გაგრგძელება...
თავი 5
ისტორია
სულ პატარა ორი ციყვი, რომლებიც დედას ელოდებოდენ, ვერც კი წარმოიდგენდნენ თუ რა ცუდი დღე გაუთენდათ... დედამისი, რომლის სხეულის სითბოს გრძნობდნენ ცოტახნის წინ, დღეს დილას უკანასკნელად ნახეს.
ჩაძინებულებს ძილი რაღაც საშინელმა ზანზარმა და ხმაურმა დაუფრთხოთ, და-ძმა შიშისგან ერთმანეთს ეკვროდნენ, მიხვდნენ, რომ ეს დედამისის ხმა არ იყო, მაგრამ არ იცოდენ რა ხდებოდა მათ თავს. ციყვებმა უეცრად დაიანხეს რომ მათი ფუღუროს შესასვლელს ვიღაც რაღაცს ურტყამდა და შემოსასვლელს აფართოვებდა, წამიერად ვიღაც დიდმა არსებამ ხელი შემოყო ფუღუროში.ჯერ ძმას მოკიდა ხელი და აიყვანა:
-თითაააააააა--- დაიყვირა შიშისგან ფუღუროში მარტოდ დარჩენილმა დამ, ასე მას დედამ დაარქვა, რადგანაც დისგან განსხვავებით უფრო პატარა და მოკლე თითები ჰქონდა.
თითა ძალიან შეშნებული იყო, ერთიანად ცაცხახებდა, უცხო არსებამ ის გალიაში ჩასვა, და კვლავ ფუღუროში შეყო ხელი, იქ დარჩენილი მეორე დღნაშვის გამოსაყვანად.
ამ დროს თითა უკვე გალიაში იყო და შეშინებული შესცქეროდა ფუღუროს. მან დაინახა თუ როგორ გამოყავდა უცხო ადამიანს ფუღუროდან მისი და, რომელიც კუდით ყავდა დაჭერილი, თითამ ისიც დაინახა თუ როგორ ცდილობდა მისი და ხელიდან დასცდომოდა უცხო არსებას. უეცრად ადამიანს ხელიდან გაუსხლტა იგი და ძირს დაეშვებული ფუღუროს ქვევით მორაკრაკე მდიანრეში ჩავარდა:
თითა აკანკალებული იწვა რკინის გალიაში, რომელსაც ეს უცხო ადმაიანები სადღაც მიაქანებდნენ. შეშინებულ თითას ხან აქეთ მიანარცხებდნენ ხან იქით, თითას ცახცახებდა და ყურში მისი დის უკანასკნელი ხმა ჩაესმოდა, თუ როგორ ეძახდა ათრთოლებული და საკუთარ ძმას.
ეს ორი უცხო ცხოველი, რომელმაც თითა და მისი და ფუღუროდან გამოიყვანა იყვნენ სოფლელი მწყემსი ბიჭები, რომლებსაც გალიაც კი საგანგებოდ წამოეღოთ. საღამოს როცა თხები სოფელში მირეკეს ციყვიც თან წაიყვანეს სახლში:
ერთი პატარა ციყვით სახლისაკენ მიმავალი მწყემსები ქალბატონმა შეამჩნია, რომელიც ამ სოფლის სიახლოვეს დასასვენებლად იყო ჩამოსული და მალე შინისაკენ გამგზავრებას აპიებდა:
-ბიჭებო ეს პატარა შეშინებული ციყვი სად მიგყავთ, მომყიდეთ არ გინდათ?
ბიჭები თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ უცხო ქალის მიერ შეთაავზებულ ფულზე და რამოდენიმე ტკბილეულზე უარი ვერ თქვეს და ციყვიც უცხო ქალბატონს გადასცეს:
-მოგესალმები ჩემო პატარა მეგობარო - უთხრა უცხო ქალბატონმა თითას, გალია ცხვირთან მიიტანა და ისე ჩახედა შეშინებულ თავლებში - მე შენ დაგარქმევ ჯასპერს და ჩვენ ერთად ძალიან ბევრ წარმატებებს მივაღწევთ.
შეშინებული თითა კვლავაც ცახცახებდა, მას არაფერი ესმოდა თუ რას ელაპარაკებოდა ეს უცხო ქალბატონი, თუმცა ის ორ ყმაწვილზე უფრო სასიამოვნოდ მოეჩვენა და ცოტა დამშვიდდა, ქალმა ცოტაოდენი თხილი აჭამა და წყალიც დაალევინა, მერე გალიას თავზე რაღაც გადააფარა, ისე რომ თითა სინათლეს საერთოდ ვეღარ ხედავდა. მას მხოლოდ მისთვის უცნაური ხმები ესმოდა. თითას ჩაეძინა...
რამდენიმე საათის შემდეგ თითამ მისთვის უცნობ გარემოში გაიღვიძა.
ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო, ხალხიც კი, რომელიც იქ მოძრაობდა თეთრებში იყო ჩაცმული.
თითა რაღაც სამეცნიერო ლაბორატორიაში აღმოჩნდა, ახალი სახელით ჯასპერი, და აქ ყველა ასე მიმართავდა მას. აქ აწ უკვე ჯასპერი ცხოვრობდა ცოტა უფრო მოზრდილ გალიაში, სადაც სხვადასხვა სახის ექსპერიმენტს ატარებდნენ მასსზე, უკეთებდნენ ათასგვარ ნემსებს, ზოგჯერ ჩაეძინებოდა და გაღვიძებულს რაღაც ახალი ნაიარევი ეტყობოდა ხოლმე.
ჯასპერმა ცოტახანში ადამაინების ენაც ისწავლა, ხვდებოდა თუ რაზე საუბდობდნენ ისინი, და ყველა მათ მითითებულ საქმეს აკეთებდა. მას თავიდან არ მოსწონდა რასაც ლაბორატორიაში უკეთებდნენ მას, თუმცა მალევე შეეჩვია, მთავარი ის იყო რომ აღარაფრის ეშინოდა, საჭმელიც ჰქონდა და სასმელი წყალიც, არ უწევდა საჭმლისთვის ბევრი წვალება, თუმცა ზოგიერთი ექსპერიმენტი ძალიან მტკივნეული იყო მისთვის, რომლის შემდეგაც რამდენიმე დღე ფეხზეც კი ვერ დგებოდა და ჭამაც კი უჭირდა.
ამ ლაბორატორიაში ჯასპერის გარდა სხვა ციყვებიც და სხვა ცხოველებიც იყვნენ, თუმცა ჯასპერს სხვასთან დამეგობრებისა და გასაუბრების საშუალება ნაკლებად ეძლეოდა, ხშირად მოყავდათ ახალი ცხოველები, რომლებიც ისე ქრებოდნენ რომ ჯასპერი ვერც კი ხვდებოდა თუ სად წავიდნენ, ასევე ხედავდა ბევრ მათგანს რომლებიც ვერ უძლებდნენ ექსპერიმენტს და კვდებოდნენ, ან ზოგიც დილით გაღვიძებულს მკვდარი ხვდებოდა. თუმცა მათ შორის ვინც ამ ლაბორატორიაში მოხვედრილა არავინ ყოფილა ისე პატარა როგორც თითა, ბევრი მათგანი ყვებოდა თუ როგორი საამური იყო ცხოვრება ტყეში, თითას ეს ვერც კი წარმოედგინა თუ როგორი იყო ცხოვრება ამ ლაბორატორიის მიღმა, და უკვირდა თუ ყველა ახალმოსული რატომ ცდილობდა აქედან თავის დაღწევას, აქ ხომ მათ ყველაფერი ჰქონდათ და არ უწევდათ საკვებისთვის ბევრი წვალება.
ამ ლაბორატორიაში თითას ერთი ბედნიერება კიდე ჰქონდა, ეს ტელევიზორი იყო, რომელიც ლაბორატორიაში მუდამ ჩართული იყო და მისი ყურება თითას ძალიან დიდ ბედნიერებას ჰქგვრიდა. იგი ბევრ საინტერესო რამეს სწავლობდა ტელევიზორისგან, სწავლობდა თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები და სხვა ცხოველები, და რომ არსებობს უამრავი სახეობის ცხოველი, რომლებიც სხვადასხვა ადილებში ცხოვრობენ.
თითა ისე შეეჩვია ლაბორატორიაში ცხოვრებას რომ აღაცრც კი ახსოვდა საკუთარი დედა, რომელმაც დილას ფუღუროში დატოვა შვილები, და უკან მობრუნებულს ფუღურო რომ ცარიელი დახვდებოდა როგორ იდარდებდა... აღარც თავისი და ახსენდებოდა ხოლმე, აღარც თავისი მშობლების მიერ დარქმეული სახელი, და სულ უფროდაუფრო ეჩვეოდა ახალ გარემოს და ახალ სახელს.
ჯასპერის თითქმის ყოველი დღე ერთი და იგივე იყო. დილას მზესთან ერთად იღვიძებდა და თავის გალიაში დარბოდა ლაბორატორიის მუშაკების მოსვლამდე, სისხამ დილით მოსული თანამშრომლები კი პირველ რიგში მას გამოკვებავდნენ და წყალს გამოუცვლიდნენ, შემდეგ მოვიდოდნენ სხვები, რომლებიც თითას წაიყვანდნენ და რაღაც სხვადასხვანაირ გასართობ რაღაცებს აკეთებინედნენ, თითა ვერ ხვდებოდა თუ რას აკეთებდნენ ეს ადამიანები, თუმცა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო რომ ამით ის ძალიან ერთობოდა, ერთადედი რასაც ის ვერ ხვდებოდა იყო თუ რატომ აძინებნდნენ ხოლმე ადამიანები და შემდეგ გაღვიძებულს რატომ გქონდა სხვადახხვა ჭრილობები, რომლებიც ძალიან სტკიოდა,
თუმცა ეს ბედნიერი ცხოვრება არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა. დაძინებები უფრო და უფრო გახშირდა, ამას ისიც დაემატა რომ ჯასპერს ხშირად კოჭავდნენ და დენზე აერთებდნენ ხოლმე, ან მთელ ღარმეს შუქსა და ხმაურში ატარებდა. იგი იმდენად ირლებოდა და შეუძლოდ გრზნობდა თავს რომ ტელევიზორის ყურებაც აღარ გვრიდა ძველებურ სიამოვნებას. ყველაზე აგრესიულად მას სწორედ ის ქალბატონი ექცეოდა რომელმაც ამ ლაბორატორიაში მოიყვანა.
თუმცა მიუხედად იმისა რომ ჯასპერი თავს უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა, იგი მაინც უკეთესობისკენ შეიცვალა. ის ხვდებოდა რომ ყველაფერი ესმოდა რაზეც ადამიანები საუბრობნენ, მალე კითხვაც ისწავდა, პირველი ასოები რაც ამოიკითხა ეს იყო თავისი სახელი, ,ჯასპერი" რომელიც მის გალიაზე ეწერა შემდეგ აღმოაჩინა რომ მას კითხვა უფრო მოსწონდა ვიდრე ტელევიზორის ყურება, ნელ-ნელა უფრო მეტად გაუმძაფრდა გარეთ გასვლის სურვილი. ეხლაღა მიხვდა იმას თუ რატომ საუბრობდნენ ასე ტკბილად ტყიდან მოყვანილი სხვა ცხოველები.
მას გაახსენდა ლაბორატორიაში მყოფი ზღარბის სიტყვები: ,,რა არის აქ საამური, ცხოვრობ ამხელა გალიაში, საჭმელის შოვნაც კი არ გიწევს, მოდიან და გაჭმევენ, თითქოს უდარდელი უნდა იყო, მაგრამ არც ესეა საქმე... უნდა ჭამო მაშინ როცა საჭმელი მოაქვთ და არ ამაშინ როცა შენ გინდა... უნდა ჭამო ის, რაც მოაქვთ და არა ის, რაც შენ გინდა. არც კი გაძლევენ იმის საშუალებას რომ საჭმელი შენთვითონ აარჩიო, ბანაობ მაშინ როცა ლაბორატორიის ექიმები მოისურვებენ. დაუკითხავად რაღაც ნემსებს გარჭობენ და გაძინებენ... ეს ნამდვილად არ არის უკეთესობა... როცა შენნაირი მეორეც კი არაა აქ რომ უბრალოდ დაელაპარაკო და ხმა გასცე.. აი ტყეში კი აკეთე ის რაც გინდა იმუშავებ ბევრს გექნება შენი საჭმელი. შეჭამ როცა გინდა დაიძინებ როცა გინდა და არც არავინ გატკენს რამეს..." ამ სიტყვების შემდეგზღარბს დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს შემოაკვდათ ექიმებს. ჯასპერმა დაიანხა თუ როგორ მოისროლეს მკვდარი ზღარბი ნაგვის ყუთში. თუმცა ჩათვალა რომ ღირსი იყო ზღარბი ასეთი მოქცევის, რადგან უკმაყოფილებას გამოხატავდა მათ მიმართ ვინც ასე კარგად ექცეოდა მას. ჯასპერი ძალიან გვიან მიხვდა რომ ლაბორატორიაში მას სულაც არ ექცეოდნენ კარგად, აჭმევენ მხოლოდ იმიტომ რომ შემდეგ მასზე ცდები ჩაეტარებინათ. მას აღარც ის სანიტარი ეჩვენებოდა ისეთივე სასიამოვნო ადამიანად რომელსაც დილაობით მისთვის საჭმელი მოქჰონდა, და რომელიც ხშირ ხშირად ეფერებოდა ხოლმე, უწინდელისგან განსხვავებით არც მისი მოფერება სიამოვნებდა.
,,ეს ჯასპერია ჩვენ მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ" თქვა ერთერთმა ექიმმა და ხელი ჯსპერისკენ გაიშვირა, ჯასპერმა შეშინებით გახედა ოციოდე თეთრ ხალათში გამოწყობილი ადამიანს რომლებიც ჯასპერს აკვირდებოდნენ . ისინი ყველანი უცხო იყვნენ ჯასპერისთვის, ,,ჩვენ მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთო" ეს სიტყვები ჯასპერს ესიამოვნა, თავდაჯერებულება შექმატა და მიხვდა, რომ სხვებისაგან რაღაცით განსხვავდებოდა, რაღაცით რაც მას უპირატეს ხდიდა.
ამ დღის მერე ჯასპერმა გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა გაქცეულიყო ლაბორატორიიდან. უკვე ყველაფერს სხვა თვალით უყურებდა, იყურებოდა იქით თუ საიდან იქნებოდა შესაძლებელი გაქცევა, აქამდე არც კი უფიქრია ის რომ ოთახიდან გამოსულს რამდენი წინააღმდეგობა ჰქონდა გადასალახი გარეთ რომ გასულიყო, ყველა ფანჯარას რკინის გისოსი ჰქონდა, და თვითონ ფანჯრები კი სულ ჩარაზული იყო, ადრე ეს ფაქტი საერთოდ არც კი შეუმჩნევია მას.
ერთხელ ჰქონდა გაქცევის მცდელობა, როცა ლაბორატორიის ოახის კარი დარჩათ ღია, ჯასპერი გაიპარა. არავინ ელოდა მისგან ამას. იმიტომ რომ არასდროოს სდომებია აქამდე გაქცევა. გარეთ გასული ვიწრო დერეფანს მიჰყვებოდა და ღია ფანჯარას ეძებდა, თუმცა დერეფანი თითქმის ჩაბნელებული იყო და აქაიქ შემოდიოდა პატარა ფანჯრებიდან სინათლის სხივი, ფანჯრებს რა თქმა უნდა გისოსები ჰქონდა, ასეც რომ არ ყოფილიყო იმ სმიაღლეზე მაინც ვერ ახტებოდა. ჩუმად გაუყვა დერეფანს, ბოლოს ოთახში გავიდა სადაც ბევრი ხალხი იყო, იქ ერთი სკამის ქვეშ შეძვრა და აქეთ იქით დაიწყო თვალების ცეცება, უეცრად დაინახა თუ როგორ გაიღო კარი და ეგრევე კარისაკენ გაიქცა:
-ციყვი, ციყვი, ესმოდა უკან ხმა:
თუმცა ჯასპერი სულმოუთქმენლად გარბოდა. როგორც იქნა კარის მეორე მხარეს აღმოჩნდა.
თითქოს იგრძნო ჯასპერმა, თავისუფლება მაგრამ ამ თავისუფლებაში რაღაც ისე არ მოეჩვენა როგორც წარმოედგინა. გარემოც სხვანაირი დახვდა ვიდრე თავის ბავშობაში ახსოვდა, როდესაც ფუღუროდან იყურებოდა, ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო, თვითონაც ამ თერთრზე დახტოდა, უცებ სიცივე იგრძნო, ფეხებზე, თითქოს დაუსველდა კიდეც, აქეთ იქით გადახტა, მან გარემოს დათვალიერება წესიერად ვერც კი მოახერხა, უცებ ვიღაცამ ქეჩოში წაავლო ხელი და რამოდენიმე წუთში თვის გალიაში აღმოჩნდა.
ზამთარი, იცნო ჯასპერმა ზამთარი, ზამთარი ხომ ტელევიზორში ჰქონდა ნანახი, წაკითხხვითაც წაეითხა რაღაცეები ზამთარზე, სმენოდა ის ფაქტი რომ ზამთარში ძალიან ცივაო, თუმცა ეს სიცივე რა იყო არ იცოდა, არასდროს უქგვრძნია აქამდე სიცივე, მან დღეს პირველად ნახა ზამთარი და პირველად იგრძნო სიცივე,
ჯასპერი მიხვდა რომ გარეთ ცხოვრება ასე ადვილი არ იქნებოდა, და უფრო მეტად უნდა მომზადებულიყო გარეთ გასასვლელად. აიტომ დაიწყო ყოველდღიური ვარჯიშები, დილაობით სანამ ლაბორატორია გაიღებოდა იმ რგოლში დარბოდა რომელიც მას ლაბორატორიის თანამშრომლება გაუკეთეს, თუმცა ზოგიერთი ოპერაციის და ცდის შემდგე ვერ ახერხებდა ხოლმე ვარჯიშს.
რამოდენიმე თვის შემდეგ ჯასპერის გალიას რაღაც შავი ნაჭერი გადააფარეს, ჯასპერი ვეღარაფერს ვერ ხედავდა, ესმოდა მხოლოდ ადამიანების ხმა, ასევე ესმოდა სხვა ცხოველების ხმებიც, ზოგი მის ზემოდან გაისმოდა ზოგიც მის ქვემოთ. მიხვდა ჯასპერი რომ მანქანის საბარგულში მოათავსეს ყველა ცხოველი და სადღაც მიყავდათ. დიდიხანს იარეს მანქანით, ჯასპერს გზაში ეძინა კიდეც. მას ამდენი უცნაური ხმა ცოტა არ იყოს არ სიამოვნებდა და ეშინოდა, არ იცოდა სად მიდიოდა, როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება,

უეცრად რაღაც უცნაური ხმა მოესმა. გალია გადმოყირავდა და ნაჭერი რომელიც მის გალიას ეფარა თავზე გადაძვრა.პირველი რაც მან დაინახა იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, უცებ მიხვდა რომ მანქანა რომლითაც ის მიემგზავრებოდა ხიდიდან ვარდებოდა ხევში, გალიები რომლებიც ამ მაქნანაზე ეწყო წყალში ცვიოდა, ამ დროს მისი გალია მეორე გალიას დაეჯახა, და ერთი მხარე მოძვრა, თუმცა სხვა გალიების მსგავსად ისეც ხევში გადავარდა. გალია ხის აღმოჩნდა და მან ტივტივი დაიწყო, ჯასპერი იმ მხრიდან ამოძვრა რომელი მხრიდანაც გალია გაიღო. მიხვდა რომ მისი გალია დინებას მიქჰონდა, ჯასპერმა უკან გაიხედა და დაინახა თუ როგორ იძირებოდა ავტომანქნა წყალში, ჯასპერი ნელ ნელა შორდებოდა მანქნას, რომელიც სულ უფრო და უფრო ეფარებოდა თვალს, მალე საერთოდაც კი ვეღრ ხედავდა მას, შემდეგ აქეთ იქით დაიწყო ყურება ეგებ ვინმე კიდე გადაურჩაო, მაგრამ არავინ არ ჩანდა მის მეტი, საშინელი წყვიმა იყო, ჯასპერი სულ დასველდა, მაგრამ არ იცოდა რა ექნა, მან ცურვა არ იცოდა და წყალში გადახტომის ეშინოდა, არც გალიაში შესვლა უშველიდა ვერც იქ შეაფარებდა თავს წვიმას, ასე შეშინებული მიუყვებოდა ჯასპერი დინებას, უკვე ძალიან მოშივდა, დილის მერე რაც აჭამეს აღარ უჭამია საჭმელი, თუმცა შიშმა სულ დაავიწყა შიმშილი.
შეშინებული მიუყვებოდა ჯასპერი დინებას, წვიმამ გადაიღო, მაგრამ უკვე რაღაც საშინელი ხმები ესმოდა, გამთენიისას ერთმა დიდმა ფრინველმა სცადა ჯასპერი კლანჭებით დაეჭირა, მაგრამ ჯასპერს ლაბორატორიაში ტელევიზორში ყავდა მსგავსი დიდი ფრინველი ნანახი და იცოდა რომ იგი სულაც არ იყო მეგობარი, ის მტერი იყო, ამიტომ შეშინებული გალიაში შეძვრა და მიიმალა, ფრინველიც მალე შეეშვა. უკვე კარგად გათენებულიყო, ჯასპერს შიოდა, წყუროდა სცადა მდინარის წყალი დაელია მაგრამ კინაღამ გალია მოუტრიალდა და ლამის დაიხრჩო, აქეთ იქით ნაპირებისკენ იყურებოდა, თითქოს ერთი-ორ ცხოველს მოკრა თვალი, სულ ეგ იყო, ეს მდინარეც მიდიოდა და მიდოდა, ზოგჯერ ჩქარა მიედინებოდა ზოგჯერ მდორედ.
,,თავისუფლება, ნუთუ ესაა თავისუფლება-ფიქრობდა ჯასპერი- ნუთუ ესაა თავისუფლება, ამას ვნატრობდი ბოლოს, მომეცა თავისუფლება, აღარ ვარ ტყვე ადამაინების, მაგრამ ვისი ტყვე ვარ ეხლა? მივყვები ამ მდინარეს და მიწაზე ფეხის დადგმა მეზარება, ზღარბი მეუბნებოდა თავისუფალი მაშინ ხარ როცა საკვებს შენ მოიპოვებ და იმას შეჭამ რაც შენ გინდაო, ეხლა კი ისე მშია ორი დღეა საჭმელი იყოს და არჩევას ვინ ამბობს... მე ეს ყველაფერი სხვანაიირად წარმომედგინა, მაგრამ ამ მდინარესაც ექნება დასასრული, სადმე აუცილებლად გაირიყება ჩემი გემი... მე აუცილებლად გადავრჩები და შევჭამ იმას რაც მენდმება"..
ეს გაიფიქრდა და სისველისაგან ისევ აცახცახდა. ასე ცახცახებდა საღამომდე, საღამოს მშიერს ისევ ჩაეძინა, დილას გამთენიისას იგრძნო რომ მისი გალია რაღაცას მიეჯახა, გარეთ გამოსულმა რაღაც ხეებს მოჰკრა ახლოს თვალი, გალიიდან გამოვდა და მიწაზე დადგა ფეხი, მიწაზე ფეხდადგმულს რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა. მიწა, მან ხომ მიწაზე პიველად დაადგა ფეხი, მან ხომ მთელი ცხოვრება ფუღუროსა და გალიაში გაატარა, მან ხომ ერთხელ სცადა გაქცევა და ისიც თოვლზე მოუწია სირბილი, ეხლა კი ნამდვილად იგრძნო თავისუფლება, მის ფეხქვეშ ნამდვილი მიწა იყო.
მას ძალიან სურდა ტყეში შესულიყო, თუმცა ტყეში შესასვლელად გამბედაობა არ ჰყოფნიდა, რამდენჯერაც ტყისკენ გაიწია იმდენჯერ შიშმა აიტანა, არც ის იცოდა რისი ეშინოდა, ჯერ ტყისკენ რომ იყურებოდა თავზე რაღაც ფრინველმა გადაუფრინა, შეეშინდა და გალიაში შეიმალა ისევ. თუმცა ეს ფრინველი უწყინარი ქედანი იყო, რომელიც თავისთვის მიფრინავდა და ჯასპერი არც კი შეუნიშნავს. შემდეგ რაღაც ხმამ შეაშინა, არც კი იცოდა რისი ან ვისი ხმა იყო, ცოტა მოშორებით კენკრა შეამჩნია, რომელიც ძირსაც ეყარა, მოიკრიფა ძალა მივიდა, კენკრას რამდენიმე მარცვალი აიღო და თავის გალისიკენ გაქუსლა, შემდეგ კიდევ რამდენიმე მარცვალი მოიტანა გალიასთან და მშიერმა ჭამა დაიწყო. სამი დღის ნაშიმშილარი ისე ჭამდა ტყის კენკრას რომ არც კი იყურებოდა გვერდძე და ყურადრებას არ აქცევდა არაფერს. შესაბამისად არც ის დაუნახავს თუ როგორ შეამჩნია სხვა ციყვმა. გამაძრარს ძილი მოერია და იქვე თავის გალიაშვი მყუდროდ მიწყვა და ჩაეძინა.
კაი ხნის ჩაძინებული იყო ჯასპერი, როდესაც იგრძნო რომ ვიღაც აღვიძებდა:
-მეგობარო გაიღვიძე-მიმართა ვიღაც ჭარმაგმა ციყვმა
-ხომ გითხარი უცხო ციყვიათქი- თქვა ერთმა ახალაგზრდა ციყვა, რომელიც უცნაური ფერის იყო, ციყვებისათვის უცნაური ფერის, სულ თეთრი იყო, და თვალები უცნაური წითელი ფერის ჰქონდა, გაკვირვებული ჯასპერი ამ უცნაური ფერის ციყვს ყურებდა, მის გარდა კიდევ 4 ციყვი იყო იქ მაგრამ, ასეთ უცნაურობას ჯასპერი პირველად ხედავდა და სხვა ციყვებს ვერც კი ამჩნევდა:
-სახელი გვითხარი_ მიმართა ისევ იმ ჭარმაგმა ციყვმა - შეციებული ჩანხარ, აქ საიდან მოხვდი?
-ნუ გეშინია-უთხრა უცნაური ფერის თეთრმა ციყვმა- ჩვენ მტრები არა ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ, დაგეხმარებით, გაგათბობთ.
ჯასპერი შეშინებული აცეცებდა თვალებს, ამდენი ციყვი არასდროს ენახა, თუმცა საკუთარი დედის და დის გარდა სხვა ციყვი არც არასდროს ენახა, ლაბორატორიაშიც სხვა ციყვები არ ყავდათ.
-სახელს არ გვეტყვი? -გაუმეორა ჭარმაგმა ციყვმა.
ჯასპერმა თავი უსაფრთხოდ იგრძნო, ფეხზე წამოდგა და თქვა:
-ნოე, მე ნოე მქვია.
თავი 6
დილა ახალი გათენებული იყო, ურიელი თავისი ფანჯრიდან იყურებოდა, აკვირდებოდა ციყვების მუშაობას, იქვე იდგა მისი ზორაიაც:
-ურიელ რას უყურებ ასე გაფაციცებით, თვალი რომ ვერ მოწყვიტე?
-ვაკვირდები.
-რას?
-რას და--ჩაისუნთქა ურიელმა-... რას და იმას თუ როგორ შეიცვალა ჩვენი სამეზობლო ამ ერთი უცხო ტომელის დაძახებაზე.
-და რას ამბობს ცუდს?
-არც არაფერს, იძახის იმას რისი გაგონებაც ციყვებს უნდათ,
-კი მაგრამ ხომ შეიძლება მართალიც იყოს.
-ის შეიძება ოდესღაც აღმოჩნდეს მართალი, მაგრამ არა ეხლა. წლების და საუკუნეების მანძილზე ასე ცხოვრობს ციყვების მოდგმა, და ეხლა ასე ერთი ხელისმოსმით ყველაფრის შეცვლა სად გაგონილა, როგორ შეიძლება ციყვების მცირედმა ნაწილმა შეაგროვოს იმდენი საკვბეი რომ ყველას ეყოს, ვისაც კი შრომა ეზარება ყველა მხარს უჭერს ნოეს.... რა სამწუხაროა რომ ამდენ ციყვს ეზარება შრომა.
-რატომ ატყობ რომ შრომა ეზარებათ? ხომ ხედავ თითქმის ყველა რაღაცას აკეთებს.
-ყველა?? ციყვების მესამედიც კი არ მუშაობს სარჩოს შეგროვებაზე, დანარჩენები დადიან აქეთ იქით, ვითომ საზღვარს აკონტროლებენ, აქაოდა არავინ შემოვიდეს თხილის საჭმელადო, ვის რათ უნდა შენი თხილი თავისი თავზესაყრელად აქვთ, ნეტა ჩვენ თუ გვეყოფა ჩვენი თხილი.
-აბა რას ვიზამთ? ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ.
-ან გადავიტანთან არა.
-იმედია ნოეს რამე გეგმა აქვს..
-კი ალბათ ვინმე ახალ მტერს მოიგონებს რომ ახალი საქმე გამოჩხრიკოს,
-რას გულისხმობ?.
- ვინც აღარ დაჭირდება, ჩათვლის რომ აღარ სჭირდება და იმას გამოაცხადებს მტრად
-რას ამბობ ...
-კაი გვეყოს ამაზე საუბარი, დარწმუნებული ვართ ვინმე გვისმენს კიდეც
-რას ქვია გვისმენს? ვინ უნდა გვისმნენდეს, რას ბოდიალობ, სიბერემ ტვინი შეგიჭამა?
-ეჰ ზორაია რა გულუბრყვილო ხარ.
-კი მარა რა კაი ბიჭი იყო ეს ნოე ჩვენთან რომ მოვიდა-
-კი ეგრეა ზორაია, ძალიან ცვლის ძალაუფლება, ეტყობა თავის დროზეც ბევრი სიმწარე აქვს ნანახი,
-კი ალბათ, აქაც როგორი სიმწარე ნახა, საწყალი აბეშურა
-ხოოო, აბეშურა,-უიმედოთ ჩაილაპარაკა ურიელმაც.
ოთახში ცოტახანი დუმილი ჩამოვარდა, თითქოს ორივენი რაღაცაზე ფიქრობდნენ, ერთმანეთს გადახედეს, თითქოს მიხვდნენ რომ ორივენი ერთასადაიმავეზე ფიქრობდნენ.
-იცი, არ შეიძლება ასე გაგრძელდეს- დაარღვია სიჩუმე ურიელმა
-მალე ახალი მტრების მოძიებას დაიწყებენ, ვინმეს ხომ უნდა გადააბრალონ ახალი წარუმატებლობა, ამ ზამთარს ნახევარი საციყვეთი ვერ გადაიტანს, არ იქნება საკამრისი სარჩო შეგროვებული, არაა გამორიცხული მტრად ჩვენ გამოგვაცხადონ.
-კი მაგრგამ ეგ როგორ.
-როგორ და ხანდაზმულები ვართ.
-კი მაგრამ სამაგიეროდ შენ რამდენი სიკეთე გაქვს ჩვენი ტყისთვის გაკეთებული
-მაგაზე მადლობას ვინ იტყვის.
-აბა მტრად იმას მოიმიზეზებენ რომ ჩვენ მოხუცები ვართ
-არა მარტო მაგას, იტყვიან რომ ძველი თაობაა და ახალგაზრდებს ხელს გვიშლიანო, ასევე იტყვიან რომ გარეშე მტრებთან აქვთ კავშირიო, შენ ხომ წარმოშობით გაღმა ნაპირიდან ხარ.
-ღმერთო ჩემო, აბა გამოდის რომ ჩვენი უბედურების მიზეზი მე ვიქნები-ეს თქვა ზორაიამ და კისერში ტირილის ბუშტი მოაწვა, ურიელს რომ არ დაენახა მისი ცრემლები შებრუნდა ვითომ რამეს აკეთებდა.
-მოკლედ დღესვე უნდა ვეახლო ნოეს რამოდენიმე უხუცესთან ერთად, ზორაია თუ გინდა შენც წამოდი.
თავი 7
საღამო ჟამს ზორაია და ურიელი ეახლენ ნოეს, მათ თან ორი უხუცესი და ავტორიტეტული ციყვი გაიყოლეს თან, პატივცემული ბა და პატივცემული გო, ორივე მათგანი საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ციყვებში. პატივცემული ბა ცნობილი იყო იმით რომ ახალგაზრდობისას 32 პატარა დღნაშვი იხსნა სიკვდილისაგან გაღმა ტყეში როცა ხანძარი გაჩნდა, ხოლო პატივცემული გოს საინჟინრო სამუშაოების შემდეგ კუნზულზე აშენდა დამბა, რომელიც წვიმებისა და წყალდიდობის დროს იცავდა კუნძულს დატბორვისგან.
-რით დავიმსახურე ასეთი დიდი ყურადღება-შეეგება სტუმრებს ნოე. თითქოს გაუხარდა კიდეც ასეთი პატივცემული სტუმრების ხილვა,
-ბატონო ურიელ, ქალბატონო ზორაია, პატივცემულო ბა და პატივცემულო გო, გთხოვთ დაბრძანდით, რას ინებებთ? შემიძლია ცოტაოდენი თხილი მოგართვათ.
-არ შეწუხდეთ ბატონო ნოე-მიმართა ზორაიამ საქმეზე მოვედით.
-ზალიან კარგი გთხოვთ დაბრძანდეთ და მითხრათ რაშია საქმე?
სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ვერავინ ვერ ბედავდა საუბრის დაწყებას, ნოე ყველა სტუმარს თვალებში უყურებდა, თუმცა ხმის ამოღებას ჯერ-ჯერობით ვერავინ ბედავდა, სიჩუმე ისევ ურიელმა დაარღივა:
-ბატონო ნოე, ჩვენ ყველანი შეწუხებული ვართ იმ სიტუაციით რაც ჩვენს ტყეში ხდება, და ვშიშობთ რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია.
-სახელდობრ რა არ მოგწონს, ბატონო ურიელ? გაიკვირვა ნოემ, - ამდენ წარმატებას მივარწიეთ, მტერზე გავიმარჯვეთ.
-შვილო რომელ მტერზე?- ცოტა ხმა აწეული ტონით ჩაერია ზორაია- ამდენი მეგობარი დავკარგეთ გაღმა ნაპირას არავის რომ არ ვეკონტაქტებით.
ნოეს არ ესიამოვნა ზორაიას ასეთი დიდაქტიკური ტონი, თუმცა არ შეიმჩნია და ურიელს თხოვა საუბარი გაეგრძელებინა:
-რამდენი ჩვენი ტყის მცხოვრები დაიღუპა, მესამედი ძალით ვმუშაობთ მხოლოდ, სარჩოს შესაგროვებლად, დანარჩენილების ნაწილი ვითომ ტყეს იცავენ, და ნახევარი კიდევ სანოვაგეს აშენებს..
-ვითომ რატომ? იცავენ...! ხომ ხედავთ რაც ტყეს იცავენ სხვა აღარავინ შემოსულა, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ლონგინოზი მალე მორჩება სანოვაგის მშენებლობას და ის ციყვებიც სარჩოს შეგროვებას დაიწყებენ.
-მაპატიეთ ნოე მაგრამ ... - საუბარში გო ჩაერია- ლონგინოზის აშენებული და გაკეთებული რა საქმე გინახიათ რომ ამხელა სანოვაგის მშენებლობა ჩააბარეთ, არამც თუ მალე... მე საერთოდ ეჭვი მეპარება რომ ის მას საერთოდ დაასრულებს.
-კი მაგრამ, პატივცემულო გო, თქვენ თუ ლონგინოზის ნამუშევარი არ მოგწონთ, მე თავდაპირველად თქვენ შემოგთავაზეთ სანოვაგის მშენებლობის ხელმძღვანელობა.. მაგრამ თქვენ უარი მითხარით. ვინც დამთანხმდა და გვერდით დამიდგა ეს იყო ლონგინოზი, და ეხლა ლონგინოზის კრიტიკა თქვენგან მიუღებელია, თუ მისი გაკეთებული არ მოგწონდათ, თქვენ შეგეძლოთ და გაგეკეთებინათ.... თქვენი აშენებული დამბა დღესაც იცავს ჩვენს ტყეს წყალდიდობებისაგან, და რამდენადაც იცით, სწორედ მან გადამარჩინა მე მაშინ როცა ამ კუნძულზე მოვხდი..
-ვიცი მაგრამ, მე სწორედ იმიტომ გითხარით უარი რომ ის რასაც თქვენ ითხოვდით შეუძლებელი იყო, შეუძლებელი იყო ამხელა სანოვაგის აშენება ერთ სეზონზე შუეძლებელია, თანაც მაშინ როცა ჩვენს ციყვებს ვალდებულება აქვთ რომ წლის განმავლობაში მთელი ზამთრისთვის აგროვებდნენ საჭმელს, მე ვიფიქრე მაშინ კარგად აგიხსენით თვენი სურვილის სისრულეში მოყვანის შეუძლებლობა.
-თანაც მთელი საციყვეთი რომ ჩერთოს მაშინაც კი არ აშენდება-ჩაერია საუბარში პატივცემული ბა- და მერე სარჩო ვინ უნდა შეაგროვოს?
-ჩვენ თუ არმოვინდომეთ, და მხოლოდ ცუდზე ვიფიქრეთ ვერც ვერაფერს ვერ შევქმნით-უპასუხა ნოემ.
-რამოდენიმე ციყვი უკვე შეეწირა ამ მშნებლობას, ბევრს არ მოსწონს ახალი ცხოვრების წესი და წასვლა უნდათ, კუნძულიდან კი არავინ უშვებს- განაგრძო ურიელმა- ადრე კი არავინ გარბოდა აქედან და არც არვაინ აკავებდა.
-თქვენც ხომ არ გინდათ სადმე წასვლა ბატონო ურიელ- ირონიუალდ ჰკითხა ნოემ- ან თქვენ, ქალბატონო ზორაია, თქვენი სამშობლო და ნათესავები ხომ არ გენატრებათ?
-არა რას ბრძანებთ-გაღიზიანდა ურიელი- მე აქედან წასვლა არც არასოდეს მიფიქრია... უბრალოდ აქ იმის სათქმელად მოვედით, რომ საციყვეთში არც ისე კარგად მიდის ყველაფერი როგორც თქვენ გგონიათ.
-მე არაფერი არ მგონია!
-ზამთარი სულ მალე მოგვადგება, და ნახევარი საციყვეთიც კი ვერ გადაიტანს ამ ზამთრს, წვიმამ დაალპო უკვე სარჩო რაც ვერ ავაგროვეთ.
-მოვინდომებთ და ყველაფერს მოვასწრებთ.
-ვერ მოვასწრებთ- ჩაერია კვლავ ურიელი- რასაც აგროვებენ ციყვები ნახევარზე მეტს ჯარი და სანოვაგეზე მომუშავეები ჭამენ... ციყვები შიმშილით დაიხოცებიან.
ნოე ფეხზე წამოდგა, ხელები მოკუმა სიბრაზისაგან, ზურგით შებრუნდა და ხმამაღლა ქთქვა:
-გადარჩება მხოლოდ ძლიერი და ღირსეული.
-და ვინ წყვიტავს ვინაა მათ შორის ღირსეული და ვინ არა- ჩაერია ბა
-ეს არჩევანის საშუალება არ არის, ფაქტიურად ციყვების გაწირვაა-თქვა ზორაიამ-
-მუდამ ასე იყო, მოხუც თაობას არასოდეს არ ესმოდა ახალგაზრდების, თქვენ რომ დაგიჯეროთ არანაირი პროგრესი არაა საჭირო, არანაირი ცვლილება არ უნდა მოხდეს... ჩვენ დიდი მიზანი დავისახეთ ყველამ ერთად, და ბუნებრივია ეს გზა არ იქნება იოლი, ცოტა დანაკარგიც იქნება, ზოგისთვის მეტად მტკივნეული, მაგრამ მიზანია ისეთი რომ ღირს ამ მიზნისთვის ამდენის კეთება.
-მიზანი? და რა არის მიზანი? სანოვაგე რომელსაც ლონგინოზი ააშენებს?-ხმადაბლა ჩაილაპარაკა ურიელმა
-ბატონებო, დიდი მადლობა სტუმრობისათვის, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, თქვენ არ ხართ უმრავლესობა, ჩვენ კიდევ ვალდებული ვართ ვაკეთოთ ის რაც უმრაველსობას უნდა, ესაა დამოუკიდებლობის ფასი, მე ვერ გავეკეთებ მთელი ციყვებისათვის იმას რაც მხოლოდ ოთხ ციყვს უნდა.
ეს თქვა ნოემ , შემობრუნდა და ციყვებს კარისკენ ანიშნა...
სტუმრები რომ გავიდნენ კარგახანს ჩაფიქრებული იჯდა ოთახში, სანამ ოტო არ შემოვიდა და არ ანიშნა წასასვლელად მზად ვართო.

თავი 8
-ბატონო ურიელ, ბატონო ურიელ- გაისმა თაზოს ყვირილი
-რა ხდება თაზო, -იკითხა გაკვირვებულმა და ცოტა შეშინებულმა, ზორაიამ
-ბატონი ურიელი სახლშია.... სანოვაგე რომელსაც ლონგინოზი აშენებდა კიდე დაინგრა, და რამოდენიმე ციყვი მოიყოლა შიგნით... ყველანი იქით მივდივართ.
ურიელმა ფუღროდან გაიხედა და ნახა, რომ ციყვებს ჩოჩქოლი აეტეხათ და ყველანი სანოვაგის სანახავად გარბოდნენ. ყველამ მიატოვა მუშაობა და ყველას სანახაობის ნახვა უნდოდა.
-კარგი თაზო, მადლობა რომ მითხარი. მიუგო ურიელმა
-არ წამოხვალთ ბატონო ურიელ?
-არა თაზო, მე უკვე საკმაოდ მოხუცი ვარ, შენ წადი თუ გაინტერესებს.
თაზოს იმდენად გაუკვირდა ურიელის ასეთი გუგრილი საქციელი რომ გაკვირვება ვერც კი დამალა, ისე გაბრუნდა ურიელის და ზოიას ფუღუროსაკენ:
-ამდენი ციყვი გარბის და არცერთი მიდის იმ მიზნით რომ ვინმეს დაეხმაროს, ოღონდ მიზეზი არ გამოელიოთ რომ არ იმუშავონ, და სანახაობას უცქირონ და არაფერს დაიშურებენ.

ოტო რომ სანოვაგის მშენებლობაზე მივიდა, უკვე მთელი საციყვეთი იქ იყო, ციყვები რომლებიც ნანგრევებში მოჰყვნენ უკვე ამოეყვანათ, ორი ციყვი ნანგრევებს ვერ გადარჩენოდა და დაღუპულა, თავად ლონგინოზიც დაშავებულიყო მცირედით, ხელი მოჰყოლოდა ნანგრევებში,
მოულოდნელად ნოეც გამოჩდა თავის ამალასთან ერთად, ჯერ ზემოდან გადახედა ყველაფერს, შემგეგ მშენბლობასთნ მივიდა ნანგევებზე ფეხი შედგა და ლონგინოზს ჰკითხა თუ რა მოხდა, ლონგინოზმა უპასუხა რომ მშენებლობა იმდენად სწრაფი ტემპპით მიმდინარეობდა რომ ქვედა კედელი გაშრობას ვერ ასწრებდა ისე ამოყავდათ მაღალი კედლები:
-ეხლა რა გვეშველაბა-დაიყვირა ვიღაცამ ბრბოდან
-ის მთავარი ფუღურო გამოვსებულია, ვინც ვშრომობთ და თხილს ვაგროვებთ იმდენი ვიშრომე სად წავიღოტ აღარ ვიცით,
-ხოო, თან სახლში წაღებასაც გვიშლით...
ნოეს არ მოეწონა ამდენი უიმედო და უსიამოვნო რეპლიკები, ნანგრევებზე უფრო მაღლა ავიდა და ციყვების ხროვას მიმართა:
-ხალხნო, მოხდა ის რასაც მე გეუბნებოდით, მტერი ისევ აქ არის ჩევნს გვერდით და არ ისვენებს, შურს ჩვენი წარმატების რაც ერთად მივაღწიეთ. იმ სიკეთის რაც ჩვენს ყველას გვაქვს, როგორც გითხარით ჩვენს შორის მტერი კიდევ დარჩა.... ეს თქვა და ცოტა დაფიქრდა... ციყვები რომლებიც ჩვენს ტყეში სხვა ტყიდან მოვიდნენ და აქ დასახლდნენ, და ის ციყვები რომლებამც ისინი შეიფარეს, ისინი გაღმა ტყის ბინადრებს უთანაგრძნობენ, ყველა ასეთი ციყვი ჩვენი მტერია. მათ არ იკმარეს არც ის, რომ ჩვენს თხილს ჭამდნენ, ეხლა იმის დანგრევას მიჰყვეს ხელი რასაც ჩვენ ვაშენებთ.
-კი მაგრამ ყველა ჩვენი მტერია ?! -გაიკვირვა ერთერთმა ციყვმა რომელიც ბრბოში ცოტა წინ იდგა.
-კი აბსოლიტურად ყველა, არცერთ მადგანს არ უხარია ჩვენი წარმატება.
-კი მაგრამ, ზორაიაც ხომ გაღმა ტყიდან არის, ვერც ზორაიაზე და ვერც ურიელზე ვერ იფიქრებს ვერცერთი ციყვი რომ ისინი მოღალატეები არიან.
ნოე ცოტახანს დაფიქრდა და უპასუხა:
-მტერი რომელიც მოყვარედ გვაჩვენებს თავს, ყველა მტერზე უფრო საშიშია. ვინ იცით რას აკეთბს საღამოობით ურიელი ან ზორაია, იქნებ ისინი ჩუმად მტერს აწვდიან ინფორმაციას? იქნებ ჩუმად მტერი ყავს შეფარებული და მალავს? არ შეიძლება ასეთი მიმდობი იყო, და ციყვს ბრმად ენდობოდე, ბევრი თქვენგანი არც კი მოსწრებია ურიელის საგმირო საქმეებს, ბრმად მშობლების მონაყოლით სჯერა მისი გმირობის ამბები, საიდანაც ნახევარზე მეტი შეიძლება გადამეტებულიც კი იყოს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მტერი ჩვენს გვერდზე უნდა ვეძებოთ, იმდენი მტერი დაგროვდა რომ საკუთარ ძმას და მეზობელსაც კი ვერღარ უნდა ენდოს პატიოსანი და მშრომელი ციყვი.
ეს თქვა ნოემ და ციყვებს გადახედა, თან ურიელს და ზორაიას ეძებდა, თუმცა ნამდვილად არ იცოდა რომ დაენახა რა რეაქცია ექქნებოდა, შეეშინდებოდა და მოერიდებოდა მისი, თუ თვალს თვალში გაუყრიდა, თუმცა არც გაკვირვებია ურიელი რომ ვერ დაინახა...

This comment has been removed by the author.
ReplyDeleteვაა კარგია. ეგრე გააგრძელე. ჯორჯ ორველი ხარ, დაძაბე მიდი :)
ReplyDelete