკვე რამდენიმე ციყვი სასიკვდილოდ დაჭრილიყო, ნოემაც მოესწრო  რამოდენიმე მოწინააღმდეგე ციყვი სიცოცხლეს გამოესალმებინა,  
ოტო კი იდგა და ჯერ გონს ვერ მოდიოდა, მერე უცებ შეამჩნია თუ როგორ მოექანებოდა შეიარაღებული ციყვი მის მიმართ რომელიც მოკვლას უპირებდა, ოტო გონს უნდა მოგებულიყო და არც დააყოვნა. მოქნეულ ხმალს ხმალი დაახვედრა,  ზევით ახტა და ერთი ხმლის მოქნევით მარჯვენა მკლავი მოაჭრა თავდამსხმელს. ოტომ ნოეს გახედა რომელიც გაამებული იბრძოდა. აშკარა იყო ბრძოლას აგებდნენ. ნოეს სამი მოწინააღმდეგე ერთდროულად ებრძოდა, იგი მედგრად უწევდა მათ წინააღმდეგობას. ამის შემხედვარე ოტო ნოეს დასახმარებლად გავარდა და ბრძოლაში ჩერთო. ერთი მოწინააღმდეგე ოტომ მოკლა დანარჩნი ორი ნოემ გაისტუმრა საიქიოს.
-ნოე მგონი დროა უკან დავიხიოთ, აშკარად ვერ მოვიგებთ ბრძოლას.
-მართალი ხარ -უპასუხა ნოემ და გასცა ბრძანება:
-ყველანი უკან ვიხევთ!
ციყვები ნოეს დაძახებაზე  უკანმოუხედავად გამოვარდნენ.  ნოეს დამარცხებულ ჯარს მტერმა ბოლომდე სდია. ყველანი  გემებზე და ტივებზე შეხტნენ და კუნძულისაკენ გაცურეს. გაცილებით ნაკლები ციყვი ბრუნდებოდა კუნძულზე ვიდრე თავიდან იყვნენ. ნოეც სასოწარკვეთილი იყო, ჩუმად იჯდა მთელი გზა და არ იცოდა რა უნდა ეთქვა, ბოლოს ისევ ოტოს მიმართა:
-ოტო, ეხლა რომ დავბრუნდებით ხმას გაავრცელებ რომ მტერი, მომზადებული დაგვხდა, ვიღაცამ გვიღალატა, ჩვენგან ინფორმაცია მიაწოდა რომ მივდიოდით, უთხარით რომ ნოე ბრძოლის დროს ძალიან მძიმად დაიჭრა და შეუძლოდ არისთქო. როგორც კი თავს უკეთ იგრძნობს მაშინვე გამოჩნდება, თუმცა  ციყვებზე  ზრუნვას მაინც გააგრძელებსთქო.
ოტო  უსიტყვოდ დაშორდა ნოეს, ხმაც არ გაუცია, ისე დაბრუნდა შინ, ხმაც ისე გაავრცელა, როგორც ნოემ დაარიგა. თუმცა უკვე აღარ იცოდა რა უნდა ექნა სამომავლოდ, ნოეს შეეძლო თუ არა მისი იმედების გამართლება. ოტოც შეიკეთა თვის ფუღუროში და გარეთ არ გამოდიოდა. მთელი დღე და ღამე სიბნელეში იჯდა და ფიქრობდა ,, ნუთუ ას ყველაფერს რასაც ვაკეთბთ ტყუილია... არავინ არ გვებრძვის, ეს ამდენი ციყვებიც ტყუილად გავყარეთ... ამხელა სანოვაგესაც ტყუილად ვაშენებთ... ზორაია და ურიელი, ესეთი პატივცემული ციყვები, სულ ტყუილად დავიჭრეთ, თან ჩემი ხელით.  მე გავაკეთე ეს ყველაფერი, მე შევუწყვე ხელი...  ასე გაგრძელება აღარ შეიძლება...“
მთელი ღამე არაფერი უჭამია, არც სძნებია გათენებას ელოდა რომ დილით ადრე ნოესთნ მისულიყო. დილაუთენია გამოვიდა  ფუღუროდან, გარეთ უკვე ხალხმრავლობა დახვდა, ციყვებს ნაცვლად იმისა, რომ ემუშავათ, შეშინებული სახეებით დაიარებოდნენ აქეთ იქით. ოტოს დანახვაზე ყველამ მზერა მისკენ მიაოყრო. ოტომ ყურადღება არავის მიაქცია ისე ჩაიარა. აქა-იქ ციყვების შეშინებული საუბარი ისმოდა: ,,ნუთუ ეხლა თავს დაგვესხმებიან და რაც შევაგროვეთ იმასაც წაგვართმევენ“, ,, ნოე დაჭრილია მძიმედ, რომ ვერ გადარჩეს მერე რაღა გვეშველება“ , „კიდე მოვლენ, და სანოვაგეს კიდევ დაანგრევენ?“ ,, თურმე ძალიან დიდი შეიარაღება აქვთ და ჩვენი კუნძლის დასაპყრობად ემზადებიანო“. ოტო ცდილობდა ყველასათვის ისე ჩეარა გვერდით რომ ყურადღება რავისთვის მიექცია, თუმცა ყველა ოტოს მისჩერებოდა. ისინი ოტოს გარშემო მოგროვდენ და გასასვლელი არ დაუტოვეს.
-ოტო გვითხარი რა ხდება?
-ხომ გითხარით, მოიცადეთ ცოტახანი, როგორც კი ნოე ჭრილობებს მოიშუშებს მაშნვე დაგელაპარაკებათ.
-როგორ არის ნოე? მოკვდება?
-არა, არ მოკვდება-უიმედოდ უპასუხა ოტომ. ალბათ სხვა პასუხი რომ ქონოდა ეს უფრო გაუხარდებოდა, ციყვების ბრბო გაარღვია და ნოეს ფუღუროსკენ გასწია.
ნოესაც არ ეძინა, მთელი ღამე გაათენებინა ბნელ ოთახში, არც არავის დანახვის სურვილი არ გააჩნდა, მათშორის არც ოტოსი.  ოტო რომ დაინახა ოთახში გაკვირვებულმა ჰკითხა:
-ოტო, ამ დილაუთენია აქ რამ მოგიყვანა?
-მთელი ღმე არ მეძინა გათენებას ველოდი, გუშინდელს მერე მოსვენება დავკარგე.
-არაუშავს, ნუ ნერვიოლობ, ჩვენ ბრძოლა წავაგეთ ომი არ წაგვიგია.
-ომი? რომელი ომი? ვინ გვეომება....  ჩვენ... ჩვენ საკუთრ თავს ვებრძვით.
-მერე ეგ ომი არ არის...
-არა არ არის... იცი მე უკვე რწმენა დავკარგე...
-რისი რწმენა დაკარგე ...ოტო?
-იმის რწმენა რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ სწორია... აღარ მინდა ამის მონაწილე ვიყო. გამოდის, რომ ყველა ვინც კუნძულიდან გაიქცა, ყველა ვინც დავიჭრეთ, ურიელი, ზორაია, ბა და გო  ყველანი მართლები იყვნენ.
-ვინ იყო მართლი ოტო?... ყველა ვინც შენ გაგირბოდა, ყველას, ვისაც წყევლად მიაჩნდი და შენთნ სიახლოვე ეშინოდა. ზურგსუკან კი არა პირდაპირ სახეში გაფურთხებდენ, თანასწორად არავინ გვთლიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი დაიბადე. მე დაგიცავი მაშინ, როცა ყველა ზურგს გაქცევდა მე დაგიმეგობრე და გვერდით დაგიყენე და ეხლა გინდა ჩემი მიტოვება?
-ეს მეგობრობა არაა, შენ უბრალოდ მიყენბდი, ნოე!
-ოტო, მე გიყენებდი და ურიელს უყვარდი ხომ შვილივით,  რაში გამოიჩინა შენი სიყვარული, შენს გამო რამეზე უარი უთქვავს ურიელს, ვინმეს დაპირისპირებია შენს გამო? არავის! მე კიდევ შენს გამო ყველას დავუპირისპირდი, ქურუმიც კი თვიდან მოვიშორე, იმიტომ რომ შენ და სხვა ციყვებს ცუდად გექცეოდათ. გატყუებდათ და გჩაგქრავდათ... ნამდვილ ციყვად მე გაქციე, მე! შენ კიდევ მეუბნები, რომ ჩემთან ერთდ არ გინდა და რწმენა დაკარგე, ნოე თანდათნ ხმას უწევდა, ბოლოს  მუშტი  მაგიდაზე დაარტყა და დაიყვირა: რა გინდა, ისევ ისე გინდა იყოს, როგორც ადრე იყო, ისევ გინდა რომ სხვა ციყვები გაგირბოდნენ, ისევ გინდა რომ სამყაროს წყევლა ეგონო ყველას?
- არა ეგ არ მინდა-უპასუხა ოტომ- მაგრამ არც ის მინდა, რომ ამ ყველაფრის მსხვერპლი უდანაშაულო ხალხი იყოს.
-შენ რა დანაშაული მიგიძღვოდა ყველამ რომ ზურგი გაქცია? ჩვენ დიადი მიზანი გვაქვს წინ, უნდა ავაშენოთ საზოგადოება, სადაც ყველა თანასწორუფლებიანი იქნება, სადაც ერთმანეთის აზრს ყვეალნი გავითვალისწინებთ. შესაძლოა ამ გზაზე დაგვხდეს სირთულეები, რომლის გადალახვაც არ იქნება იოლი, შესაძლოა ზოგი ნაკლებად დამნაშავე დაისაჯოს და ის ვინც უფრო მძიმე დანაშაულს ჩადის დაუსჯელი დარჩეს, რადგან საზოგადოების შენებისთვის ასეა საჭირო. თუმცა, ერთი იცოდე  პასუხი ყოველთვის ყველას მოეთხოვება, არავის არაფერი შერჩენია და არ შერჩება!
-ეგ როგორ?-იკითხა ოტომ
-ბუნების კანონზომიერება ეგეთი, ხომ ხედავ არც ქურუმებს შერჩათ ის, რომ ამდენი ხანი საზოგადოებას ატყუებდნენ. არც სხვებს შერჩენიათ ის, რომ შენ დაგცინოდნენ და აბუჩად გიგდებდნენ. ეხლა კი მათ ზევით მოექეცი და ზედმეტ სიტყვას ვერავინ გბედავს. იცოდე, არც შენ შეგრჩება თუ ჩემს მიტოვებას და ღალატს დააპირებ.
-მაშნ არც შენ შეგრჩება ამდენი უდანაშაულო ხალხის სიკვდილი და დაპატიმრება.
-ვიცი...
უპასუხა ნოემ თვდაჯერებულად, ისე რომ არც კი დაფიქრებულა, თითქოს ამაზე დიდი ხანია ფიქრობდა. თითქოს წუხელ მთელი ღამეც ამაზე იფიქრა, თითქოს ოტოსთნ საუბრისთვისაც მზად იყო, და ყველაფერი წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული. ოტოც ყოველთვის მოხიბლული რჩბოდა ხოლმე ნოეს თვდაჯერებულობით. დღევანდელი დღე პირველი იყო როცა მასში ეჭვი შეიტანა.
-ოტო-მიმართა ცოტაოდენი დუმილის შემდეგ ნოემ, ეხლა საჯაროდ უნდა დავსაჯოთ ის რამოდენიმე ციყვი, რომელიც ყველაზე ნაკლებად იბრძოდა ომში, თუმცა სხვა მიზეზით, ამის გაკეთბა დიდად არც მე მსიამოვნებს, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ჩვენც ისეთი რამის გაკეთება რაც ჩვენს სიამოვენბას სცდება. მაგრამ ეს საჭიროა იმისათვის, რომ ციყვებში აურზაური და ქაოსი მორჩს და ყველამ თვის საქმეს მიხედოს, და რომ ზედმეტი შეკითხვები არ გაუჩნდეთ.
ოტოს აღარაფერი აღრ უთქვამს. ისე ხმაამოუღებალდ დატოვა ნოეს ოთხი და გარეთ გავიდა სადაც  ხალხმრავლობა იყო. ნოეს ერთგული ციყვები, სამი დაცვა, რომელიც ნოეს სულ თან დაჰყვებოდა  მთავარ ბორცვზე დაღაცას აშენებდენ. ოტო ვერ მიხვდა თუ რა აშენდბენ აქ და რისთვის. რაც უფრო ახლოს მიდიოდა ინტერესი უფრო და უფრო უმძაფრდებოდა, ბოლოს  მიხვდა რაც იყო ეს ხის ნაგებობა. ენის ბორძიკით ძლივს ჩაილაპარაკა:
-ეს... ეს  ხომ სახრჩბელააა.....

თავი 12
ზუსტად შუადღე იყო, როცა მთავრი ბორცვის წინ უამრავი ციყვი  მოგროვებულიყო. მათმა უმარავლესობამ არც კი იცოდა თუ რისთვის იყვნენ შეკრებილნი, ან რატომ მიატოვეს მუშაობა და რატომ იდგნენ ამ ადგილას, ცოტა ხანში ბურცვზე ამავალი ნოე დაინახეს. ნოეს წუხანდელი გატეხილობა აღარ ეტყობოდა, ცალი მკლავი შეცვეული ჰქონდა და წელზეც შემოხვეული ჰქონდა საფენი, არადა ოტოს ნამდვილად ახსოვდა რომ ნოე ასე მძიმედ სულაც არ იყო დაჭრილი, ნოე ბორცვზე ავიდა, ციყვები ტაშით შეეგებნენ, გვერდით ოტო იხმო და ციყვებს მიმართა:
-მეგობრებო, როგორც იცით ერთი ბრძოლა წავაგეთ მაგრამ ომი არ წაგვიგია, არა!... და ეს ბრძოლა რატომ წავაგეთ?...  მოხდა ის რისი შიშიც მე მქონდა და გაფრთხილებდით ყველას... ჩვენს შორის კიდევ დაიარებიან მოღაატეები. მოღალატეები რომლებმაც მტერს ჩვენი გეგმები წინასწარ აცნობეს. მათ ეხლა დავსჯით  და დღეიდან ყველამ იცოდეს რომ ღალატი არავის ეპატიება, არავის შერჩება თავისი მოძმეების გაყიდვა...
ეს თქვა და ბორცვზე  სამი ხელებ შეკრული და პირ ახვეული მეომრი გამოიყვანეს, რომლებიც ნელ-ნელა სახრჩობელასაკენ მიყავდათ. ხალხიც შეძახილით ამხნევებდა ნოეს, ოტო გაოგნებული იყო თვისი თანამემამულეების ასეთი საქციელით, თითქოს სხვა კუთხით დაინახა ის ხალხი ვისათნ ერთდაც მდენი წელი ცხოვრობდა. თითქოს ყველას უხაროდა ამ უდანაშაულო ახალგაზრდა მეომრების სიკვდილოთ დასჯა.
-ოტო, რამის თქმა ხომ არ გინდა?-ჰკითხა ნოემ.
-ნუთუ ეს აუცილებელი იყო?
-კი ოტო აუცილებელი იყო... ხომ გითხარი, ამას მხოლოდ აუცილებლობით ვაკეთებ... ხედავ არც სხვა ციყვები არიან წინააღმდეგი.
-მაგას  ვხედავ და მეც მიკვირს.
-მაგრამ შენ რატომ აკეთბ ამას, ხომ იცი რომ არ შეგრჩება... შენ არ მითხარი?
-ოტო ჩვენ ისეთ საქმეს მოვკიდეთ ხელი რომ უკვე უკან დახევა უფრო დიდი დანაშაული იქნება, ჩვენ წინ უნდა წავიდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ მიზანს მიუახლოვდეთ.
-ხომ მარა ესენი ხომ ცოდოები არიან?
-ოტო ვინაა ცოდო? და საცოდავი, აი წინ როელიც მოდის, ეს ხომ სხვა არაფერს აკეთბდა შენი დაჩაგვრის გარდა. არ გახსოვს ერთხელ როგორ გამოგკეტა  ფუღუროში ორი დღე და როგორ გაშიმშილა, შენ არ მომიყევი? ეხლა კი რევანშის საშუალება გაქვს, ეს მხოლოდ იმის გამო ავარჩიე რომ ვიცოდი შენ როგორც გექცეოდა,  ეს შენს გამო გავაკეთე.
-არ მინდა ამას ჩემი გულისთვის  აკეთბდე, თუ მიზეზი მე ვარ, გაუშვი!
-ხომ გითხარი უკვე გვიანიათქო... ვიღც უნდა შეეწიროს, ვიღც უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ... თუ ესენი არ იქნებიან  მაშინ ვიღც სხვა იქნება,  თუ ამათ გავუშვებ სხვები უნდა დავსაჯო, და ხომ ხედავ მათ შორის ისინი ავარჩიე  ვისი თვიდან მოშორებაც ყველაზე ნაკლებად მტკივნეულია...  ოტო, ნუთუ მაშინ როცა ასე ძალიან გჩაგრავდნენ არ ფიქრობდი იმაზე, რომ მათ ზევიდან მოქცეოდი და იქეთ დაგეჩაგრა?  სუსტიც კი ცდილობს ვინმე თავისზე სუსტი ნახოს, რომ მასზე გაბატონდეს. შენ ეხლა ამის შანსი გეძლევა და ამის გამოყენება არ გინდა? როცა  გაჭირვებიდან და გაუსაძლისი მდგომარეობიდან თავს დააღწევ მერე უნდა ეცადო ეს მდგომარეობა შეინარჩუნო, შენ კიდევ რას აკეთებ რა გინდა გინდა სახრჩობელაზე გახვიდე? თუ გინდა პატიმრობაში აღმოგხდეს სული.
ოტო ისევ ხმა ამოუღებლად იდგა და ნოეს უსმენდა, შემდეგ მიუბრუნდა მას და ჰკითხა:
-პირი რატომ აქვთ აკრული,
-იმიტომ რომ სიკვდილის წინ სიმართლე არ ილაპარაკონ.
  ოტო სხვა პასუხს თითქოს არც ელოდა, თითქოს წინასწარ იცოდა თუ რას უპასუხებდა ამ შეკითხვაზე ნოე, მერე დაფიქრდა და მიხვდა თუ როგორ შურდა მათი ვინც ეხლა სიკვდილზე მიდიოდა, ის რომ სიკვდილის შიში მათ გამბედაობას აძლევდა იმისას რომ სიმართლე ეთქვათ, თუნდაც ერთი ფრაზა წამოეძახად სანამ სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ოტოს პირი არ ჰქონდა ახვეული, არავინ უკრძალავდა თუნდაც ეხლა რამე დაეყვირა, მაგრამ რაღაც აკავებდა და რა იყო ეს რაღაც, ალბათ შიში, რისი შისი? ეს ოტომაც კი არ იცოდა, ნუთუ მასაც სიკვდილის შიში ჰქონდა, მაშინ რითი განსხვავდებოდა სიკვდილზე მიმავალთაგან... არა ეს არ იყო სიკვდილის შიში, შიში რომელიც სხვებს სიმართლეს ათქმევინებდა, ეს იყო სიცოცხლის დაკარგვის შიში რომელიც სამუდამოდ ამონებდა, და არაფრის თქმის საშუალებას არ აძლევდა, მიხვდა რომ ლაჩარი და მშიშარა იყო და იცოდა თუ ამ შიშს არ დაძლევდა სამუდამოდ მონა იქნებოდა. მშიშრები და ლაჩრები ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთბენ და ვერაფერს ვერ შექმნიან ღირებულს, ეს იცოდა ოტომ... , მას ურიელის ნათვამი გაახსენდა: „მშიშარა ციყვი თხილსაც შესაგრივებლადაც კი ვერ გამოდის ფუღუროდან იმის შიშით რომ ვინმემ არ შეჭამოს, მხოლოდ მაშინ როცა ძალიან მოშივდება და იმის შიში ექნება რომ შიმშლისგან არ მოკვდეს, მხოლოდ მაშინ  ეს შიში აიძულებს მას სხვა შიში დაძლიოს და სარჩოს საშოვარზე გამოვიდეს.... თუ გინდა რაიმე მნიშვნელოვანი და ღირებული გააკეთო  ჯერ შიში უნდა დაამარცხო, თუნდაც  იმის შიში რომ შიშმა არ შეგიპყროს და ჩაგყლაპოს“...
     ოტოს აღარ უნდოდა ამ  სანახაობის ყურება, და ბორცვიდან შორს წავიდა, ნოეს არ მოეწონა ოტომ რომ ზურგი შეაქცია, თუმცა ამაზე კიდე დროის კარგვა არ უნდოდა, როგორც კი ოტო თვალს მოეფარა მაშნვე  ,,დამნაშავე ციყვების“ ჩამოხრჩობის ბრძანება გასცა, ოტომ  ისღა გაიგონა თუ როგორ შეძახილით შეეგებნენ დანარჩენი ციყვები უდანანშაულოთა სიკვდილს.
     სახრჩობელაზე ჩამოხრჩობილ ციყვებს ჯერ ფართხალი არ დაესრულებინათ როცა ნოემ მიმართა შეკრებილ ციყვებს:
-მეგობრებო, დღესვე უნდა დავასრულოდ ყოველივე, და დღესვე უნდა დავუსვათ წერტილი ყველაფერს, როგორც ხედავთ არ შეიძლება არც ერთი ნაბიჯით უკან დახევა, გავწმინდოთ ჩვენი ტერიტორია მტრებისაგან, ჩვენს მოსავალს ჩვენვე მივხედოთ და ვინც ჩვენ გვიღალატებს თავიდან მოოვიშოროთ. ჩვენი მტრები არამარტო ციყვები, არამედ ის ჩიტები არიან ვინც აქ ბუდობენ ჩევნს ტერიტორიაზე, და ჩვენს მსოავალს ჭამენ. ისინი იმ პირობით დარჩნენ აქ რომ აქაურ მოსავალს არ შეჭამდნენ მაგრამ მოგვატყუეს...
-კი მაგრამ ჩვენ რასაც ვჭამთ იმას ჩიტები არ ჭამენ, და რასაც ჩიტები ჭამენ იმას არც ჩვენ ვჭამთ, წამოიძახა პატარ თაზომ, რომელიც ამ ყველაფერს  წინა რიგიდან აკვირდებოდა...
ნოეს არ მოეწონა თაზოს ეს შეპასუხება, მყისიერად თავლები დაუბრიალა, ისე რომ თაზოს შიშისგან ენა ჩაუვარდა, ნოე ბრბოს დააკვირდა. აინტერესებდა თუ რა რეაქცია ექნებოდა რბოს მის ნათქვამზე და თაზოს რეპლიკაზე, თუმცა, თითოეული ციყვი გაყინული თვალებით მისჩერებოდა ნოეს და მის შემდგომ სიტყვას ელოდა, ნოე მიხვდა რომ თაზოს წამოძახილს  რეაქცია არ მოუხდენია  ციყვებზე  და განაგრძო მიმართვა:
-ვინ გადასცემს ინფორმაციას მოწინააღმდეგეს, რა თქმა უნდა ციყვების დანაბარებს ციყვები გადასცემდნენ ჩვენს მტერს... დროა რევანში ავიროთ ყველამ ერთად, არამარტო მეომრებმა, დიდიან პატარიანად ყველამ იარაღი უნდა ავიღოთ ხელში და საბოლოოდ გავწმინდოთ ჩვენი ტყე ამ უსინდისო ბინადრებისაგან- ეს თქვა ნოემ და აირია იქაურობა.
      შეგულიანებული ციყვები დაერივნენ ჩიტების ბუდეებს,  საშინელება  დატრიალადა იმ საღამოს კუნძულზე. ციყვები ხიდან ხეზე დარბოდნენ და ჩიტების ბუდეებს ანადგურებდნენ, ბარტყებს და კვერცხებს ძირის ყრიდენ, იმ ბარტყებს რომლებიც ძირს ჩამოვარდნას გადაურჩებოდნენ, ქვევით დარჩენილი ციყვები თავებს აჭრიდნენ... ჩიტების ჭყივილი გაისმოდა მთელს ტყეში. ამ  ხმაურზე სხვა ჩიტებიც მოფრინდნენ, როცა მიხვდენ  რაც ხდებოდა კუნძულზე  დაფრენაც კი ვერ გაბედეს და ზევიდან ადევნებდნენ თვალს საზარელ სანახაობას. თავს მხოლოდ იმ ბარტყებმა უშველეს რომლებიც ცოტა მოზრდილები იყვნენ და გადაფრენა შეძლეს,მაგრამ  მათმა უმრავლესობამ მეორე ნაპირამდე ვერც მიაღწია და მდინარეში ჩაიხრჩვნენ.
გვიან ღაემდე არ გაჩერებულა ჩიტების ტირილი, ციყვებს არცერთი ჩიტის ბუდე და ფუღურო არ დაუტოვებიათ, ამას ისეთი სიყოჩაღით აკეთბდნენ გეგონებოდათ ამ საქმის მერე ციყვების ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნებოდა.
-მერე ამათ საქმეს ვიღა გააკეთებს... ეხლა ხომ მთელ შეგროვებულ სანოვაგეს ჭიაღუები შეგვიჭამენ- თავისთვის ჩაილაპარაკა ერთმა ჭარმაგმა ციყვმა, რომელიც ამ ყველაფერს სახრჩობელასთან მდგომი აკვირდებოდა, სიჭარმაგის გამო მას ამ ხოცვაჟლეტვაში მონაწილეობა არ მიუღია.
-კი მაგრამ რატომ?..თავისთვის ჩაილაპარაკა დედალმა ქედანმა.



5 comments:

  1. გენიალური ილუსტრირებაა!!

    ReplyDelete
  2. მოუთბენლად ველი გაგრძელებას !!!!!!!!!!!!!!!

    ReplyDelete
    Replies
    1. ყველა ნაწილი წაიკითხე??? რა ყოჩაღი ხარ...

      Delete
  3. 👏👏წარმომიდგენია როგორი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია გამკვიდოდა👌

    ReplyDelete