Wednesday, September 2, 2015

ციყვების ავტონიმია-3

თავი  9
"...ჩვენს შორის დადის, მაგრამ ჩვენიანი არ არის.."


  ნოეს დაღლილობისგან ორი დღე გადაბმულად ეძინა, ისე, რომ არც კი უჭამია, რადგან  ჭამის სურვილი არ გასჩენია. თვალი ძლივ-ძლივობით გაახილა. ოთახში, სადაც ის იწყვა, მზის სხივი ძლივს აღწევდა, ნოე გაშტერებული უყურებდა სინათლის შუქს.

ნინო ჩიფჩიურის ნახატი ©

უეცრად გვერდიდან რაღაც ხმა მოესმა, გაიხედა და ციყვი დაინახა, რომელიც იქაურობას ალაგებდა.  ისე იყო გართული თავისი საქმით, ვერც კი შეამჩნია  ნოემ როგორ გაიღვიძა.  ჩაფიქრებული ჩუმად ალაგაებდა ოთახს, ნოე რომ არ შეეწუხებინა.  ნოეს ძალიან მოეწონა ციყვი გოგონა, იმ დედალ ციყვებს სულაც არ ჰგავდა ვინც მას მაანმდე ნანახი ჰყავდა, ვიდრე ნოე ფიქრებში იყო გართული, ციყვმა გოგონამ შეამჩნია, რომ  ნოეს გაეღვიძა, მორცხვად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი მისკენ და ჰკითხა:
  -უი, გაიღვიძეთ?... დიდი ხანია რაც გღვიძავთ?  მე ხომ არ გააგღვიძეთ,  ვცდილობდი  ჩუმად დამელაგებინა.
  -არა რას ამბობ, თქვენ არაფერ შუაში ხართ, მგონი ისედაც ნორმაზე მეტი მეძინა -უპასუხა ნოემ.
- მოიცა, ეხლა დავუძახებ სხვებსაც. ძალიან გაუხარდებათ, რომ გაიღვიძეთ.
ნოეს დიდად არ ესიამოვნა ეს ამბავი. თავს ისე ვერ გრძნობდა, თანაც სხვების შეკითხვებზე პასუხის გაცემის სურვილიც არ გააჩნდა.
-მოიცა.. მოიცა... ჯერ არ დაუძახო.. ცოტა სული მოვითქვა - უთხრა ნოემ და ფეხზე წამოდგა- ჩვენ ვისაუბროთ ...
-კარგით, როგორც გენებოთ ... წყალი ხომ არ გესიამოვნებათ ან ცოტაოდენი თხილი?
-წყალს დავლევ...
ციყვმა წყალი დაუსხა, რკოსგან გაკეთებულ ჭიქაში და მიართვა ნოეს.
-დიდი მადლობა, მაგრამ მე ჯერ კიდევ არ ვიცი შენი სახელი.
-მე აბეშურა ქმვია.
-აბეშურა? რა უცნაური და ლამაზი სახელია!
-ხოო? მაშ რომელი სახელია თქვენთვის არაუცნაური?
-პრინციპში ალბათ ციყვების საზოგადოებაში ყველაფერი იქნება უცნაური ჩემთვის.  მე მქვია ...
-ნოე... ვიცი..  შენ ხომ უკვე უთხარი შენი სახელი მამაჩემს  და სხვებს ვინაც გადაგარჩინა.
-მამაშენს?  ვინ არის მამაშენი?
-მამაჩემი   ლუდვიგ-ნოტნა   ადგილობრივი უხუცესი, ბელადი.
-ბელადის შვილი ხარ?... ანუ პრინცესა ყოფილხარ.
-არა, პრინცესა არა , მაგრამ ბელადის შვილი ნამდვილად ვარ.
-პრინცესა რატომ არ ხარ? -იკითხა ნოემ
-პრინცესა? იმიტომ არა ვარ რომ, ჩვენთან ბელადობა მემკვიდრეობით არ გადაგდის, აქ ბელადობა ავტორიტეტით უნდა დაიმსახურო, თუმცა მემკვიდრეობითაც შეიძლება გადავიდეს, თუ შვილი მამის ღირსეული მემკვიდრეა... მაგრამ მე ეს არ მემუქრება, სხვა ძალიან ბევრი ავტორიტეტული ციყვი ცხოვრობს ამ ტყეში.
- ანუ არც შენს ძმებს არ აქვსთ ბელადობაზე პრეტენზია.
-მე და მამა მარტო ვართ, სხვა არავინ გვყავს... თუმცა არც ახალ ბელადზე საუბარის დროა ეხლა, მამაჩმი სულაც არ აპირებს სიკვდილს, ძალიან ჯანმრთელი და ჯანღონიანია.
-მაპატიე ასე რომ ჩაგეკითხე, უბრალოდ, ჩემთვის უცხოა თქვენნაირ საზოგადოებაში ყოფნა და ბევრი რამ მაინტერესებს.
-ჩემთვისაც საინტერესოა, თუ ვინ ხარ საიდან მოხვედი, ან იმ უცნაურ ყუთში რას აკეეთებდი...
ნოე ცოტა დაიბნა არ იცოდა ამ შეკითხვაზე რა ეპასუხა.. ჩაფიქრდა და აქეთ იქით გაფაციცებულმა მიმოიხედა.... უეცრად ოთახის კარი გაიღო და სხვა ციყვებიც შემოვიდნენ
-გამარჯობა, მიესალმა ბელადი, ხმა გავიგონეთ და მივხდით, რომ უკვე გეღვიძათ, თავს ხომ კარგად გრძნობ... ნოე?
-რა ვიცი... მგონი ძალიან ბევრი მეძინა... უპასუხა ნოემ და თვალი გადაავლო ოთახში შემოსულ ციყვებს. ბელადს და ერთ ერთ უხუცეს უკვე იცნობდა, ნანახი ყავდა როცა კუნძულზე მოსული გადაარჩინეს, მესამე ციყვი უცხო იყო მისთვის, და ცოტა უცნაურადაც გამოიყურებოდა. ნოე ოთახში ისევ იმ უცნაური ფერის ციყვს ეძენდა რომელიც კუნძულზე მოსვლისას ნახა, მაგრამ ოთახში მეტი არავინ შემოსულა
-ძალიან კარგი, განაგრძო ბელადმა, მე ლუდვიგ-ნოტნა ვარ, ადგილობრივი ბელადი. ეს ჩემს მარცხნივ, ურიელია, ჩემი უახლოესი მეგობარი და მრჩეველი, მას შენ უკვე იცნობ ჩემს მარჯნივ კი- აბსალომი, ჩვენი ქურუმი და სულიერი ლიდერი.
-სასიამოვნოა -უპასუხა ნოემ.
აბსალომი ძალიან უცნაურად მოეჩვენა ნოეს, ხელში რაღაც ჯოხი ეჭირა, თუმცა არც მოხუცი იყო და არც კოჭლობდა, თავზეც რაღაც უცნაური ნივთი ეკეთა, ეს ნივთი ნოესთვის სულაც არ იყო უცნაური, ადამიანებს შორის ბევჯერ ენახა მათ მაჯაზე მორგებული, მაგრამ აბსალომის თავზე ამ რეზინის სამაჯურს რა უნდოდა ვერ ხვდებოდა. აბსალომიც ძალიან უცნაურად უყურებდა ნოეს, თითქოს არ სიამოვნებდა მისი აქ მოსვლა.
-ნოე, მიმართა ურიელმა,- ჩვენ ყველას გვაინტერესბს საიდან ხარ, რა გადაგხდა თავს, ან აქ საიდან აღმოჩნდი? სად არიან შენი ტომელები? სხეულზე ამდენი ჭრილობა რატომ გაქვს? ალბათ ძალიან მამაცი ხარ... სიკვდილს და მტაცებელ ცხოველებს ხშირად დასხლდომიხარ ხელიდან?
ნოე ცოტა ხანს ჩაფიქრდა, რა ეპასუხა არ იცოდა, კარგად დაფიქრდა და მოყოლა დაიწყო:
-მე და ჩემი ტომი აქედან შორს ვცხოვრობთ, რამდენიმე დღე მოვუყუვებოდი მდინარეს, ტყე სადაც ჩვენ ვცხოვრობთ იქ ადამიანები მოვიდნენ.
-ადამაინები?  შეიცხადა ბელადმა
-ადამაინები?... გაიმეორა აბსალომომა - ისენი ხომ ყველაზე საშიშები არიან?
-კი, მაგრამ, - სიტყვა შეაწყვეტინა ურიელმა... თქვენ ისინი საერთოდ არ გინახავთ!
-შენ რომ ნახე ჩემო ურიელ, ხომ უამრავი სიკეთე მოგიტანეს,-შეეპასუხა აბსალომი.
-შეიძლება ადამიანები ბოროტები არიან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ძალზე კეთილია, ყველა სულაც არ ერჩის ციყვებს.
-მეგობრებო, საუბარში ბელადი ჩაერია- ეხლა ადამიანებზე საუბრის დრო არ არის, ვთხოვოთ ნოეს განაგრძოს საუბარი,
- ნოე გისმენთ.
 -მოვიდენ ადამიანები და დაიწყეს ხეების მოჭრა, ბევრ ციყვს დაუნგრიეს ფუღურო....  მერე ტყეში ხანძარი გაჩნდა,ყველ სცადა გაქცევა, მაგრამ ციყვების დიდი ნაწილი ხანძარს ემსხვერპლა ... ხანძარ გამოქცეული მდინაეში ჩავვარდი..  რომ არ დავხრჩალიყავი ცურვა დავიწყე... მერე დავინახე მდინარეში ყუთი მოტივტივებდა, და იმ ყუთზე ავბობღდი... სამი დღე მშიერ-მწყურვალმა ვიცურე , ვიდრე თქვენამდე მოვაღწევდიი.... შემდგომ რაც მოხდა თქვენც კარგად იცით...
-რა საშინელი ისტორიაა, ჩაილაპარაკა ბელადმა.
-ალბათ ჩემი ტომიდან აღარც არავინ დარჩა, განაგრძო ნოემ - თუ წინააღმდეგი არ იქნებით ცოტახანი აქ დავრჩები, სანამ მოვღონიერდები..
-აქ იმდენხანს დარჩით რამდენ ხანსაც გაგიხარდებათ-მიუგო ბელადმა- როცა შეჭამთ და კარგად მოისვენებთ, ვინმეს ვთხოვთ  და ჩვეს ტყესაც დაგათვალიერებინებენ.
-მე დავათვალიერებინებ- წამოიძახა აბეშურამ, რომელიც უხუცესების უკან იდგა და ჩუმად უსმენდა ნოეს და უხუცესების დიალოგს..
-ძალიან კარგი-ჩაერია საუბარში ურიელი- ოტოსაც ვთხოვ გამოგყვეთ,
-კი მაგრამ ოტო რათ გვინდა-გაუკვირდა აბეშურას... თუმცა პასუხს არცკი დალოდებია ისე გავიდა ოთახიდან, როცა მამამისი გაყინული მზერა შეამჩნია.
-კარგით, მაშინ დავტოვოთ ეს ახალგაზრდა ცოტა გონს მოეგოს- განაცხადა აბსალომმა- რომ მოიცლი ტაძარში შემოგვიარე აქაურ წეს ჩვეულებებს და ტრადიციებსაც გაგაცნობთ.
   ყველანი გავიდნენ, ოთახში მხოლოდ ნოე დარჩა, აქეთ იქით იყურებოდა და თავის მომავალზე ფიქრობდა. არ იცოდა  რა ბედი ეწეოდა. მართალია ეხლა თავისუფალი იყო, ადამიანების გალიაში აღარ ცხოვრობდა, მაგრამ შეძლებდა კი ამ თავისუფლებაში ცხოვრებას? შეძლებდა კი დამოუკიდებლად საჭმლის მოპოვებას? რა უნდა ექნა? თავისუფლებაზე მას აქამდე მხოლოდ  წაეკითხა ან ტელევიზორში ენახა, თუ როგორ ცდილობენ ველურ ბუნებაში სხვადასხვა ცხოველები გადარჩნას, ეს ყველაფერი უცხო იყო მისთვის. ერთი რაც მან ნამდვილად იცოდა ის იყო, რომ უკან ვერ დაბრუნდებოდა. არც კი იცოდა სად უნდა წასულიყო. ფიქრებისგან დაღლილმა ბოლოს წარმოსთქვა "უკან დაბრუნება ყოველთვის შემიძლია, ამაზე მაშინ ვიფიქრებ, როცა ამის საჭიროება დადგება, ეხლა ჯობია აქაურობას გავეცნო"  ადგა და გარეთ გაიდა.
   გარეთ გასულმა ნოემ დაინახა უზარმაზარი ტყე, თვითონ ერთ ბებერ მუხაზე იყო, ძალიან მაღლა.  საიდანაც მთელ საციყვეთს გადმოჰყურებდა. ამდენი ციყვი ერთად არც კი ენახა, ყველა რაღაცას აკეთებდა, აქეთ იქით დახტოდა, ზოგს თხილი და რკო დაჰქონდა, ზოგს ფოთლები, რატომღაც ნოეს არვინ აქცევდა ყურადღებას.
-აბა მზად ხარ აქაურობა დაათვალიერო და ჩვენს ყოფას გაეცნო- მოესმა ნოეს ხმა უკნიდან, მიტრიალდა და აბეშურა შერჩა, რომელიც კიდევ უფრო ლამაზი მოეჩვენა მზის შუქზე, ვიდრე უწინ.
-რა საინტერესო სახლი გქონიათ და რამდენი ციყვი ხართ ერთად. ალბათ აქ არც მტაცებლები გაწუხებენ და მშვიდად ცხოვრობთ.
-ხო, ჩვენი ტყე კუნძულზეა, ორივე მხარეს მდინარე ჩამოდის, და ამიტომ ვერ შემოდის მტაცებელი ჩვენთან, მხოლოდ დიდი ფრინველები თუ შემოფრინდებიან, და ისიც იშვიათად, მათგანაც კი ეს დაფოთლილი ტყე გვიცავს, ასე რომ აქ მტაცაბლის არ უნდა გეშინოდეს.
-ძალიან კარგი.
-შენ ეტყობა მტაცებელთან ცხოვრობდი? რამდენი შრამი გავქვს ტანზე.
ნოე უცებ დაიბნა, ვერ მიხვდა რა მტაცებლებზე საუბრობდა აბეშურა, და ამ დროს ტანზე დაიხედა, და ის ნაიარევი შენიშნა რომელიც ადამიანებთან ყოფნისას ლაბორატორიაში გაუჩნდა...
-ხო, ეს ერთხელ მგელი გამოგვეკიდა პატარა ციყვების გადარჩენა მომიწია, მერე კიდე რაღაც მტაცებელმა ფრინველმა მომიტაცა და კლანჭებიდან დავუსხლტი - წაიტრაბახა ნოემ, ერთხანს ისიც კი იფიქრა რომ აბეშურასათვის სიმართლე რომ ეთქვა ალბათ ვერც კი გაიგებდა თუ რაზე ესაუბრებოდა.
-ყოჩაღ.. ნამდვილი გმირი ხარ!
- ნუ გმირი არ ვარ, უბრალოდ თავი გადავირჩინე...  ერთი ეს მითხარი, რას ფუსფუსებენ ეს ციყვები ასე ერთად?
-მუშაობენ
-მუშაობენ???  რისთვის მუშაობენ?
-სარჩოს აგროვებენ, შენთან სარჩოს არ აგროვებენ ზამთრისთვის?
-არა!- დაუფიქრებლად უპასუხა ნოემ
-კი მაგრამ, როგორ? ზამთარში როგორ ცხოვრობთ აბა..?
-ჩვენთან სულ არის საჭმელი...
-ზამთრში? მაშინაც კი როცა ირგვლივ ყველაფერი თეთრია?
-იშვიათად მოდის თოვლი- ნოე ცდილობდა  საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა, რომ თავის ტყუილებში არ დაკარგულიყო, თვითიონაც არ იცოდა რას ამბობდა, თვითონ ხომ სანოვაგე არასდროს შეუგროვებია და არც საჭმლის საშოვარზე წვალება არ დასჭირვებია.
-ერთი ეს მითხარი, მამაშენის მეგობარი, სულ რომ მამაშენთან დადის, მგონი ურიელი ქვია, ეგ ვინაა? ყველა რომ ასე პატივისცემით ექცევა, მამაშენიც დიდ პატივს სცემს
-ურიელი ჩვენი ერთერთი უხუცესია, მამაჩემის ძალიან დიდი მეგეობარია, ერთხელ მამაჩემის სიცოცხლეც გადაარჩინა... მას და მამაჩემს ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული ციყვების საზოგადოებისთვის.
-ბელადის სიცოცხლე გადაარჩინა, როგორ?
-მაშინ არ იყო მამაჩემი ბელადი, სხვა იყო.. ეგ ამბავი მამაჩემის და ურიელის ახალგაზრდობაში მოხდა...  მაგას სხვა დროს მოგიყვები.
-წამოდი ეხლა ჩვენს ტაძარს გაჩვენებ, აბსალომიც ვნახოთ..
-ტაძარი? თქვენც გავთ ტაძარი?  დ ა იქ რას აკეეთებთ ხოლმე
-რავიცი ვლოცულობთ, და ჩვენს სულიერ მდგომარებაზე ვზრუნავთ.
-და ეს აბსალომი ვინაა? ან თავზე რა უკეთია.?
-აბესალომი ჩვენი ქურუმია, ძველი ქურუმი სიკვდილის წინ ყოველთვის ასახელბს მის შემცვლელს, ხოლო თავზე ქურუმების გვირგვინი ადგას...
-ეს გვირგვინი საიდან მოიტანეს,? -ირონიულად იკითხა ნოემ
-არ ვიცი, დიდი ხნის ისტორია აქვს, პირველი ქურუმი რომელსაც ეგ გვირგვინი ეხურა, იმას ტყის სულებმა გადასცეს..
-ტყის სულები? -ვიცი ეგეთი ტყის სულები, ჩაილაპარაკა ნოემ, წავიდეთ ტაძარში ვინახულოთ აბსალომი.  საითაა ტაძარი?
-ტაძარი ზევითაა, ცოტა მოშორებით-უპასუხა აბეშურამ და წინ გაუძღვა ნოეს.
 -იცი რა მაინტერესებს, ნაპირზე რომ მომაგნეს თქვეენბმა, იქ ერთი ძალიან უცნაური ფერის ციყვი იყო, სულ თეთრი,  ის ციყვი ვინაა?
-ოტოზე ამბობ?.. ოტო ჩემი მეგობარია  ეხლავე დავუძახებ და გაგაცნობ-უთხრა აბეშურამ, და ოტოს გასძახა. იგი მოშორებით ხეზე იყო. აბეშურას ძახილზე ოტო უმალ მისკენ გაქანდა.
-იცი ოტო ასეთი განსხვავებული დაიბადა-განაგრძო აბეშურამ-სულ თეთრი,... რასაც ძალიან  განიცდის და ძალიან გთხოვ მის გარეგნობას ნუ შეიმჩნევ და არაფერი ჰკითხო..
-კი მაგრამ ასეთი რატომ არის?
-არ ვიცი ასეთი დაიბადა...  ამბობენ მისი ბაბუის ბაბუა თუ ვიღაც მაგდაგვარი წინაპარი, ისიც ისეთი იყოო, თუმცა გარეგნული განსხვავებაა, სხვა ყველაფერი ნორმალურია, ძალიან კარგი ციყვია.
   ამასობაში ოტო, აბეშურას და ნოეს მიუახლოვდა. აბეშურას ნახვა  გაუხარდა  და მიესალმა:
-აბეშურა როგორ ხარ? ორი დღეა საერთოდ არ მინახიხარ.
-ოტო, ხომ იცი ძალიან ბევრი საქმე მქონდა, მერე ამ სტუმარსაც ვუვლიდი, ნოეს ხომ იცნობ, შენ არ მოიყვანე სანაპიროდან?
-კი ვიცი... ნოე გქვია ხომ.. როგორ ხარ ნოე... აქაურობა როგორ მოგწონს?.
-რა ვიცი, ჯერ ახალი  დაწყებული მაქვს დათვალიერება, ისე კი მომწონს საინტერესოა, ეხლა ტაძარში მივდივართ, გინდა შენც წამოდი!
-ტაძარში?... რაღაც არამგონია....  წადით და მერე გნახავთ- მორცხვათ უპასუხა ოტომ
-რატომ კი მაგრამ? არ გიყვარს ტაძარში სიარული?-ჰკითხა ნოემ, რომელმაც
 შეატყო რომ დასმულმა შეკითხვამ, უხერხული სიტუაცია გამოიწვია, და გაოგნებულმა აბეშურას გახედა.
-იცი  ოტოს ტაძარში არ უშვებენ- თქვა აბეშურამ
- რატომ, გაიკვირვა ნოემ... ტაძარში ყველას არ უშვებენ?
-თითქმის ყველას...  უპასუხა ოტომ-  აბსალომი ამბობს რომ ჩემზე ტყის სულები არიან გამწყრალნი, და მიტომ ვარ ასეთი ფერის, და ჩემი შესვლა არ შეიძლება, ასე მეუბნება რომ ცოდვიანი ვარ და მე ტყის სულების რისხვა დავიმსახურე... ასე რომ მეკრძალება ტაძართან მიახლოება, და იქ მისვლა სადაც ქურუმია.
-ოი, რა უცნაურია- გაუკვირდა ნოეს- მაშინ ტაძარში სხვა დროს წავიდეთ ეხლა სხვა რამე დავათვალიეროთ.
-არა, წავიდეთ ყველანი -თქვა აბეშურამ. - წავიდეთ, ოტო შორიახლოს დაგველოდება და  ჩვენც მალე გამოვალთ.
-შენ სადაც ხარ იქ არიან ჩემნნაირები?-იკითხა ოტომ.
-კი არიან, ბერვი
-მერე?
-რა მერე?... ჩვენ მათ კეთილებს ვეძახით
ოტოს ესიამოვნა ნოესგან მოსმენილი ეს სიახლე, და უფრო გაბედულად გადგადგა ნაბიჯები..
    სამივე ტაძრისკენ გაემართნენ. ტაძარი ამ მთავარი მუხის ხისგან ცოტა მოშორებით იყო, წყაროს დაგაღმა, პატარა კლდეში ბუნებრივად გაკეთებული გამოქვაბული, ციყვების მიერ იყო გალამაზებული და დამუშავებული, რასაც სხვადასხვა ლამაზი ქვა და კლდეზე ნაკვეთი ორნამენტი ამშვენებდა.
-შენ აქ რა გინდა... მოისმა უცებ ხმა- ხომ იცი რომ აქაურობას არ უნდა გაეკარო?
ნოემ ზევით აიხედა და დაინახა აბსალომი, რომელსაც თავზე ისევ ის უცნაური, ადამაინების მიერ ნაკეთი ნივთი ეკეთა.
-ნუ ნერვიულობთ-ჩაერია აბეშურა- ოტო გარეთ დარჩება და დაგველოდება მარტო მე და ნოე შემოვალთ.
-ოტო, მიბრუნდი და მდინარის გადაღმა დაელოდე, აქაურობას უბედურება არ მოუტანო- ეს თქვა და შემდეგ ნოეს მიუბრუნდა.
-ნოე თქვენ ტაძარში პირველად მოდიხართ, და ფეხები ამ წყაროზე დაიბანეთ და ისე შემოდით
-ჰმ.. ეგ რა საჭიროა,- ჩაილაპარაკა ნოემ, ისე რომ აბსალომს არაფერი გაუგია
-გააკეთე რასაც გეუბნება-ჩუმად უთხრა აბეშურამ, მეც ტაძარში დაგელოდები
   ნოემ ყველაფერი ისე გააკეთა როგორც აბსალომმა მოითხოვა, შემდეგ კიბეებზე ავიდა და ტაძარში შევიდა, ტაძარი ეს იყო დიდი გამოქვაბული, სადაც სხვადასხვა ადგილას პატარა ცეცხლი ენთო. შუაში კი რაღაც უცნაური ფიგურის წინ, მოზრდილი ცეცხლი ენთო. ტაძარი უხვად იყო მორთული სხვადასხვა ნივთბით, რომლებიც ნოეს ადრე ადამიანების ხლეში ენახა, აქვე იყო სხვადასხვა წარწერაც,  კედლებზე გაკრული იყო გაზეთბიდან ამოჭრილი ტექსტები, რომლებიც სიძველისგან გადაყვითლებულიყო, და ძლისვ თუ ამოიკითხავდა ვინმე რამეს.
-ნოე, იმ ტომში საიდანაც შენ ხარ, სცემენ თუ არა პატივს ტყის სულებსა და ტრადიციებს??-შეეკითხა აბსალომი
-ტრადიციებს და წეს ჩვეულებებს კი სცემენ პატივს... მაგრამ აი ტყის სულების რა მოგახსენოთ.
-როგორ თქვენ არ გჯერათ ტყის სულების- გაიკვირვა აბსალომა
-და რა არის ეს ტყის სულები, ვინმეს გინახიათ?.. მე მაგალითად არა
-ტყის სულების ნახვა ყველას არ შეუძლია, მათ მხოლოდ ქურუმები ვხედავთ და სხვებს გადმოვცემთ მის დანაბარებს.
-ანუ ტყის სულები მხოლოდ თქვენ გინახიათ და მეტს არავის?
-დიახ-მიუგო აბსალომმა
-და ბოლოს როდის ნახეთ?
-ყმაწვილო ეგ არაა თქვენი საქმე!
-და როდის ნახულობთ ხოლმე, თვითონ მოდის თუ თქვენ მიდიხართ მის სანახავად.?.
-იცი ეს ისეთი დეტალებია, რომლის ცოდნაც თქვენთვის სულაც არ არის საჭირო.
-ანუ ტყის სულებს მხოლოდ თქვენ ნახულობთ?.. თქვენს გარდა საერთოდ არავის უნახია და ეს ყველა სხვა დანარჩენს ჯერა?
-თავხედობაში ნუ გადადიხართ... აკი თქვით რომ ტრადიციებს და ადათ-წესებს პატივს სცემთ... ასე რომ პატივი ეცით ჩვენს ტრადიციებს.
-თქვენი ტრადიეციები უკრძალავს ოტოს ტაძარში შემოსვლას?- იკითხა ნოემ, აბეშურა კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა
-ოტომ ტყის სულების რისხვა დაიმსახურა! ტყის სულები ყველას სჯიან ვინც ტყე და მოძმეების წინააღმდეგი წავლენ.
-კი მარა ოტო ხომ ეგეთი დაიბადა? დაბადებამდე რა ცოდვა ჩიდინა ასეთი?
აბსალომს არ ესიამოვნა ნოეს ასეთი შეკითხვები, მანამდე მისთვის ასეთი საუბარი ვერავის გაებედა. მას ამ კითხვაზე პასუხი არც კი ჰქონდა, არც მოელოდა თუ კი ვინმე ოდესმე ამას შეეკითხებოდა.
-არსებობს  ბერვი ისეთი რამ რაც  ზოგიერთათვის გაუგებარია. ამ დროს მხოლოდ სხვა უფრო ავტორიტეტის ნათვამი უნდა დაიჯერო.
-მაგალითად რა შეიძლება იყოს ჩემთვის კიდევ გაუგებარი?
-ის თუ რატომ ჩნდება ცისარტყელა ცაზე მხოლოდ წვიმის შემდეგ.
-მე ვიცი რატო ჩნდება ცისარტყელა ცაზე მხოლოდ წვიმის შემდეგ.... და ისიც ვიცი რომ ამას ღმერთები არ აკეთებენ...
აბსალომს ნოეს ასეთი პასუხები კვლაკავ არ ესიამოვნა, მას საერთოდ ნოეს გამოჩენა თვიდანაც არ გახარებია მაგრამ, ამ საუაბრმა უფრო მეტად აუხილა თავლი, ცოტახანს სიჩუმე  ჩამოვარდა, აბსალომი დაფიქრდა და შემდეგ ნოეს უთხრა:
-ყმაწვილო ის პერიოდი როცა თქვენ ჩვენთან იქნებით, იმედია ჩვენს მასპინძლობას ბოროტად არ  გამოიყენებთ და ჩვენს საზოგადოებაში ქაოსს არ შემოიტანთ.
ეს თქვა აბსალომმა და ზურგი შეაქცია ნოეს, კიბებეზე ავიდა ისე რომ უკან  არც კი მოუხედავს და თვალს მოეფარა.
-იცი, აბსალომთან ასეთი ტონით საუბარს ვერავინ ბედავს.- უთხრა აბეშურამ, როცა აბსალომი თვალს მოერიდა, -ცოტა თავმდაბლობა გმართბს, შენს ტომში როგორ იყო არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ქურუმებს ასე არ ვესაუბრებით.
-ნუთუ აქ თვალში რომ ნაცარს გაყრიან, იმაზე ხმა არ უნდა ამოიღო?
-რატომ გვაყრიან თავში ნაცარს?
-ნუთუ შენც იმის გჯერა რომ ოტომ დაბადებამდე მძიმე დანაშაული ჩაიდინა, და ასეთი თეთრი იმიტომ არის
-კი მაგრამ, რაღარც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს რომ ის ასე განსხვავებულია ჩვენგან...
-კი ამას აქვს თვის ახსნა... მაგრამ ღმერთბი აქ არაფერ შუაშია... მაგრამ მე ისიც მეეჭვება რომ ამ სიამრთლეს ვინმე მიხვდეს. ალბათ ქურუმის ვერსია უფრო ადვილი მისაღებია საზოგადოებისათვის.
-ნოე ასე ძალიან რა არ მოგეწონა?
-კაი არ მიაქციო ყურადღება-ერთი ეს მითხარი, ამ წესებს და კანონებს აბსალომი ადგენს თვითონ?
-არა ეს კანონები, თაობიდან თაობას გადაეცემა, პირველ ქურუმს რომელსაც ტყის სულებმა გვირგვინი გადასცეს, ასევე კანონები ჩააწერინეს, რომლის მიხედვითც ვსარგებლობთ მას მერე ყველანი..
-და სადაა ეს კანონები?? შეიძლება ვნახო??
-კი როგორ არა ის კედელზეა გაკრული ტაძარში- აბეშურამ ტაძარში გაკრულ გაზეთის დაჭრილ ფურცელიკენ გაიშვირა ხელი, ნოემ კი იცნო გაზეთის ფურცლები, რომლებზეც სხვადასხვა ადმაიანის შესახებ ახალი ამბები ეწერა, ზოგი ისე იყო გადაჭრილი რომ წაკითხვისას ვერც  შინაარს ვერ გამოიტანდი,  ყველაზე დიდი წარწერა რომელიც ცენტრში იყო, რომელიღაც ქალაქის ამინდის ორ კვირიანი პროგნოზი იყო... ნოემ დიდხანს ათვალიერა გაზეთბი და ვერაფერი მნიშვნელოვანი ამ წარწერებში ვერ ამოიკითხა.
- ამას არავინ კითხულობს?
-რას ამბობ, ამის წაკითხვა მხოლოდ ქრუმებს შეუძლიათ
-გასაგებია და ქურუმი როგორ ხდება?
-ქურუმი თავისი სიკვდილის წინ ყოველთვის ასახელებს ახალ ქურუმს
-აჰა გასაგებია.. ამათგან ირჩევენ ალბათ ხომ?- ნოემ თითი ტაძრის ეზოში და ტაძარში მომუშავე ციყვებზე გაიშვირა, რომლებიც ტერიტორიაზე ფუსფუსებდნენ, და ნოეს ყურადღება იმით მიიპყრეს, რომ ამდენი ციყვის ყოფნის მიუხედავად, ძალიან სიჩუმე იყო ტაძარში, და ნოეს და აბსალომის საუბარი მოშორებითაც ისმოდა
-ესენი, ტაძრის საძმოა... ესენი ქურუმები ვერ გახდებიან
-რატომ?
-ისინი ტაძარს და ქურუმს ემსახურებიან... იმისთვის რომ ქურუმის მსახური იყო აუცილებალდ მუნჯი უნდა იყო...  ამიტომ როგორც კი ფიცს დებენ მაშინვე სამუდამოდ მუნჯდებიან
-როგორ?
-ენას იკვეთენ საკუთარი ხელით.
-რა საშინელებაა??
-ამას საკუთრი ნებით აკეთებენ არავინ აძალებს, მონები კი არ არიან? ჩვენ მონები არ გვყავს
-მონები არიან!  საკუთარი  სურვილით დამონებულები....
ნოემ ცოტა იმედგაცრუება იგრძნო, არ მოეწონა ციყვების ასეთი საქციელი, ცოტაცანს გაუნძრევლად იჯდა,მერე განაგრძო სვლა, და აბეშურას ისევ ჰკითხა
-კი მაგრამ, ქურუმებს საიდან ირჩევენ აბა...
-არიან ტაძრის მსახურები, რომლებსაც ქურუმები მანამდე გამოარჩევენ ტაძრის საძმოში მოსულებიდან სანამ ისინი ფიცს დადებენ და ენას მოიკვეთნ, ისინი მერე ქურუმებათან ერთდ იზრდებიან, და იქიდან ირჩევენ შემდეგს... ასეთია ტყის სულების სურვილი, ისინი ხომ ჩვენი ღმერთბი არიან და ჩვენც ვემორჩილებით.
-ხოო თქვენს ტყის სულებს უცნაური სურვილები აქვთ...
-თქვენთან როგორ ხდება ეს ამბავი
-სხვანაირად...-მოკლედ და უჟმურად უპასუხა ნოემ, თითქოს არ ესიამოვნა აბსალომის ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ საკადრისი პასუხიც ვერ გასცა, ცოტა აფორიაქებულიც იყო... და უფრო და უფრო სწრაფ ნაბიჯებს დგამდა, ერთი სული ჰქონდა გასცლოდა აქაურობას.
  პატარა წყარო გადაირბინა, და იქვე ოტო შეამჩნია, რომელიც ნოეს და აბეშურას ელოდებოდა,
-ნოე რას იტყვი? როგორ მოგეწონა?- თვალებ ანთებული შეეგება ოტო
-არ მომეწონა..
-რა არ მოგეწონა?
-რა უნდა მომწონებოდა?.. შენ მოგწონს დაწყევლილს რომ გეძახიან და არ გეკარებიან
-ეგ ვის მოეწონება...
ნოე არც გაჩერებულა ისე მიდიოდა უკან მთავარი მუხისაკენ, ნაბიჯებს კიდევ უფრო და უფრო უჩქარებდა, უნდოდა რაც შეიძლება მალე გაცლოდა აქაურობას.
-ოტო, სხვებიც ასე გექცევიან?-იკითხა ნოემ
-როგორ ასე?
-ყველას ჰქგონია რომ ტყის სულებმა დაგსაჯეს ცოდვისთვის რომლეიც არ ჩაგიდენია, და არ გელაპარაკებიან?
-ყველა არა.. მაგრამ უმრავლესობა კი....  თუმცა მეგობრებიც მყავს..  აი მაგალითდ აბეშურა
-ოტო კაი ბიჭია-ჩაერია აბეშურა ცდილობდა სიტუაცია განემუხტა, და ნოესთვის გაღიზიანება გაექარწყლებინა, აშკარა იყო  რომ აბსალომთან შეხვდრის შემდეგ ნოე არ იყო კარგ ხასიათზე
-და ცუდი რატომ უნდა იყოს-უპასუხა ნოემ- საამისო მას არაფერი დაუშავებია.

      ნოე აბეშურა  და ოტო ერთად დაბრუნდნენ  მთავარ მუხასათან, სადაც ციყვები ისევ ირეოდნენ და ყველანი რაღაცას აკეეთებდნენ.  ესენი აქ რამდენს მუშაობენ, მე კიდე მთელი დღე მეძინა ხოლმე, ან  ვთამაშობდი, გაიფიქრა ნოემ, და მე რომ აქ დავრჩე მეც ამდენი უნდა ვიმუშავო. არადა რომ წავიდე სად უნდა წავიდე? უკან დაბრუნებაც ხომ შეუძლებელია.. ნოე ცოტახანს კიდევ ჩაფიქრდა, უკან ხომ არ დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი ეჩვენებოდა, თუმცა თუ მოინდომებს ეგება დარუნდეს კიდეც, ცოტახნის ფიქრის შემდეგ ნოე საკუთარ თავსაც კი გამოუტყდა რომ უკან დაბრუნება არ უნდოდა.. ,,რაღაც უნდა მოვიფიქრო მომავლისთვის..." ჩაილაპარაკა ისე, რომ ვერც აბაშურამ და ვერც ოტომ ვერაფერი გაიგონეს.

თავი 10

დილას მზე ჯერ ამოწვერილიც არ იყო, როდესაც ურიელისა და ზორაიას  ფუღუროსთან ჩოჩქოლი ატყდა, ურიელი კარს მიღმა ხმაურმა შეაღვიძა.
 ,,მიდი გამოიყვანე.." ჩურჩულით ეუბნებოდა ერთი ციყვი მეორეს, ,, რატომ არ გესმის, რომ არ შემიძლია"  უპასუხა მეორე ხმამ ჩურჩულით.
  ურიელმა ზორაიას გადახედა, რომელსაც უკვე გაღვიძებოდა, მერე თვითონ წამოდგა და ფუღუროს კარი გააღო. გარეთ ოტო და სხვა სამი ციყვი დაინახა. ოტო შეცბა ურიელის დანახვაზე და თვალი მოარიდა.
-ბატონებო აქ რა ხდება?-იკითხა ურიელმა
-პატივცემულო ურიელ, ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდეთ, თქვენ და თქვენი მეუღლე-უპასუხა ერთერთმა მოზრდილამ ციყვმა
-კი მაგრამ სად?
-ამას გზაში აგიხსნით.
-და რომ არ წამოვიდე?-იკითხა ურიელმა, ამ დროს იგრძნო გვერდიდან მხარი მხარში როგორ ამოუდო ზორაიამ.
-თუ არ წამოხვალთ, ნაბძანები გვაქვს ძალით წაგიყვანოთ , უპასუხა მოზრდილმა ციყვმა.
-როგორ თუ ძალით?-გაიკვირვა ზორაიამ.
   ურიელმა ამ დროს ოტოს გახედა, რომელიც ზურგით იდგა და საუბარში არ ერეოდა, ურიელი ჩუმად იყო ხმას არ იღებდა.  სიჩუმე ისევ ზორაიამ დაარღვია.
-ოტო, შენ რას გაჩუმებულხარ, ხმა ამოიღე რატომ არაფეს ამბობ?
  ოტო  ქვასავით გაშეშებული იდგა, უკან არც კი იხედებოდა, რამდენიმე წუთში წინ გადადგა ნაბიჯები ისე, რომ უკან არ შემოუხედავს. ურიელი და ზორაია მიხვდენ რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და  ციყვებს გაჰყვნენ, ქვევით ჩასულებს ხელებდაბმული ბატონი ბა და ბატონი გო დახვდნენ.
-თქვენ რაღა დააშევეთ პატივცემულებო, გაუკვირდა ურიელს, თქვენც ხომ უცხოები არა ხართ და არ არსებულ მტერს არ ეხმარებით?
-რა საჭიროა მიზეზი, უპასუხა გომ. ის, რომ ნოეს არ მოვწონდით, სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ჩვენს დასაჭერად.
-არა, რა სისულელეა, აშკარად რაღაც გაუგებრობაა,  ჩააერია საუბარში ბა. ეს ნოემ არ იცის, გაიგებს და ყველაფერს მოაგვარებს, აშკარად რაღაც შეცდომაა.
-მე მაგის იმედი არ მაქვს -უპასუხა გომ.
-ძალიან ცუდი ...-ნიშნის მოგებით უპასუხა ბამ.
ურიელი, ზორაია, ბა და გო, ხელებგადანასკვული მიუყვებოდენ აღმართს, წინ პირველი ოტო მიდიოდა, რომელიც უკან არც კი იხედებოდა მას უკან ერთი შეიარაღებული წიყვი მოყვებოდა, შემდეგ პატიმრები და  ბოლოს  კვლავ ორი ციყვი. სიჩუმეს დროდადრო უკან მდგარი ციყვის შეძახილები არვევდა, რომელიც მოუწოდებდა ციყვებს, რომ დროზე ევლოთ.
  ურიელი თავდაღუნული მიუყვებოდა გზას, გვედზე ზორაია მიჰყვებოდა, დიდი ხნის დუმილის შემდეგ,ზორაიას მიმართა:
-იცი ეხლა რაზე ვფიქრობ?
-საიდან უნდა ვიცოდე  რაზე ფიქრობ, უპასუხა დაბალი ხმით ზორაიამ.
-კარგი რა, ზორაია, შენ ხომ ყოველთვის იცი მე რაზე ვფიქრობ... ამდენი წლის ცოლ-ქმარი ვართ. სანამ რამეს მოვიფიქრებ უკვე მოფიქრებული გაქვს.
-ალბათ იმაზე რომ ამ მძიმე დროს, გულშემატკივარიც კი არავინ გვყავს..
-კი... მაგას ვფიქრობ... იცი, დღეს პირველად გამიხარდა რომ შვილი არ გვყავს..
-ცუდია, თუმცა შენ არასდროს გიგრძნობინებია ჩემთვის, მაგრამ მე ხომ ვიცი როგორ გინდოდა შვილი...
-ხო ეს დიდი უბედურება იმ ცოლ-ქმრისთვის, რომელთაც ასე უყვართ ერთმანეთი.
-ხედავ... რამდენი უბედურება მოგიტანე, შვილიც ვერ გაგიჩინე, ჩემს გამო რამდენი ადამიანი დაგიპირისპირდა და ეხლაც სადღაც მიგვერეკებიან ისევ ჩემს გამო..-ეს თქვა ზორაიამ და ცრემლები წასკდა. ურიელი გადაეხვია ზორაიას და მკერდზე მიიკრა.
-იმოძრავეთ- დაიღრიალა უკან ერთ-ერთმა ციყვმა. ატირებული ზორაია და ურიელი გზას გაუდნენ.
-იცი ეგ არასროს აღარ თქვა!  მე არასოდეს მინანია, ცოლოად რომ  შეგირთე, არც ერთი წუთით!
-აწი სადღა უნდა ვთქვა.
-შენ ხომ არ ნანობ ცოლად რომ გამომყევი, რომ მიატოვე შენიანები ყველა და ჩემთან წამოხვედი.
-არა, არ ვნანობ...მაგრამ...
-რა მაგრამ?
-იმას ვნანობ, რომ ვერ მოგანიჭე ყველაზე დიდი ბედნიერება და მამა ვერ გაგხადე, შენ ხომ საუკეთესო მამა იქნებოდი მსოფლიოში.
-შენ კიდე საუკეთესო დედა-  უპასუხა ურიელმა და სევდის ბუშტი მოაწვა ყელში.
-თუმცა, არც მასეა ალბათ საქმე, განაგრძო ურიელმა, აი. ოტოს გაზრდაში რამხელა ამაგი მიგვიძღვის, მაგრამ რა?  ეხლა ჩვენს მდგომარეობას, ნამდვილად სიკვდილი ჯობია.
-კარგი ურიელ, ჩვენზე ცუდად ეხლა ოტო გრძნობს თავს, ხომ ხედავ არც კი შემოუხედავს, თავლსაც კი ვერ გვისწორებს.
-ხოდა, მეც მაგას ვამბობ, ეხლა რომ ჩვენ შვილები გვყოლოდა და ამ საზოგადოებაში ვტოვებდეთ, მაშინ უფრო საშინელ მდგომარეობაში ვიქნებოდით.
-როგორ შეგიძლია ყველაფერში კარგი რამ დაინახო.
-არა, ცუდის დანახვაც შემიძლია.. ჩვენ რაც გვემართება მხოლოდ ჩვენი ბარლია და არა  სხვისი. ჩვენ  არაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა.
-ეგ ცუდი არაა... ეგ რეალობაა.
-ხო, რეალობაა ის ფაქტი, რომ თუ ბოროტებას მხოლოდ უყურებ და არაფერს აკეთებ, ბოროტება იზრდება და იზრდება. ბოლოს შენც მოგწვდება და ჩაგყლაპავს... აი ეს დაგვემართა ჩვენ ყველას.
-განა ერთ ბერიკაცს და ერთ დედაკაცს რამის შეცვლა შეგვეძლო? ჩაილაპარაკა ზორაიამ
- შეძლებით... ყველას შეუძლია.
ეს თქვა ღრმად ამოისუნთქა და  გაანგრძო.
ნოე რომ მოვიდა თავიდანვე ეტყობოდა რომ ქაოსს შემოიტანდა, არ უნდა მიეცა არავის ამდენის უფლება, და არ უნდა გამხდარიყო ლიდერი, ეგ ხომ ციყვებსაც არ აურჩევიათ, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და აი,შედეგიც მივიღეთ...
-კარგი, ურიელ, ნუღარ ნერვიულობ. რაღა აზრი აქვს, ჯობია ბედს შეევგუოთ...
-ბედს არასდროს უნდა შეეგუო- მოუჭრა ურიელმა.
-ჩვენ იმ ასაკში ვართ, რომ სხვა გზა არ დაგვჩენია.
-ასაკს მნიშნვნელობა არა აქვს. მთავარია მომავლის რწმენა და თავისუფლების სურვილი არასდროს დაიკარგოს.
   ამის მერე ხმა ამოურებლად იარა ყველამ, თითქოს ზედამხედველებიც დაიღალნენ ჩქარა-ჩქარას ძახილით და ყველანი უხმოდ მიუყვებოდენ ბილიკს. უკვე მზე კარგა ხნის ამოსული იყო, როცა რაღაც გორა გადაიარეს და რაღაც შემოღობილ დიდ ტერიტორიას მუახლოვდნენ. ურიელმა გახედა ამ შემოღობილ ეზოსა და ქოხმახებს. გაიფიქრა ნეტავ ამის აშენება როდისღა მაოსწრესო. ოტო უხმოდ შევიდა შემოღობილ ტერიტორიაზე, რომელიც ეკლიანი მცენარეებით იყო შემოღობილი და გუშაგები იცავდნენ. აქა იქ   პატარ-პატარა ქოხმახი იდგა, სადაც  რამდენიმე ციყვი, შიმშილისგან განხდარი და მილეული დაიარებოდა. ზოგი მუშაობდა,  ფიცრებსა და ტოტებს ამუშავებდნენ,  ურიელი და ზორაია სახტად დარჩნენ, გაოგნებისაგან გაშეშდენ და ერტ ადგილს გაშტერებული მისჩერებოდნენ, თითქოს არ უნდოდათ დაენახათ თუ რა ხდებოა მათ თავს.
-სამწუხაროდ თქვენ აქ დარჩენა მოგიწევთ, უთხრა ოტომ  ტყვეებს.
-აქ რაღაც შეცდომაა, ჩვენ აქ არ უნდ ა ვიყოთ-ხმას აუწია პატივცემულმა ბამ.
-მაპატიეთ, პატივცემულო, მიუგო ოტომ, აქ არაფერია შეცდომა. მე ბრძანებას ვასრულებ - ბატონო ურიელ და ქალბატონო ზორაია, გთხოვთ, მაპატიოთ მაგრამ მე მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია.
უცებ კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ პატიმრების მუშაობის და ხვნეშის ხმა ისმოდა აქა-იქ.  ზორაიამ ერთი ნაბიჯი ოტოსკენ გაგდადგა და უთხრა:
-ოტო,  შენ მართლა კარგი ხარ, განსხვავებული... ვიცი, რომ ყველა იმის გამო დაგცინოდა მათგან რომ განსხვავდებოდი, მე კი ყოველთვის გარიგებდი, რომ შენ შეგიძლია იმათ დასცინო, რადგანაც ისინი ყველანი ერთნაირები არიანთქო...  ოტო, შენი განსხვავებულობა სიკეთეშია, და ის სიკეთეში უნდა გამოიყენო. თავი არ მისცე ბოროტებას სამუდამოდ დაეუფლოს შენს გონებას, ნუ გაყვები ბოროტებას დაუბრუნდი სიკეთეს.
  ოტო შებრუნდა და კვლავ უკანმოუხედაავდ განაგრძო სიარული შინისაკენ, მას თან ის სამი ციყვი გაყვა რომელთან ერათდაც აქ მოვიდა.

  როგორც კი ოტო თვალს მოეფარა, ზედამხედვეელბა  იმწამსვე ყვირილი და უხეშობა დაიწყეს.   შეყარეს ზორაია და ურიელი ერთ პატარა ქოხში. ბატონი ბა და ბტონი გო მეორე ქოში. ქოხი ძალიან ნესტიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ურიელი ძალიან დაღლილი იყო და ფეხიც სტკიოდა, დაწოლას მაინც ვერ ახერხებდა. ბოლოს ოთახის ცენტრში ნაკლებად სველი ადგილი ნახა და იქ ჩამოჯდა, გვერდით ზორაია მიუჯდა. ზორაიამ ჰკითხა:
-ეხლა რა უნდა ვქნათ ბერიკაცო?
-რავიცი, თუ მუშაობაში სული არ ამოგვხადეს, ვიჯდეთ და გავიხსენოთ ერთად გატარებული წლები.
-გაგიჟდი.. ჩვენ ვინ გვამუშავებს, მოხუცებს...
-თუ გადაგასახლეს და საპყრობილეში ჩაგაგდეს... რაღატო არ გამუშავებენ, რა ჭკუა დაუშლით...  ნუთუ სიტუაციას სათანადოდ არ აფასებ, რატომ გაქვს მოლოდინი რომ ესენი ვინც ეხლა შენი მტერია  კარგად მოგექცევა... ყველაფერს უნდა ელოდე მათგან და მერე არც არაფერი გაგიკვირდება. თუ ჰუმანურად მოგექცევიან შენთვის სასაიმოვნო სურპრიზი იქნება.
-ისე შვილი რომ გვყოლოდა და ასე ოტოსავით  იმედები გაეცრუებინა... მასეთ ყოლას ალბათ არ ყოლა ჯობდა-ჩაილაპარაკა ურიელმა.
-ეჰ.. ნეტა შვილი გვყოლოდა და ჩევნი საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა, და არც ამ გაუგებრობაში ამოვყოფდით თავს. დანანებით ჩაილაპარაკა ზორაიამ.
-გახსოვს ჩემს ქალაში რომ ჩამოხვედი, განაგრძო ზორაიამ, მამაჩემთან ხელის სათხოვნელად. რომ გკითხა რითი შეგიძლია გააბედნიეროო?.. საწყალ მამაჩემს ისე არ უნდოდა ჩემი სხვა საციყვეთში გათხოვება რომ რას არ იმიზეზებდა.. და თურმე ის უნდა ეკითხა  ჩემს ქალიშვილის რითი შეუძლია შენი გაბედნიერებაო.
-მერე ხომ გამაბედნიერე...
ზორაია დუმდა, გაშტერებული კედელს უყურებდა. მერე ისევ განაგრძო ურიელთან საუბარი, რომელიც უფრო მონოლოგს გავდა, რადგანაც ურიელი არ იყო საუბრის ხასაითზე.
-იცი, იმ დროს არ მეგონა თუ ჩევნს სიყვარულს ასეთი დასასრული ექნებოდა, მაშინ იმდენი წინაააღმდეგეობების გადალხვა მოგვიწია.. ვფიქრობდი თუ ამ ყველა წინააღმდეგობებს გადავლახავდით  ბოლს ბედნიერები ვიქნებოდით..   რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას მოვიტოვებდით მით უფრო მიმძაფრდებოდა შენი სურვილი, ეხლა კი რას მივაღწიეთ საბოლოდ, სად ვართ? სადღაც ჯურღმულში!
-მთავარი ისა, რომ ერთად ვართ, და ამ ჯურღმულამდეც ერთად მოვაღწიეთ.
-აკი გითხარი ყველაფერში სიკეთის დანახვა შეგიძლიათქო.
ურიელს გაეღიმა, მაგარმ ხმა აღრ ამოუღია, ზორაიამ მცირედი დუმილის შემდეგ განაგრძო ისევ საუბარი.
-ჩვენს ქალაქში რომ ჩამოხვედი სტუმრად, მაშინ მახსოვს ყველა გოგოს შენზე ეჭირა თავლი. შენ კიდევ როგორ იფერებდი მათ ყურადღებას.
-ხო, მაგრამ მე ვერავის ვამჩნევდი... მხოლოდ შენ შეგამჩნიე, და შენს გარდა არავის დანახვა არ მინდოდა.
-გახსოვს, როგორ გამომიტყდი სიყვარულში, იების თაიგული რომ მაჩუქე, და მითხარი რომ ყველაზე ბედნიერი იქნებოდი თუ შენი ცხოვრების მეგზური გავხდებოდი.
-კი და ეგ ბედნიერება მეღირსა...
  ეს თქვა ურიელმა და ამ დროს ვიღაც სიყვი შემოვიდა ოთახში, შემოიტანა ორი ცალი რკო, რომელიც ურიელს და ზორაიას მუგდო და უთხრა:
  -დროზე ჭამეთ, მერე სამუშაოდ გადიხართ, ჩვენს საზოგადოებას უსაქმურები და მუქთამჭამელები არ სჭირდება!



თავი   11

მზე ახალი მაოსული იყო. ნოე  თავის ოთახში იჯდა. გაშტერებული უყურებდა აბეშურას ფოტოს, ოთახში ოტო და კიდევ სამი ციყვი შემოვიდა, რომლებიც ნოეს ერთგულად თან დაყვებოდნენ. ნოეს დიდხანს არ მოუშორებია თვლი აბეშურას ფოტოსათვის. ზურგით იდგა და არც ოტოსკენ და სხვა ციყვებისკენ არ მიბრუნებულა.
-აბა რა ხდება?-იკითხა ნოემ.
-ნოე არც ისე კარგადაა საქმე-უპასუხა ოტომ
-რატომ?
-ხომ იცი  მშენებლობა არც ისე სწრაფად მიდის როგორც საჭიროა, სანოვაგის შეგროვებასაც ვერ ვასწრებთ... ზამთარი დღითიდღე ახლოვდება და  ჩევნი საქმეები კი წინ ვერ მიიწევს,
-ლონგინოზი სადაა?
-გარეთ დგას,
-უთხარით შემოვიდეს.
ლონგინოზის მოსაყავნად ერთი ციყვი გავიდა, რომელიც  ხმას საერთოდ არ იღებდა, ლონგინოზი უჩუმრად და მძინე ნაბიჯებით შემოვიდა  ოთახში არც ის არ იღებდა ხმას.
-ლონგინოზ, აბა რა ხდება? რატომ ვერ ვაშენებთ ამ სანოვაგეს?-იკითხა ნოემ
-მუშა ხელი არ გვყოფნის ძალიან ცოტანი ვართ-უპასუხა ლონგინოზმა
-აშენებული რომ თვზე გვენგრევა ეგეც მუშახელის სიმცირის ბრალია?
-არა ეგ სიჩქარის ბრალია, საძირკველს გამაგრებას არ ვაცდით უკვე კედლები ამოგვყავს.
-ლონგინოზ, ხომ იცი ეგ სანოვაგე თუ არ აშენდა შიმშლით დავიხოცებით... ციყვების უმრავლესობა  მანდ მუშაობს და სანოვაგეს არ აგროვებს, დროზე უნდა მორჩეს მშენებლობა, რომ მერე მუშებმაც შეგროვება დაიწყონ.
ნოემ აბეშურას ფოტო მაგიდაზე დადო და წამოდგა. ოთახში გაიარ გამოარა და ისევ ლონგინოზს მიმართა:
-შენ ხომ დიდი ხნის განმავლობაშ მუშაობდი პატივცემულ გოსთნ ერთდ,  და იცი როგორ უნდა ააშენო, თუ არ შეგეძლო ამ მშნებლობის დასრულება ხელი რატომ მოკიდე?
-ნოე, მაპატიე, მაგრამ მე არჩევანი არ მქონია.
-ყოველთვის არის არჩვანი, იღრიალა ნოემ და მაგიდაზე მუშტი დაახეთქა. შემდეგ ლონგინოზს ანიშნა რომ ოთახიდან გასულიყო.
-განაგრძე მუშაობა. დაგახმართ ახალ მუშებს, მიაძახა კარში გასულ ლონგინოზს.
შემდეგ ოტოს მიუბრუნდა და უთხრა:
-მებრძოლები შეკრიბეთ,
-რატო? გაუკვირდა ოტოს.
-ახალი მუშახელი უნდა მოვიყვანოთ.
ოტო გარეთ გავიდა და ერთ საათში შეიაარღებული მებრძოლები უკვე შეკრებილნი იყვნენ მთავარი მოედნის წინ და ნოეს გამოსვლას ელოდებოდნენ.
ნოეც მალე გამოვიდა გარეთ, თვითონაც საბრძოლო ფორმაში იყო გამოწყობილი. შემაღლებულ მორზე ავიდა, გადახედა შეგროვილ მეომრებს და გაიფიქრა ,,რა ცოტანი ვართო“ , მერე ორი ნაბიჯი გადაგდა წინ და  მიმართა  მათ:
-მეომრებო, დღეს ჩვენს საციყვეთს თქვენი იმედი აქვს, როგორც ინფორმაცია მივიღეთ, მტერი ჩვენზე თვდასხვმას აპირებს, ჩვენი სანოვაგის დანგრევა და შეგროვილი სარჩოს წაღება უნდათ, სამშობლო ეხლა თქვენს იმედზეა... თანვადსხმას ხვალ გეგმავენ, ჩვენ ეხლავე უნდა დავიძრათ და ხვალ დილას გამთენიისას იქით დავეცემით თავზე. მოულედნოლება იქნება ჩვენი უპირატესობა! ეს თქვა ნოემ და თვზე მუზარადი დაიხურა.
-მეომრებო, დავიძრათ მტრისაკენ! შინ გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ! ჩვენი მიზანია  რაც შეიძლება მეტი ნადავლი და ტყვე ჩავიგდოთ ხელთ.  ნოე კუნძიდან ჩამოხტა და ჯარს გაუძღვა წინ.
ნოე წინ მიდიოდა გვერდზე ოტო მიყვებოდა, უკან კი მთელი ჯარი, ასე იარეს ხმა ამოუღბლად მანამ, სანამ მდინარეს არ მიადგნენ. მდინარეზე ციყვებმა ხის ნაფოტებისაგან ტივები შეკრეს, ზოგმა დიდი მორი მოზიდა და მდინარე ისე გადაცურეს. მეორე ნაპირზე რომ გადავიდნენ უკვე ჩამობნელებული იყო. მეზობელი ქალაქისკენ  ჩუმად  მიიწევდნენ, ქალაქის გარშემო, ცოტა მოშორებით დაბანაკდნენ. ციყვები უკვე ნოეს ნიშანს ელოდებოდნენ.
-როგორც კი მზე ამოსვლას დაიწყებს ეგრევე უნდა დავესხათ თვს -ჩაილაპარაკა ნოემ.
-კი მარა როდის გაიგე რომ თავდასხმას გვიპირებენ?-იკითხა ოტომ.
-არ გამიგია.
- ეს როგორ?
-კარგი ოტო, შენ მაინც რა მოგივიდა...
-კი მაგრამ გამოდის რომ  ესენი უდანანშაულოები არიან? მაშინ რატომ ვესხმით თავს?
-იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ უკეთ.... ხომ ხედავ სარჩოს ვერ ვაგროვებთ...  სანოვაგეზე მუშა ხელი  არ გვყოფნის, ამათ თუ თავს არ დავესხით ვერ გადავიტანთ ამ ზამთარს.
ოტო გაქვავებული უსმენა ნოეს, ჩაფიქრდა ცოტახანს და მერე თქვა
-მაშინ გამოდის რომ....
-გათენდააააა-დაიყვირა ნოემ და პირველი გადახტა მტრის ქალაქისაკენ,  მას მეომრები მიყვნენ, ოტო კი ისევ გაშეშებული იდგა. ადგილიდან ვერ იძვრებოდა,  მეომრები ქალაქის  განაპირა ფუღუროებს და ქოხებს დაესხნენ თავს.  უეცრად ქალაქში ჩირაღდნები აინთო და ყიჟინა ატყდა. ქალაქიც ფეხზე დადგა და ნოეს ჯარს წინააღმდეგობა გაუწია. ნოე თვგამოდებით იბრძოდა. ყველა მეომარს მაგალითს აძლევდა, თუმცა ბრძოლის დაწყებისთანავე გამოაშკარავდა, რომ უპირატესობა მეორე მხარეს იყო. უკვე რამდენიმე ციყვი სასიკვდილოდ დაჭრილიყო, ნოემაც მოესწრო  რამოდენიმე მოწინააღმდეგე ციყვი სიცოცხლეს გამოესალმებინა,  
ოტო კი იდგა და ჯერ გონს ვერ მოდიოდა, მერე უცებ შეამჩნია თუ როგორ მოექანებოდა შეიარაღებული ციყვი მის მიმართ რომელიც მოკვლას უპირებდა, ოტო გონს უნდა მოგებულიყო და არც დააყოვნა. მოქნეულ ხმალს ხმალი დაახვედრა,  ზევით ახტა და ერთი ხმლის მოქნევით მარჯვენა მკლავი მოაჭრა თავდამსხმელს. ოტომ ნოეს გახედა რომელიც გაამებული იბრძოდა. აშკარა იყო ბრძოლას აგებდნენ. ნოეს სამი მოწინააღმდეგე ერთდროულად ებრძოდა, იგი მედგრად უწევდა მათ წინააღმდეგობას. ამის შემხედვარე ოტო ნოეს დასახმარებლად გავარდა და ბრძოლაში ჩერთო. ერთი მოწინააღმდეგე ოტომ მოკლა დანარჩნი ორი ნოემ გაისტუმრა საიქიოს.
-ნოე მგონი დროა უკან დავიხიოთ, აშკარად ვერ მოვიგებთ ბრძოლას.
-მართალი ხარ -უპასუხა ნოემ და გასცა ბრძანება:
-ყველანი უკან ვიხევთ!
ციყვები ნოეს დაძახებაზე  უკანმოუხედავად გამოვარდნენ.  ნოეს დამარცხებულ ჯარს მტერმა ბოლომდე სდია. ყველანი  გემებზე და ტივებზე შეხტნენ და კუნძულისაკენ გაცურეს. გაცილებით ნაკლები ციყვი ბრუნდებოდა კუნძულზე ვიდრე თავიდან იყვნენ. ნოეც სასოწარკვეთილი იყო, ჩუმად იჯდა მთელი გზა და არ იცოდა რა უნდა ეთქვა, ბოლოს ისევ ოტოს მიმართა:
-ოტო, ეხლა რომ დავბრუნდებით ხმას გაავრცელებ რომ მტერი, მომზადებული დაგვხდა, ვიღაცამ გვიღალატა, ჩვენგან ინფორმაცია მიაწოდა რომ მივდიოდით, უთხარით რომ ნოე ბრძოლის დროს ძალიან მძიმად დაიჭრა და შეუძლოდ არისთქო. როგორც კი თავს უკეთ იგრძნობს მაშინვე გამოჩნდება, თუმცა  ციყვებზე  ზრუნვას მაინც გააგრძელებსთქო.
ოტო  უსიტყვოდ დაშორდა ნოეს, ხმაც არ გაუცია, ისე დაბრუნდა შინ, ხმაც ისე გაავრცელა, როგორც ნოემ დაარიგა. თუმცა უკვე აღარ იცოდა რა უნდა ექნა სამომავლოდ, ნოეს შეეძლო თუ არა მისი იმედების გამართლება. ოტოც შეიკეთა თვის ფუღუროში და გარეთ არ გამოდიოდა. მთელი დღე და ღამე სიბნელეში იჯდა და ფიქრობდა ,, ნუთუ ას ყველაფერს რასაც ვაკეთბთ ტყუილია... არავინ არ გვებრძვის, ეს ამდენი ციყვებიც ტყუილად გავყარეთ... ამხელა სანოვაგესაც ტყუილად ვაშენებთ... ზორაია და ურიელი, ესეთი პატივცემული ციყვები, სულ ტყუილად დავიჭრეთ, თან ჩემი ხელით.  მე გავაკეთე ეს ყველაფერი, მე შევუწყვე ხელი...  ასე გაგრძელება აღარ შეიძლება...“
მთელი ღამე არაფერი უჭამია, არც სძნებია გათენებას ელოდა რომ დილით ადრე ნოესთნ მისულიყო. დილაუთენია გამოვიდა  ფუღუროდან, გარეთ უკვე ხალხმრავლობა დახვდა, ციყვებს ნაცვლად იმისა, რომ ემუშავათ, შეშინებული სახეებით დაიარებოდნენ აქეთ იქით. ოტოს დანახვაზე ყველამ მზერა მისკენ მიაოყრო. ოტომ ყურადღება არავის მიაქცია ისე ჩაიარა. აქა-იქ ციყვების შეშინებული საუბარი ისმოდა: ,,ნუთუ ეხლა თავს დაგვესხმებიან და რაც შევაგროვეთ იმასაც წაგვართმევენ“, ,, ნოე დაჭრილია მძიმედ, რომ ვერ გადარჩეს მერე რაღა გვეშველება“ , „კიდე მოვლენ, და სანოვაგეს კიდევ დაანგრევენ?“ ,, თურმე ძალიან დიდი შეიარაღება აქვთ და ჩვენი კუნძლის დასაპყრობად ემზადებიანო“. ოტო ცდილობდა ყველასათვის ისე ჩეარა გვერდით რომ ყურადღება რავისთვის მიექცია, თუმცა ყველა ოტოს მისჩერებოდა. ისინი ოტოს გარშემო მოგროვდენ და გასასვლელი არ დაუტოვეს.
-ოტო გვითხარი რა ხდება?
-ხომ გითხარით, მოიცადეთ ცოტახანი, როგორც კი ნოე ჭრილობებს მოიშუშებს მაშნვე დაგელაპარაკებათ.
-როგორ არის ნოე? მოკვდება?
-არა, არ მოკვდება-უიმედოდ უპასუხა ოტომ. ალბათ სხვა პასუხი რომ ქონოდა ეს უფრო გაუხარდებოდა, ციყვების ბრბო გაარღვია და ნოეს ფუღუროსკენ გასწია.
ნოესაც არ ეძინა, მთელი ღამე გაათენებინა ბნელ ოთახში, არც არავის დანახვის სურვილი არ გააჩნდა, მათშორის არც ოტოსი.  ოტო რომ დაინახა ოთახში გაკვირვებულმა ჰკითხა:
-ოტო, ამ დილაუთენია აქ რამ მოგიყვანა?
-მთელი ღმე არ მეძინა გათენებას ველოდი, გუშინდელს მერე მოსვენება დავკარგე.
-არაუშავს, ნუ ნერვიოლობ, ჩვენ ბრძოლა წავაგეთ ომი არ წაგვიგია.
-ომი? რომელი ომი? ვინ გვეომება....  ჩვენ... ჩვენ საკუთრ თავს ვებრძვით.
-მერე ეგ ომი არ არის...
-არა არ არის... იცი მე უკვე რწმენა დავკარგე...
-რისი რწმენა დაკარგე ...ოტო?
-იმის რწმენა რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ სწორია... აღარ მინდა ამის მონაწილე ვიყო. გამოდის, რომ ყველა ვინც კუნძულიდან გაიქცა, ყველა ვინც დავიჭრეთ, ურიელი, ზორაია, ბა და გო  ყველანი მართლები იყვნენ.
-ვინ იყო მართლი ოტო?... ყველა ვინც შენ გაგირბოდა, ყველას, ვისაც წყევლად მიაჩნდი და შენთნ სიახლოვე ეშინოდა. ზურგსუკან კი არა პირდაპირ სახეში გაფურთხებდენ, თანასწორად არავინ გვთლიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი დაიბადე. მე დაგიცავი მაშინ, როცა ყველა ზურგს გაქცევდა მე დაგიმეგობრე და გვერდით დაგიყენე და ეხლა გინდა ჩემი მიტოვება?
-ეს მეგობრობა არაა, შენ უბრალოდ მიყენბდი, ნოე!
-ოტო, მე გიყენებდი და ურიელს უყვარდი ხომ შვილივით,  რაში გამოიჩინა შენი სიყვარული, შენს გამო რამეზე უარი უთქვავს ურიელს, ვინმეს დაპირისპირებია შენს გამო? არავის! მე კიდევ შენს გამო ყველას დავუპირისპირდი, ქურუმიც კი თვიდან მოვიშორე, იმიტომ რომ შენ და სხვა ციყვებს ცუდად გექცეოდათ. გატყუებდათ და გჩაგქრავდათ... ნამდვილ ციყვად მე გაქციე, მე! შენ კიდევ მეუბნები, რომ ჩემთან ერთდ არ გინდა და რწმენა დაკარგე, ნოე თანდათნ ხმას უწევდა, ბოლოს  მუშტი  მაგიდაზე დაარტყა და დაიყვირა: რა გინდა, ისევ ისე გინდა იყოს, როგორც ადრე იყო, ისევ გინდა რომ სხვა ციყვები გაგირბოდნენ, ისევ გინდა რომ სამყაროს წყევლა ეგონო ყველას?
- არა ეგ არ მინდა-უპასუხა ოტომ- მაგრამ არც ის მინდა, რომ ამ ყველაფრის მსხვერპლი უდანაშაულო ხალხი იყოს.
-შენ რა დანაშაული მიგიძღვოდა ყველამ რომ ზურგი გაქცია? ჩვენ დიადი მიზანი გვაქვს წინ, უნდა ავაშენოთ საზოგადოება, სადაც ყველა თანასწორუფლებიანი იქნება, სადაც ერთმანეთის აზრს ყვეალნი გავითვალისწინებთ. შესაძლოა ამ გზაზე დაგვხდეს სირთულეები, რომლის გადალახვაც არ იქნება იოლი, შესაძლოა ზოგი ნაკლებად დამნაშავე დაისაჯოს და ის ვინც უფრო მძიმე დანაშაულს ჩადის დაუსჯელი დარჩეს, რადგან საზოგადოების შენებისთვის ასეა საჭირო. თუმცა, ერთი იცოდე  პასუხი ყოველთვის ყველას მოეთხოვება, არავის არაფერი შერჩენია და არ შერჩება!
-ეგ როგორ?-იკითხა ოტომ
-ბუნების კანონზომიერება ეგეთი, ხომ ხედავ არც ქურუმებს შერჩათ ის, რომ ამდენი ხანი საზოგადოებას ატყუებდნენ. არც სხვებს შერჩენიათ ის, რომ შენ დაგცინოდნენ და აბუჩად გიგდებდნენ. ეხლა კი მათ ზევით მოექეცი და ზედმეტ სიტყვას ვერავინ გბედავს. იცოდე, არც შენ შეგრჩება თუ ჩემს მიტოვებას და ღალატს დააპირებ.
-მაშნ არც შენ შეგრჩება ამდენი უდანაშაულო ხალხის სიკვდილი და დაპატიმრება.
-ვიცი...
უპასუხა ნოემ თვდაჯერებულად, ისე რომ არც კი დაფიქრებულა, თითქოს ამაზე დიდი ხანია ფიქრობდა. თითქოს წუხელ მთელი ღამეც ამაზე იფიქრა, თითქოს ოტოსთნ საუბრისთვისაც მზად იყო, და ყველაფერი წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული. ოტოც ყოველთვის მოხიბლული რჩბოდა ხოლმე ნოეს თვდაჯერებულობით. დღევანდელი დღე პირველი იყო როცა მასში ეჭვი შეიტანა.
-ოტო-მიმართა ცოტაოდენი დუმილის შემდეგ ნოემ, ეხლა საჯაროდ უნდა დავსაჯოთ ის რამოდენიმე ციყვი, რომელიც ყველაზე ნაკლებად იბრძოდა ომში, თუმცა სხვა მიზეზით, ამის გაკეთბა დიდად არც მე მსიამოვნებს, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ჩვენც ისეთი რამის გაკეთება რაც ჩვენს სიამოვენბას სცდება. მაგრამ ეს საჭიროა იმისათვის, რომ ციყვებში აურზაური და ქაოსი მორჩს და ყველამ თვის საქმეს მიხედოს, და რომ ზედმეტი შეკითხვები არ გაუჩნდეთ.
ოტოს აღარაფერი აღრ უთქვამს. ისე ხმაამოუღებალდ დატოვა ნოეს ოთხი და გარეთ გავიდა სადაც  ხალხმრავლობა იყო. ნოეს ერთგული ციყვები, სამი დაცვა, რომელიც ნოეს სულ თან დაჰყვებოდა  მთავარ ბორცვზე დაღაცას აშენებდენ. ოტო ვერ მიხვდა თუ რა აშენდბენ აქ და რისთვის. რაც უფრო ახლოს მიდიოდა ინტერესი უფრო და უფრო უმძაფრდებოდა, ბოლოს  მიხვდა რაც იყო ეს ხის ნაგებობა. ენის ბორძიკით ძლივს ჩაილაპარაკა:
-ეს... ეს  ხომ სახრჩბელააა.....

თავი 12
ზუსტად შუადღე იყო, როცა მთავრი ბორცვის წინ უამრავი ციყვი  მოგროვებულიყო. მათმა უმარავლესობამ არც კი იცოდა თუ რისთვის იყვნენ შეკრებილნი, ან რატომ მიატოვეს მუშაობა და რატომ იდგნენ ამ ადგილას, ცოტა ხანში ბურცვზე ამავალი ნოე დაინახეს. ნოეს წუხანდელი გატეხილობა აღარ ეტყობოდა, ცალი მკლავი შეცვეული ჰქონდა და წელზეც შემოხვეული ჰქონდა საფენი, არადა ოტოს ნამდვილად ახსოვდა რომ ნოე ასე მძიმედ სულაც არ იყო დაჭრილი, ნოე ბორცვზე ავიდა, ციყვები ტაშით შეეგებნენ, გვერდით ოტო იხმო და ციყვებს მიმართა:
-მეგობრებო, როგორც იცით ერთი ბრძოლა წავაგეთ მაგრამ ომი არ წაგვიგია, არა!... და ეს ბრძოლა რატომ წავაგეთ?...  მოხდა ის რისი შიშიც მე მქონდა და გაფრთხილებდით ყველას... ჩვენს შორის კიდევ დაიარებიან მოღაატეები. მოღალატეები რომლებმაც მტერს ჩვენი გეგმები წინასწარ აცნობეს. მათ ეხლა დავსჯით  და დღეიდან ყველამ იცოდეს რომ ღალატი არავის ეპატიება, არავის შერჩება თავისი მოძმეების გაყიდვა...
ეს თქვა და ბორცვზე  სამი ხელებ შეკრული და პირ ახვეული მეომრი გამოიყვანეს, რომლებიც ნელ-ნელა სახრჩობელასაკენ მიყავდათ. ხალხიც შეძახილით ამხნევებდა ნოეს, ოტო გაოგნებული იყო თვისი თანამემამულეების ასეთი საქციელით, თითქოს სხვა კუთხით დაინახა ის ხალხი ვისათნ ერთდაც მდენი წელი ცხოვრობდა. თითქოს ყველას უხაროდა ამ უდანაშაულო ახალგაზრდა მეომრების სიკვდილოთ დასჯა.
-ოტო, რამის თქმა ხომ არ გინდა?-ჰკითხა ნოემ.
-ნუთუ ეს აუცილებელი იყო?
-კი ოტო აუცილებელი იყო... ხომ გითხარი, ამას მხოლოდ აუცილებლობით ვაკეთებ... ხედავ არც სხვა ციყვები არიან წინააღმდეგი.
-მაგას  ვხედავ და მეც მიკვირს.
-მაგრამ შენ რატომ აკეთბ ამას, ხომ იცი რომ არ შეგრჩება... შენ არ მითხარი?
-ოტო ჩვენ ისეთ საქმეს მოვკიდეთ ხელი რომ უკვე უკან დახევა უფრო დიდი დანაშაული იქნება, ჩვენ წინ უნდა წავიდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ მიზანს მიუახლოვდეთ.
-ხომ მარა ესენი ხომ ცოდოები არიან?
-ოტო ვინაა ცოდო? და საცოდავი, აი წინ როელიც მოდის, ეს ხომ სხვა არაფერს აკეთბდა შენი დაჩაგვრის გარდა. არ გახსოვს ერთხელ როგორ გამოგკეტა  ფუღუროში ორი დღე და როგორ გაშიმშილა, შენ არ მომიყევი? ეხლა კი რევანშის საშუალება გაქვს, ეს მხოლოდ იმის გამო ავარჩიე რომ ვიცოდი შენ როგორც გექცეოდა,  ეს შენს გამო გავაკეთე.
-არ მინდა ამას ჩემი გულისთვის  აკეთბდე, თუ მიზეზი მე ვარ, გაუშვი!
-ხომ გითხარი უკვე გვიანიათქო... ვიღც უნდა შეეწიროს, ვიღც უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ... თუ ესენი არ იქნებიან  მაშინ ვიღც სხვა იქნება,  თუ ამათ გავუშვებ სხვები უნდა დავსაჯო, და ხომ ხედავ მათ შორის ისინი ავარჩიე  ვისი თვიდან მოშორებაც ყველაზე ნაკლებად მტკივნეულია...  ოტო, ნუთუ მაშინ როცა ასე ძალიან გჩაგრავდნენ არ ფიქრობდი იმაზე, რომ მათ ზევიდან მოქცეოდი და იქეთ დაგეჩაგრა?  სუსტიც კი ცდილობს ვინმე თავისზე სუსტი ნახოს, რომ მასზე გაბატონდეს. შენ ეხლა ამის შანსი გეძლევა და ამის გამოყენება არ გინდა? როცა  გაჭირვებიდან და გაუსაძლისი მდგომარეობიდან თავს დააღწევ მერე უნდა ეცადო ეს მდგომარეობა შეინარჩუნო, შენ კიდევ რას აკეთებ რა გინდა გინდა სახრჩობელაზე გახვიდე? თუ გინდა პატიმრობაში აღმოგხდეს სული.
ოტო ისევ ხმა ამოუღებლად იდგა და ნოეს უსმენდა, შემდეგ მიუბრუნდა მას და ჰკითხა:
-პირი რატომ აქვთ აკრული,
-იმიტომ რომ სიკვდილის წინ სიმართლე არ ილაპარაკონ.
  ოტო სხვა პასუხს თითქოს არც ელოდა, თითქოს წინასწარ იცოდა თუ რას უპასუხებდა ამ შეკითხვაზე ნოე, მერე დაფიქრდა და მიხვდა თუ როგორ შურდა მათი ვინც ეხლა სიკვდილზე მიდიოდა, ის რომ სიკვდილის შიში მათ გამბედაობას აძლევდა იმისას რომ სიმართლე ეთქვათ, თუნდაც ერთი ფრაზა წამოეძახად სანამ სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ოტოს პირი არ ჰქონდა ახვეული, არავინ უკრძალავდა თუნდაც ეხლა რამე დაეყვირა, მაგრამ რაღაც აკავებდა და რა იყო ეს რაღაც, ალბათ შიში, რისი შისი? ეს ოტომაც კი არ იცოდა, ნუთუ მასაც სიკვდილის შიში ჰქონდა, მაშინ რითი განსხვავდებოდა სიკვდილზე მიმავალთაგან... არა ეს არ იყო სიკვდილის შიში, შიში რომელიც სხვებს სიმართლეს ათქმევინებდა, ეს იყო სიცოცხლის დაკარგვის შიში რომელიც სამუდამოდ ამონებდა, და არაფრის თქმის საშუალებას არ აძლევდა, მიხვდა რომ ლაჩარი და მშიშარა იყო და იცოდა თუ ამ შიშს არ დაძლევდა სამუდამოდ მონა იქნებოდა. მშიშრები და ლაჩრები ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთბენ და ვერაფერს ვერ შექმნიან ღირებულს, ეს იცოდა ოტომ... , მას ურიელის ნათვამი გაახსენდა: „მშიშარა ციყვი თხილსაც შესაგრივებლადაც კი ვერ გამოდის ფუღუროდან იმის შიშით რომ ვინმემ არ შეჭამოს, მხოლოდ მაშინ როცა ძალიან მოშივდება და იმის შიში ექნება რომ შიმშლისგან არ მოკვდეს, მხოლოდ მაშინ  ეს შიში აიძულებს მას სხვა შიში დაძლიოს და სარჩოს საშოვარზე გამოვიდეს.... თუ გინდა რაიმე მნიშვნელოვანი და ღირებული გააკეთო  ჯერ შიში უნდა დაამარცხო, თუნდაც  იმის შიში რომ შიშმა არ შეგიპყროს და ჩაგყლაპოს“...
     ოტოს აღარ უნდოდა ამ  სანახაობის ყურება, და ბორცვიდან შორს წავიდა, ნოეს არ მოეწონა ოტომ რომ ზურგი შეაქცია, თუმცა ამაზე კიდე დროის კარგვა არ უნდოდა, როგორც კი ოტო თვალს მოეფარა მაშნვე  ,,დამნაშავე ციყვების“ ჩამოხრჩობის ბრძანება გასცა, ოტომ  ისღა გაიგონა თუ როგორ შეძახილით შეეგებნენ დანარჩენი ციყვები უდანანშაულოთა სიკვდილს.
     სახრჩობელაზე ჩამოხრჩობილ ციყვებს ჯერ ფართხალი არ დაესრულებინათ როცა ნოემ მიმართა შეკრებილ ციყვებს:
-მეგობრებო, დღესვე უნდა დავასრულოდ ყოველივე, და დღესვე უნდა დავუსვათ წერტილი ყველაფერს, როგორც ხედავთ არ შეიძლება არც ერთი ნაბიჯით უკან დახევა, გავწმინდოთ ჩვენი ტერიტორია მტრებისაგან, ჩვენს მოსავალს ჩვენვე მივხედოთ და ვინც ჩვენ გვიღალატებს თავიდან მოოვიშოროთ. ჩვენი მტრები არამარტო ციყვები, არამედ ის ჩიტები არიან ვინც აქ ბუდობენ ჩევნს ტერიტორიაზე, და ჩვენს მსოავალს ჭამენ. ისინი იმ პირობით დარჩნენ აქ რომ აქაურ მოსავალს არ შეჭამდნენ მაგრამ მოგვატყუეს...
-კი მაგრამ ჩვენ რასაც ვჭამთ იმას ჩიტები არ ჭამენ, და რასაც ჩიტები ჭამენ იმას არც ჩვენ ვჭამთ, წამოიძახა პატარ თაზომ, რომელიც ამ ყველაფერს  წინა რიგიდან აკვირდებოდა...
ნოეს არ მოეწონა თაზოს ეს შეპასუხება, მყისიერად თავლები დაუბრიალა, ისე რომ თაზოს შიშისგან ენა ჩაუვარდა, ნოე ბრბოს დააკვირდა. აინტერესებდა თუ რა რეაქცია ექნებოდა რბოს მის ნათქვამზე და თაზოს რეპლიკაზე, თუმცა, თითოეული ციყვი გაყინული თვალებით მისჩერებოდა ნოეს და მის შემდგომ სიტყვას ელოდა, ნოე მიხვდა რომ თაზოს წამოძახილს  რეაქცია არ მოუხდენია  ციყვებზე  და განაგრძო მიმართვა:
-ვინ გადასცემს ინფორმაციას მოწინააღმდეგეს, რა თქმა უნდა ციყვების დანაბარებს ციყვები გადასცემდნენ ჩვენს მტერს... დროა რევანში ავიროთ ყველამ ერთად, არამარტო მეომრებმა, დიდიან პატარიანად ყველამ იარაღი უნდა ავიღოთ ხელში და საბოლოოდ გავწმინდოთ ჩვენი ტყე ამ უსინდისო ბინადრებისაგან- ეს თქვა ნოემ და აირია იქაურობა.
      შეგულიანებული ციყვები დაერივნენ ჩიტების ბუდეებს,  საშინელება  დატრიალადა იმ საღამოს კუნძულზე. ციყვები ხიდან ხეზე დარბოდნენ და ჩიტების ბუდეებს ანადგურებდნენ, ბარტყებს და კვერცხებს ძირის ყრიდენ, იმ ბარტყებს რომლებიც ძირს ჩამოვარდნას გადაურჩებოდნენ, ქვევით დარჩენილი ციყვები თავებს აჭრიდნენ... ჩიტების ჭყივილი გაისმოდა მთელს ტყეში. ამ  ხმაურზე სხვა ჩიტებიც მოფრინდნენ, როცა მიხვდენ  რაც ხდებოდა კუნძულზე  დაფრენაც კი ვერ გაბედეს და ზევიდან ადევნებდნენ თვალს საზარელ სანახაობას. თავს მხოლოდ იმ ბარტყებმა უშველეს რომლებიც ცოტა მოზრდილები იყვნენ და გადაფრენა შეძლეს,მაგრამ  მათმა უმრავლესობამ მეორე ნაპირამდე ვერც მიაღწია და მდინარეში ჩაიხრჩვნენ.
გვიან ღაემდე არ გაჩერებულა ჩიტების ტირილი, ციყვებს არცერთი ჩიტის ბუდე და ფუღურო არ დაუტოვებიათ, ამას ისეთი სიყოჩაღით აკეთბდნენ გეგონებოდათ ამ საქმის მერე ციყვების ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნებოდა.
-მერე ამათ საქმეს ვიღა გააკეთებს... ეხლა ხომ მთელ შეგროვებულ სანოვაგეს ჭიაღუები შეგვიჭამენ- თავისთვის ჩაილაპარაკა ერთმა ჭარმაგმა ციყვმა, რომელიც ამ ყველაფერს სახრჩობელასთან მდგომი აკვირდებოდა, სიჭარმაგის გამო მას ამ ხოცვაჟლეტვაში მონაწილეობა არ მიუღია.
-კი მაგრამ რატომ?..თავისთვის ჩაილაპარაკა დედალმა ქედანმა.



Thursday, June 18, 2015

ციყვების ავტონომია- 2

გაგრგძელება...

თავი  5
                            ისტორია
    სულ პატარა ორი ციყვი,  რომლებიც დედას ელოდებოდენ, ვერც კი წარმოიდგენდნენ თუ რა ცუდი დღე გაუთენდათ... დედამისი, რომლის სხეულის სითბოს გრძნობდნენ ცოტახნის წინ, დღეს დილას უკანასკნელად ნახეს.
      ჩაძინებულებს ძილი რაღაც საშინელმა ზანზარმა და ხმაურმა დაუფრთხოთ, და-ძმა შიშისგან ერთმანეთს ეკვროდნენ, მიხვდნენ, რომ ეს დედამისის ხმა არ იყო, მაგრამ  არ იცოდენ რა ხდებოდა მათ თავს. ციყვებმა უეცრად დაიანხეს რომ მათი ფუღუროს შესასვლელს ვიღაც რაღაცს ურტყამდა და შემოსასვლელს აფართოვებდა, წამიერად ვიღაც დიდმა არსებამ ხელი შემოყო ფუღუროში.ჯერ ძმას მოკიდა ხელი და აიყვანა:
   -თითაააააააა--- დაიყვირა შიშისგან ფუღუროში მარტოდ დარჩენილმა დამ, ასე მას დედამ დაარქვა, რადგანაც დისგან განსხვავებით უფრო პატარა და მოკლე თითები ჰქონდა.
თითა ძალიან შეშნებული იყო, ერთიანად ცაცხახებდა, უცხო არსებამ ის  გალიაში ჩასვა, და კვლავ ფუღუროში შეყო ხელი, იქ დარჩენილი მეორე დღნაშვის გამოსაყვანად.
   ამ დროს თითა უკვე გალიაში იყო  და შეშინებული შესცქეროდა ფუღუროს. მან დაინახა თუ როგორ გამოყავდა უცხო ადამიანს ფუღუროდან მისი და, რომელიც კუდით ყავდა დაჭერილი,  თითამ ისიც დაინახა თუ როგორ ცდილობდა მისი და ხელიდან დასცდომოდა უცხო არსებას. უეცრად ადამიანს ხელიდან გაუსხლტა იგი და ძირს დაეშვებული ფუღუროს ქვევით მორაკრაკე მდიანრეში ჩავარდა:
  თითა აკანკალებული იწვა რკინის გალიაში, რომელსაც ეს უცხო ადმაიანები სადღაც მიაქანებდნენ.  შეშინებულ თითას ხან აქეთ მიანარცხებდნენ ხან იქით, თითას ცახცახებდა და ყურში მისი დის უკანასკნელი ხმა ჩაესმოდა, თუ როგორ ეძახდა ათრთოლებული და საკუთარ ძმას.
  ეს ორი უცხო ცხოველი, რომელმაც თითა და მისი და ფუღუროდან გამოიყვანა იყვნენ სოფლელი მწყემსი ბიჭები, რომლებსაც გალიაც კი საგანგებოდ წამოეღოთ. საღამოს როცა თხები სოფელში მირეკეს ციყვიც თან წაიყვანეს სახლში:
  ერთი პატარა ციყვით სახლისაკენ მიმავალი  მწყემსები  ქალბატონმა შეამჩნია, რომელიც ამ  სოფლის სიახლოვეს დასასვენებლად იყო ჩამოსული და მალე შინისაკენ გამგზავრებას აპიებდა:
-ბიჭებო ეს პატარა შეშინებული ციყვი სად მიგყავთ,  მომყიდეთ არ გინდათ?
ბიჭები თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ უცხო ქალის მიერ შეთაავზებულ ფულზე და რამოდენიმე ტკბილეულზე უარი ვერ თქვეს და  ციყვიც უცხო ქალბატონს გადასცეს:
-მოგესალმები ჩემო პატარა მეგობარო - უთხრა უცხო ქალბატონმა თითას, გალია ცხვირთან მიიტანა და ისე ჩახედა შეშინებულ თავლებში - მე შენ დაგარქმევ ჯასპერს და ჩვენ ერთად ძალიან ბევრ წარმატებებს მივაღწევთ.
  შეშინებული თითა  კვლავაც ცახცახებდა, მას  არაფერი ესმოდა თუ რას ელაპარაკებოდა ეს უცხო ქალბატონი, თუმცა ის  ორ ყმაწვილზე  უფრო სასიამოვნოდ მოეჩვენა და ცოტა დამშვიდდა,   ქალმა ცოტაოდენი თხილი აჭამა და წყალიც დაალევინა, მერე გალიას თავზე რაღაც გადააფარა, ისე რომ თითა სინათლეს საერთოდ ვეღარ ხედავდა. მას მხოლოდ მისთვის უცნაური ხმები ესმოდა. თითას ჩაეძინა...
  რამდენიმე საათის შემდეგ თითამ მისთვის უცნობ გარემოში გაიღვიძა.
  ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო, ხალხიც კი, რომელიც იქ მოძრაობდა თეთრებში იყო ჩაცმული.
   თითა რაღაც სამეცნიერო ლაბორატორიაში აღმოჩნდა, ახალი სახელით ჯასპერი, და აქ ყველა ასე მიმართავდა მას. აქ აწ უკვე ჯასპერი ცხოვრობდა ცოტა უფრო მოზრდილ გალიაში, სადაც სხვადასხვა სახის ექსპერიმენტს ატარებდნენ მასსზე,  უკეთებდნენ ათასგვარ ნემსებს, ზოგჯერ ჩაეძინებოდა და გაღვიძებულს რაღაც ახალი ნაიარევი ეტყობოდა ხოლმე.
  ჯასპერმა ცოტახანში ადამაინების  ენაც ისწავლა, ხვდებოდა თუ რაზე საუბდობდნენ ისინი, და ყველა მათ მითითებულ საქმეს აკეთებდა.  მას თავიდან არ მოსწონდა რასაც ლაბორატორიაში უკეთებდნენ მას, თუმცა მალევე შეეჩვია, მთავარი ის იყო რომ აღარაფრის ეშინოდა, საჭმელიც ჰქონდა და სასმელი წყალიც, არ უწევდა საჭმლისთვის ბევრი წვალება, თუმცა ზოგიერთი ექსპერიმენტი ძალიან მტკივნეული იყო მისთვის, რომლის შემდეგაც რამდენიმე დღე ფეხზეც კი ვერ დგებოდა და ჭამაც კი უჭირდა.
 ამ ლაბორატორიაში ჯასპერის გარდა სხვა ციყვებიც და სხვა ცხოველებიც იყვნენ, თუმცა    ჯასპერს სხვასთან დამეგობრებისა და გასაუბრების საშუალება ნაკლებად ეძლეოდა, ხშირად მოყავდათ ახალი ცხოველები, რომლებიც  ისე ქრებოდნენ რომ ჯასპერი ვერც კი ხვდებოდა თუ სად წავიდნენ, ასევე ხედავდა ბევრ მათგანს რომლებიც  ვერ  უძლებდნენ ექსპერიმენტს და კვდებოდნენ, ან ზოგიც დილით გაღვიძებულს მკვდარი ხვდებოდა. თუმცა მათ შორის ვინც ამ ლაბორატორიაში მოხვედრილა არავინ ყოფილა ისე პატარა როგორც თითა, ბევრი მათგანი ყვებოდა თუ როგორი საამური იყო ცხოვრება ტყეში, თითას ეს ვერც კი წარმოედგინა თუ როგორი იყო ცხოვრება ამ ლაბორატორიის მიღმა, და უკვირდა თუ ყველა ახალმოსული რატომ ცდილობდა აქედან თავის დაღწევას, აქ ხომ მათ ყველაფერი ჰქონდათ და არ უწევდათ საკვებისთვის ბევრი წვალება.  
  ამ ლაბორატორიაში თითას ერთი ბედნიერება კიდე ჰქონდა, ეს  ტელევიზორი იყო, რომელიც ლაბორატორიაში მუდამ ჩართული იყო და მისი ყურება თითას ძალიან დიდ ბედნიერებას ჰქგვრიდა. იგი ბევრ საინტერესო რამეს სწავლობდა ტელევიზორისგან, სწავლობდა თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები და სხვა ცხოველები, და რომ არსებობს უამრავი სახეობის ცხოველი, რომლებიც სხვადასხვა ადილებში ცხოვრობენ.
  თითა ისე შეეჩვია ლაბორატორიაში ცხოვრებას რომ აღაცრც კი ახსოვდა საკუთარი დედა, რომელმაც დილას ფუღუროში დატოვა შვილები, და უკან მობრუნებულს ფუღურო რომ ცარიელი  დახვდებოდა როგორ იდარდებდა... აღარც თავისი და ახსენდებოდა ხოლმე, აღარც თავისი მშობლების მიერ დარქმეული სახელი, და სულ უფროდაუფრო ეჩვეოდა ახალ გარემოს და ახალ სახელს.
  ჯასპერის თითქმის ყოველი დღე ერთი და იგივე იყო.   დილას მზესთან ერთად იღვიძებდა და თავის გალიაში დარბოდა  ლაბორატორიის მუშაკების მოსვლამდე, სისხამ  დილით მოსული  თანამშრომლები კი პირველ რიგში მას გამოკვებავდნენ და წყალს გამოუცვლიდნენ,  შემდეგ მოვიდოდნენ სხვები, რომლებიც თითას წაიყვანდნენ და რაღაც სხვადასხვანაირ გასართობ რაღაცებს აკეთებინედნენ, თითა ვერ ხვდებოდა თუ რას აკეთებდნენ ეს ადამიანები, თუმცა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო რომ ამით ის ძალიან ერთობოდა, ერთადედი რასაც ის ვერ ხვდებოდა  იყო თუ რატომ აძინებნდნენ ხოლმე ადამიანები და შემდეგ გაღვიძებულს რატომ გქონდა სხვადახხვა ჭრილობები, რომლებიც ძალიან სტკიოდა,
  თუმცა ეს ბედნიერი ცხოვრება არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა.  დაძინებები უფრო და უფრო გახშირდა, ამას ისიც დაემატა რომ ჯასპერს ხშირად კოჭავდნენ  და დენზე აერთებდნენ ხოლმე, ან მთელ ღარმეს შუქსა და ხმაურში ატარებდა. იგი იმდენად ირლებოდა და შეუძლოდ გრზნობდა თავს რომ ტელევიზორის ყურებაც აღარ გვრიდა ძველებურ სიამოვნებას. ყველაზე აგრესიულად მას სწორედ ის ქალბატონი ექცეოდა რომელმაც ამ ლაბორატორიაში მოიყვანა.
   თუმცა მიუხედად იმისა რომ ჯასპერი თავს უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა, იგი მაინც უკეთესობისკენ შეიცვალა. ის ხვდებოდა რომ ყველაფერი ესმოდა რაზეც ადამიანები საუბრობნენ, მალე კითხვაც ისწავდა, პირველი ასოები რაც ამოიკითხა ეს იყო თავისი სახელი, ,ჯასპერი" რომელიც მის გალიაზე ეწერა შემდეგ აღმოაჩინა რომ მას კითხვა უფრო მოსწონდა ვიდრე ტელევიზორის ყურება, ნელ-ნელა უფრო მეტად გაუმძაფრდა გარეთ გასვლის სურვილი. ეხლაღა მიხვდა იმას თუ რატომ საუბრობდნენ ასე ტკბილად ტყიდან მოყვანილი სხვა ცხოველები.
  მას გაახსენდა ლაბორატორიაში მყოფი ზღარბის სიტყვები: ,,რა არის აქ საამური, ცხოვრობ ამხელა  გალიაში, საჭმელის შოვნაც კი არ გიწევს, მოდიან და გაჭმევენ, თითქოს უდარდელი უნდა იყო, მაგრამ არც ესეა საქმე...  უნდა ჭამო მაშინ როცა საჭმელი მოაქვთ და არ ამაშინ როცა შენ გინდა... უნდა ჭამო ის, რაც მოაქვთ და არა ის, რაც შენ გინდა. არც კი გაძლევენ იმის საშუალებას რომ საჭმელი შენთვითონ აარჩიო, ბანაობ მაშინ როცა ლაბორატორიის ექიმები მოისურვებენ.  დაუკითხავად  რაღაც ნემსებს გარჭობენ და გაძინებენ... ეს ნამდვილად არ არის უკეთესობა... როცა შენნაირი მეორეც კი არაა აქ რომ უბრალოდ დაელაპარაკო და ხმა გასცე.. აი ტყეში კი აკეთე ის რაც გინდა იმუშავებ ბევრს გექნება შენი საჭმელი. შეჭამ როცა გინდა დაიძინებ როცა გინდა და არც არავინ გატკენს რამეს..."  ამ სიტყვების შემდეგზღარბს დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს შემოაკვდათ ექიმებს. ჯასპერმა დაიანხა თუ როგორ  მოისროლეს მკვდარი ზღარბი ნაგვის ყუთში.  თუმცა ჩათვალა რომ ღირსი იყო ზღარბი ასეთი მოქცევის, რადგან უკმაყოფილებას გამოხატავდა მათ მიმართ ვინც ასე კარგად ექცეოდა მას. ჯასპერი ძალიან გვიან მიხვდა რომ ლაბორატორიაში მას სულაც არ ექცეოდნენ კარგად, აჭმევენ მხოლოდ იმიტომ რომ შემდეგ მასზე ცდები ჩაეტარებინათ. მას აღარც ის სანიტარი ეჩვენებოდა ისეთივე სასიამოვნო ადამიანად რომელსაც დილაობით მისთვის საჭმელი მოქჰონდა, და რომელიც ხშირ ხშირად ეფერებოდა ხოლმე, უწინდელისგან განსხვავებით არც მისი მოფერება სიამოვნებდა.
    ,,ეს ჯასპერია ჩვენ მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ"  თქვა ერთერთმა ექიმმა და ხელი ჯსპერისკენ გაიშვირა, ჯასპერმა შეშინებით გახედა ოციოდე თეთრ ხალათში გამოწყობილი ადამიანს რომლებიც ჯასპერს აკვირდებოდნენ . ისინი ყველანი უცხო იყვნენ ჯასპერისთვის,  ,,ჩვენ მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთო" ეს სიტყვები ჯასპერს ესიამოვნა,  თავდაჯერებულება შექმატა და მიხვდა, რომ სხვებისაგან რაღაცით განსხვავდებოდა, რაღაცით რაც მას უპირატეს ხდიდა.
  ამ დღის მერე ჯასპერმა გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა გაქცეულიყო ლაბორატორიიდან.  უკვე ყველაფერს სხვა თვალით უყურებდა, იყურებოდა იქით თუ საიდან იქნებოდა შესაძლებელი გაქცევა, აქამდე არც კი უფიქრია ის რომ ოთახიდან გამოსულს რამდენი წინააღმდეგობა ჰქონდა გადასალახი გარეთ რომ გასულიყო,  ყველა  ფანჯარას რკინის გისოსი ჰქონდა, და თვითონ  ფანჯრები კი სულ ჩარაზული იყო, ადრე ეს ფაქტი საერთოდ არც კი შეუმჩნევია მას.
   ერთხელ ჰქონდა გაქცევის მცდელობა, როცა ლაბორატორიის ოახის კარი დარჩათ ღია, ჯასპერი გაიპარა. არავინ ელოდა მისგან ამას. იმიტომ რომ არასდროოს სდომებია აქამდე გაქცევა. გარეთ გასული ვიწრო დერეფანს მიჰყვებოდა და  ღია ფანჯარას ეძებდა, თუმცა დერეფანი თითქმის ჩაბნელებული იყო და აქაიქ შემოდიოდა  პატარა ფანჯრებიდან სინათლის სხივი, ფანჯრებს რა თქმა უნდა გისოსები ჰქონდა, ასეც რომ არ ყოფილიყო იმ სმიაღლეზე მაინც ვერ ახტებოდა.  ჩუმად გაუყვა დერეფანს, ბოლოს ოთახში გავიდა სადაც ბევრი ხალხი იყო, იქ ერთი სკამის ქვეშ შეძვრა და აქეთ იქით დაიწყო თვალების ცეცება, უეცრად დაინახა თუ როგორ გაიღო კარი და ეგრევე კარისაკენ გაიქცა:
  -ციყვი, ციყვი, ესმოდა უკან ხმა:
   თუმცა ჯასპერი სულმოუთქმენლად გარბოდა. როგორც იქნა კარის მეორე მხარეს აღმოჩნდა.
       თითქოს იგრძნო ჯასპერმა, თავისუფლება მაგრამ ამ თავისუფლებაში რაღაც ისე არ მოეჩვენა როგორც წარმოედგინა.  გარემოც სხვანაირი დახვდა ვიდრე თავის ბავშობაში ახსოვდა, როდესაც ფუღუროდან იყურებოდა,  ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო,  თვითონაც ამ თერთრზე დახტოდა,  უცებ სიცივე იგრძნო, ფეხებზე, თითქოს დაუსველდა კიდეც, აქეთ იქით გადახტა, მან გარემოს დათვალიერება წესიერად ვერც კი მოახერხა, უცებ ვიღაცამ ქეჩოში წაავლო ხელი და რამოდენიმე წუთში თვის გალიაში აღმოჩნდა.
    ზამთარი, იცნო ჯასპერმა ზამთარი, ზამთარი ხომ ტელევიზორში ჰქონდა ნანახი, წაკითხხვითაც წაეითხა რაღაცეები ზამთარზე, სმენოდა ის ფაქტი რომ ზამთარში ძალიან ცივაო, თუმცა ეს სიცივე რა იყო არ იცოდა, არასდროს უქგვრძნია აქამდე სიცივე, მან დღეს პირველად ნახა ზამთარი და პირველად იგრძნო სიცივე,
      ჯასპერი მიხვდა რომ გარეთ ცხოვრება ასე ადვილი არ იქნებოდა, და უფრო მეტად უნდა მომზადებულიყო გარეთ გასასვლელად. აიტომ დაიწყო ყოველდღიური ვარჯიშები, დილაობით სანამ ლაბორატორია გაიღებოდა იმ რგოლში დარბოდა რომელიც მას ლაბორატორიის თანამშრომლება გაუკეთეს, თუმცა ზოგიერთი ოპერაციის  და ცდის შემდგე ვერ  ახერხებდა ხოლმე ვარჯიშს.
      რამოდენიმე თვის შემდეგ  ჯასპერის გალიას რაღაც შავი ნაჭერი გადააფარეს, ჯასპერი ვეღარაფერს ვერ ხედავდა, ესმოდა მხოლოდ ადამიანების ხმა, ასევე ესმოდა სხვა ცხოველების ხმებიც, ზოგი მის ზემოდან გაისმოდა ზოგიც მის ქვემოთ. მიხვდა ჯასპერი რომ მანქანის საბარგულში მოათავსეს ყველა ცხოველი და სადღაც მიყავდათ. დიდიხანს იარეს მანქანით, ჯასპერს გზაში ეძინა კიდეც. მას ამდენი უცნაური ხმა ცოტა არ იყოს არ სიამოვნებდა და ეშინოდა, არ იცოდა სად მიდიოდა, როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება,
  უეცრად რაღაც უცნაური ხმა მოესმა. გალია გადმოყირავდა და ნაჭერი რომელიც მის გალიას ეფარა თავზე  გადაძვრა.პირველი რაც მან დაინახა  იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, უცებ მიხვდა რომ მანქანა რომლითაც ის მიემგზავრებოდა ხიდიდან ვარდებოდა ხევში, გალიები რომლებიც ამ მაქნანაზე ეწყო წყალში ცვიოდა, ამ დროს მისი გალია მეორე გალიას დაეჯახა, და ერთი მხარე მოძვრა, თუმცა სხვა გალიების მსგავსად ისეც ხევში გადავარდა.  გალია ხის აღმოჩნდა და მან ტივტივი დაიწყო, ჯასპერი იმ მხრიდან ამოძვრა რომელი მხრიდანაც გალია გაიღო.  მიხვდა რომ მისი გალია დინებას მიქჰონდა, ჯასპერმა უკან გაიხედა და დაინახა თუ როგორ იძირებოდა ავტომანქნა წყალში, ჯასპერი ნელ ნელა შორდებოდა მანქნას, რომელიც სულ უფრო და უფრო ეფარებოდა თვალს, მალე საერთოდაც კი ვეღრ ხედავდა მას, შემდეგ აქეთ იქით დაიწყო ყურება ეგებ ვინმე კიდე გადაურჩაო, მაგრამ არავინ არ ჩანდა მის მეტი, საშინელი წყვიმა იყო, ჯასპერი სულ დასველდა, მაგრამ არ იცოდა რა ექნა, მან ცურვა არ იცოდა და წყალში გადახტომის ეშინოდა, არც გალიაში შესვლა უშველიდა ვერც იქ შეაფარებდა თავს წვიმას, ასე შეშინებული მიუყვებოდა ჯასპერი დინებას, უკვე ძალიან  მოშივდა, დილის მერე რაც აჭამეს აღარ უჭამია საჭმელი, თუმცა  შიშმა სულ დაავიწყა შიმშილი.
  შეშინებული მიუყვებოდა ჯასპერი დინებას, წვიმამ გადაიღო, მაგრამ უკვე რაღაც საშინელი ხმები ესმოდა, გამთენიისას ერთმა დიდმა ფრინველმა სცადა ჯასპერი კლანჭებით დაეჭირა, მაგრამ ჯასპერს ლაბორატორიაში ტელევიზორში ყავდა მსგავსი დიდი ფრინველი ნანახი და იცოდა რომ იგი სულაც არ იყო მეგობარი, ის მტერი იყო, ამიტომ შეშინებული გალიაში შეძვრა და მიიმალა, ფრინველიც მალე შეეშვა. უკვე კარგად გათენებულიყო, ჯასპერს შიოდა, წყუროდა სცადა მდინარის წყალი დაელია მაგრამ კინაღამ გალია მოუტრიალდა და ლამის დაიხრჩო, აქეთ იქით ნაპირებისკენ იყურებოდა, თითქოს ერთი-ორ ცხოველს მოკრა თვალი, სულ ეგ იყო, ეს მდინარეც მიდიოდა და მიდოდა, ზოგჯერ ჩქარა მიედინებოდა ზოგჯერ მდორედ.
    ,,თავისუფლება, ნუთუ ესაა თავისუფლება-ფიქრობდა ჯასპერი- ნუთუ ესაა თავისუფლება, ამას ვნატრობდი ბოლოს, მომეცა თავისუფლება, აღარ ვარ ტყვე ადამაინების, მაგრამ ვისი ტყვე ვარ ეხლა? მივყვები ამ მდინარეს და მიწაზე ფეხის დადგმა მეზარება, ზღარბი მეუბნებოდა თავისუფალი მაშინ ხარ როცა საკვებს შენ მოიპოვებ და იმას შეჭამ რაც შენ გინდაო, ეხლა კი ისე მშია ორი დღეა საჭმელი იყოს და არჩევას ვინ ამბობს... მე ეს ყველაფერი სხვანაიირად წარმომედგინა,  მაგრამ ამ მდინარესაც ექნება დასასრული, სადმე აუცილებლად გაირიყება ჩემი გემი... მე აუცილებლად გადავრჩები და შევჭამ იმას რაც მენდმება"..
  ეს გაიფიქრდა და სისველისაგან ისევ აცახცახდა. ასე ცახცახებდა საღამომდე, საღამოს მშიერს ისევ ჩაეძინა, დილას გამთენიისას იგრძნო რომ მისი გალია რაღაცას მიეჯახა, გარეთ გამოსულმა რაღაც ხეებს მოჰკრა ახლოს თვალი, გალიიდან გამოვდა და მიწაზე დადგა ფეხი, მიწაზე ფეხდადგმულს რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა. მიწა, მან ხომ მიწაზე პიველად დაადგა ფეხი, მან ხომ მთელი ცხოვრება ფუღუროსა და გალიაში გაატარა, მან ხომ ერთხელ სცადა გაქცევა და ისიც თოვლზე მოუწია სირბილი, ეხლა კი  ნამდვილად  იგრძნო თავისუფლება, მის ფეხქვეშ ნამდვილი მიწა იყო.
   მას ძალიან სურდა ტყეში შესულიყო, თუმცა ტყეში შესასვლელად გამბედაობა არ ჰყოფნიდა, რამდენჯერაც ტყისკენ გაიწია იმდენჯერ შიშმა აიტანა, არც ის იცოდა რისი ეშინოდა, ჯერ ტყისკენ რომ იყურებოდა თავზე რაღაც ფრინველმა გადაუფრინა, შეეშინდა და გალიაში შეიმალა ისევ. თუმცა ეს ფრინველი უწყინარი ქედანი იყო, რომელიც თავისთვის მიფრინავდა და ჯასპერი არც კი შეუნიშნავს. შემდეგ  რაღაც ხმამ შეაშინა, არც კი იცოდა რისი ან ვისი ხმა იყო,  ცოტა მოშორებით კენკრა შეამჩნია, რომელიც ძირსაც ეყარა, მოიკრიფა ძალა მივიდა, კენკრას რამდენიმე მარცვალი აიღო და თავის გალისიკენ გაქუსლა, შემდეგ კიდევ რამდენიმე მარცვალი მოიტანა გალიასთან და მშიერმა ჭამა დაიწყო. სამი დღის ნაშიმშილარი ისე ჭამდა ტყის კენკრას რომ არც კი იყურებოდა გვერდძე და ყურადრებას არ აქცევდა არაფერს. შესაბამისად არც ის დაუნახავს თუ როგორ შეამჩნია სხვა ციყვმა. გამაძრარს ძილი მოერია და იქვე თავის გალიაშვი მყუდროდ მიწყვა და ჩაეძინა.
   კაი ხნის ჩაძინებული იყო ჯასპერი, როდესაც იგრძნო რომ ვიღაც აღვიძებდა:
   -მეგობარო გაიღვიძე-მიმართა ვიღაც ჭარმაგმა ციყვმა
  -ხომ გითხარი  უცხო ციყვიათქი- თქვა ერთმა ახალაგზრდა ციყვა, რომელიც უცნაური ფერის იყო, ციყვებისათვის უცნაური ფერის, სულ თეთრი იყო, და თვალები უცნაური წითელი ფერის ჰქონდა, გაკვირვებული ჯასპერი ამ უცნაური ფერის ციყვს ყურებდა, მის გარდა კიდევ 4 ციყვი იყო იქ მაგრამ, ასეთ უცნაურობას ჯასპერი პირველად ხედავდა და სხვა ციყვებს ვერც კი ამჩნევდა:
  -სახელი გვითხარი_ მიმართა ისევ იმ ჭარმაგმა ციყვმა - შეციებული ჩანხარ, აქ საიდან მოხვდი?
  -ნუ გეშინია-უთხრა უცნაური ფერის თეთრმა ციყვმა- ჩვენ მტრები არა ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ, დაგეხმარებით, გაგათბობთ.
  ჯასპერი შეშინებული აცეცებდა თვალებს,  ამდენი ციყვი არასდროს ენახა, თუმცა საკუთარი დედის და დის გარდა სხვა ციყვი არც არასდროს ენახა, ლაბორატორიაშიც სხვა ციყვები არ ყავდათ.
   -სახელს არ გვეტყვი? -გაუმეორა ჭარმაგმა ციყვმა.
 ჯასპერმა თავი უსაფრთხოდ იგრძნო, ფეხზე წამოდგა და თქვა:
-ნოე, მე ნოე მქვია.

თავი 6

დილა ახალი გათენებული იყო, ურიელი თავისი ფანჯრიდან იყურებოდა, აკვირდებოდა ციყვების მუშაობას, იქვე იდგა მისი ზორაიაც:
-ურიელ რას უყურებ ასე გაფაციცებით, თვალი რომ ვერ მოწყვიტე?
-ვაკვირდები.
-რას?
-რას და--ჩაისუნთქა ურიელმა-... რას და იმას თუ როგორ შეიცვალა ჩვენი სამეზობლო ამ ერთი უცხო ტომელის დაძახებაზე.
-და რას ამბობს ცუდს?
-არც არაფერს, იძახის იმას რისი გაგონებაც ციყვებს უნდათ,
-კი მაგრამ ხომ შეიძლება მართალიც იყოს.
-ის შეიძება ოდესღაც აღმოჩნდეს მართალი, მაგრამ არა ეხლა. წლების და საუკუნეების მანძილზე ასე ცხოვრობს ციყვების მოდგმა, და ეხლა ასე ერთი ხელისმოსმით ყველაფრის შეცვლა სად გაგონილა, როგორ შეიძლება ციყვების მცირედმა ნაწილმა შეაგროვოს იმდენი საკვბეი რომ ყველას ეყოს,  ვისაც კი შრომა ეზარება ყველა მხარს უჭერს ნოეს.... რა სამწუხაროა რომ ამდენ ციყვს ეზარება შრომა.
-რატომ ატყობ რომ შრომა ეზარებათ? ხომ ხედავ თითქმის ყველა რაღაცას აკეთებს.
-ყველა??  ციყვების მესამედიც კი არ მუშაობს სარჩოს შეგროვებაზე, დანარჩენები დადიან აქეთ იქით, ვითომ საზღვარს აკონტროლებენ,  აქაოდა არავინ შემოვიდეს თხილის საჭმელადო, ვის რათ უნდა შენი თხილი თავისი  თავზესაყრელად აქვთ, ნეტა ჩვენ თუ გვეყოფა ჩვენი თხილი.
-აბა რას ვიზამთ? ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ.
-ან გადავიტანთან არა.
-იმედია ნოეს რამე გეგმა აქვს..
-კი ალბათ ვინმე ახალ მტერს მოიგონებს რომ ახალი საქმე გამოჩხრიკოს,
-რას გულისხმობ?.
- ვინც აღარ დაჭირდება, ჩათვლის რომ აღარ სჭირდება და იმას გამოაცხადებს მტრად
-რას ამბობ ...
-კაი გვეყოს ამაზე საუბარი, დარწმუნებული ვართ ვინმე გვისმენს კიდეც
-რას ქვია გვისმენს? ვინ უნდა გვისმნენდეს, რას ბოდიალობ, სიბერემ ტვინი შეგიჭამა?
-ეჰ ზორაია რა გულუბრყვილო ხარ.
-კი მარა რა კაი ბიჭი იყო ეს ნოე ჩვენთან რომ მოვიდა-
-კი ეგრეა ზორაია, ძალიან ცვლის ძალაუფლება, ეტყობა თავის დროზეც ბევრი სიმწარე აქვს ნანახი,
-კი ალბათ, აქაც როგორი სიმწარე ნახა, საწყალი აბეშურა
-ხოოო, აბეშურა,-უიმედოთ ჩაილაპარაკა ურიელმაც.
  ოთახში ცოტახანი დუმილი ჩამოვარდა, თითქოს ორივენი რაღაცაზე ფიქრობდნენ, ერთმანეთს გადახედეს, თითქოს მიხვდნენ რომ ორივენი ერთასადაიმავეზე ფიქრობდნენ.
-იცი, არ შეიძლება ასე გაგრძელდეს- დაარღვია სიჩუმე ურიელმა
-მალე ახალი მტრების მოძიებას დაიწყებენ, ვინმეს ხომ უნდა გადააბრალონ ახალი წარუმატებლობა, ამ ზამთარს ნახევარი საციყვეთი ვერ გადაიტანს, არ იქნება საკამრისი სარჩო შეგროვებული, არაა გამორიცხული მტრად ჩვენ გამოგვაცხადონ.
-კი მაგრგამ ეგ როგორ.
-როგორ და ხანდაზმულები ვართ.
-კი მაგრამ სამაგიეროდ  შენ რამდენი სიკეთე გაქვს ჩვენი ტყისთვის გაკეთებული
-მაგაზე მადლობას ვინ იტყვის.
-აბა მტრად იმას მოიმიზეზებენ რომ ჩვენ მოხუცები ვართ
-არა მარტო მაგას,  იტყვიან რომ ძველი თაობაა და ახალგაზრდებს ხელს გვიშლიანო, ასევე იტყვიან რომ გარეშე მტრებთან აქვთ კავშირიო, შენ ხომ წარმოშობით  გაღმა ნაპირიდან ხარ.
-ღმერთო ჩემო, აბა გამოდის რომ ჩვენი უბედურების მიზეზი მე ვიქნები-ეს თქვა ზორაიამ და  კისერში ტირილის ბუშტი მოაწვა, ურიელს რომ არ დაენახა მისი ცრემლები შებრუნდა ვითომ რამეს აკეთებდა.
-მოკლედ დღესვე უნდა ვეახლო ნოეს რამოდენიმე უხუცესთან ერთად, ზორაია თუ გინდა შენც წამოდი.

თავი 7
საღამო ჟამს ზორაია და ურიელი  ეახლენ ნოეს, მათ თან ორი უხუცესი და ავტორიტეტული ციყვი გაიყოლეს თან, პატივცემული ბა და პატივცემული გო, ორივე მათგანი საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ციყვებში. პატივცემული ბა ცნობილი იყო იმით რომ ახალგაზრდობისას 32 პატარა დღნაშვი იხსნა სიკვდილისაგან გაღმა ტყეში როცა ხანძარი გაჩნდა, ხოლო პატივცემული გოს საინჟინრო სამუშაოების შემდეგ კუნზულზე აშენდა  დამბა, რომელიც  წვიმებისა და წყალდიდობის დროს იცავდა კუნძულს დატბორვისგან.
-რით დავიმსახურე ასეთი დიდი ყურადღება-შეეგება სტუმრებს ნოე. თითქოს გაუხარდა კიდეც ასეთი პატივცემული სტუმრების ხილვა,
-ბატონო ურიელ, ქალბატონო ზორაია, პატივცემულო ბა და პატივცემულო გო, გთხოვთ დაბრძანდით, რას ინებებთ? შემიძლია ცოტაოდენი თხილი მოგართვათ.
-არ შეწუხდეთ ბატონო ნოე-მიმართა ზორაიამ საქმეზე მოვედით.
-ზალიან კარგი გთხოვთ დაბრძანდეთ და მითხრათ რაშია საქმე?
 სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ვერავინ ვერ ბედავდა საუბრის დაწყებას, ნოე ყველა სტუმარს თვალებში უყურებდა, თუმცა ხმის ამოღებას ჯერ-ჯერობით ვერავინ ბედავდა, სიჩუმე ისევ ურიელმა დაარღივა:
-ბატონო ნოე, ჩვენ ყველანი შეწუხებული ვართ იმ სიტუაციით რაც ჩვენს ტყეში ხდება, და ვშიშობთ რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია.
-სახელდობრ რა არ მოგწონს, ბატონო ურიელ?  გაიკვირვა ნოემ, - ამდენ წარმატებას მივარწიეთ, მტერზე გავიმარჯვეთ.
-შვილო რომელ მტერზე?- ცოტა ხმა აწეული ტონით ჩაერია ზორაია- ამდენი მეგობარი დავკარგეთ გაღმა ნაპირას არავის რომ არ ვეკონტაქტებით.
 ნოეს არ ესიამოვნა ზორაიას ასეთი დიდაქტიკური ტონი, თუმცა არ შეიმჩნია და ურიელს თხოვა საუბარი გაეგრძელებინა:
-რამდენი ჩვენი ტყის მცხოვრები დაიღუპა,  მესამედი ძალით  ვმუშაობთ მხოლოდ, სარჩოს შესაგროვებლად, დანარჩენილების ნაწილი ვითომ ტყეს იცავენ, და ნახევარი კიდევ სანოვაგეს აშენებს..
-ვითომ რატომ? იცავენ...! ხომ ხედავთ რაც ტყეს იცავენ სხვა აღარავინ შემოსულა, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ  ლონგინოზი  მალე მორჩება სანოვაგის მშენებლობას და  ის ციყვებიც სარჩოს შეგროვებას დაიწყებენ.
-მაპატიეთ ნოე მაგრამ ... - საუბარში გო ჩაერია- ლონგინოზის აშენებული და გაკეთებული რა საქმე გინახიათ რომ ამხელა სანოვაგის მშენებლობა ჩააბარეთ, არამც თუ მალე... მე საერთოდ ეჭვი მეპარება რომ ის მას საერთოდ დაასრულებს.
-კი მაგრამ, პატივცემულო გო, თქვენ თუ ლონგინოზის  ნამუშევარი არ მოგწონთ, მე თავდაპირველად თქვენ შემოგთავაზეთ სანოვაგის მშენებლობის ხელმძღვანელობა.. მაგრამ თქვენ უარი მითხარით. ვინც დამთანხმდა და გვერდით დამიდგა ეს იყო ლონგინოზი, და ეხლა ლონგინოზის კრიტიკა თქვენგან მიუღებელია, თუ მისი გაკეთებული არ მოგწონდათ, თქვენ შეგეძლოთ და გაგეკეთებინათ.... თქვენი აშენებული დამბა დღესაც იცავს ჩვენს ტყეს წყალდიდობებისაგან, და რამდენადაც იცით, სწორედ მან გადამარჩინა მე მაშინ როცა ამ კუნძულზე მოვხდი..
-ვიცი მაგრამ, მე სწორედ იმიტომ გითხარით უარი რომ ის რასაც თქვენ ითხოვდით შეუძლებელი იყო, შეუძლებელი იყო ამხელა სანოვაგის აშენება ერთ სეზონზე შუეძლებელია, თანაც  მაშინ როცა ჩვენს ციყვებს ვალდებულება აქვთ რომ წლის განმავლობაში მთელი ზამთრისთვის აგროვებდნენ საჭმელს, მე ვიფიქრე მაშინ კარგად აგიხსენით თვენი სურვილის  სისრულეში მოყვანის შეუძლებლობა.
-თანაც მთელი საციყვეთი რომ ჩერთოს მაშინაც კი არ აშენდება-ჩაერია საუბარში პატივცემული ბა- და მერე სარჩო ვინ უნდა შეაგროვოს?
-ჩვენ თუ არმოვინდომეთ, და მხოლოდ ცუდზე ვიფიქრეთ ვერც ვერაფერს ვერ შევქმნით-უპასუხა ნოემ.
-რამოდენიმე ციყვი უკვე შეეწირა ამ მშნებლობას, ბევრს არ მოსწონს ახალი ცხოვრების წესი და წასვლა უნდათ, კუნძულიდან კი არავინ უშვებს- განაგრძო ურიელმა- ადრე კი არავინ გარბოდა აქედან და არც არვაინ აკავებდა.
-თქვენც ხომ არ გინდათ სადმე წასვლა ბატონო ურიელ- ირონიუალდ ჰკითხა  ნოემ- ან თქვენ, ქალბატონო ზორაია, თქვენი სამშობლო და ნათესავები ხომ არ გენატრებათ?
-არა რას ბრძანებთ-გაღიზიანდა ურიელი- მე აქედან წასვლა არც არასოდეს მიფიქრია... უბრალოდ აქ იმის სათქმელად მოვედით, რომ საციყვეთში არც ისე კარგად მიდის ყველაფერი როგორც თქვენ გგონიათ.
-მე არაფერი არ მგონია!
-ზამთარი სულ მალე მოგვადგება, და ნახევარი საციყვეთიც კი ვერ გადაიტანს ამ ზამთრს, წვიმამ დაალპო უკვე სარჩო რაც ვერ ავაგროვეთ.
-მოვინდომებთ და ყველაფერს მოვასწრებთ.
-ვერ მოვასწრებთ- ჩაერია კვლავ ურიელი- რასაც აგროვებენ ციყვები ნახევარზე მეტს ჯარი და სანოვაგეზე მომუშავეები ჭამენ... ციყვები შიმშილით დაიხოცებიან.
 ნოე ფეხზე წამოდგა, ხელები მოკუმა სიბრაზისაგან, ზურგით შებრუნდა და ხმამაღლა ქთქვა:
-გადარჩება მხოლოდ ძლიერი და ღირსეული.
-და ვინ წყვიტავს ვინაა მათ შორის ღირსეული და ვინ არა- ჩაერია ბა
-ეს არჩევანის საშუალება არ არის, ფაქტიურად ციყვების გაწირვაა-თქვა ზორაიამ-
-მუდამ ასე იყო, მოხუც თაობას არასოდეს არ ესმოდა ახალგაზრდების, თქვენ რომ დაგიჯეროთ არანაირი პროგრესი არაა საჭირო, არანაირი ცვლილება არ უნდა მოხდეს... ჩვენ დიდი მიზანი დავისახეთ ყველამ ერთად, და ბუნებრივია ეს გზა არ იქნება იოლი, ცოტა დანაკარგიც იქნება, ზოგისთვის მეტად მტკივნეული, მაგრამ მიზანია ისეთი რომ ღირს ამ მიზნისთვის ამდენის კეთება.
-მიზანი? და რა არის მიზანი? სანოვაგე რომელსაც ლონგინოზი ააშენებს?-ხმადაბლა ჩაილაპარაკა ურიელმა
-ბატონებო, დიდი მადლობა სტუმრობისათვის, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, თქვენ არ ხართ უმრავლესობა, ჩვენ კიდევ ვალდებული ვართ ვაკეთოთ ის რაც უმრაველსობას უნდა, ესაა დამოუკიდებლობის ფასი, მე ვერ გავეკეთებ მთელი ციყვებისათვის იმას რაც მხოლოდ ოთხ ციყვს უნდა.
ეს თქვა ნოემ , შემობრუნდა და ციყვებს კარისკენ ანიშნა...
სტუმრები რომ გავიდნენ კარგახანს ჩაფიქრებული იჯდა ოთახში, სანამ ოტო არ შემოვიდა და არ ანიშნა წასასვლელად მზად ვართო.




თავი 8

-ბატონო ურიელ, ბატონო ურიელ- გაისმა თაზოს ყვირილი
-რა ხდება თაზო, -იკითხა გაკვირვებულმა და ცოტა შეშინებულმა, ზორაიამ
-ბატონი ურიელი სახლშია....  სანოვაგე რომელსაც ლონგინოზი აშენებდა  კიდე დაინგრა, და რამოდენიმე ციყვი მოიყოლა შიგნით... ყველანი იქით მივდივართ.
 ურიელმა ფუღროდან გაიხედა და ნახა, რომ ციყვებს ჩოჩქოლი აეტეხათ და ყველანი სანოვაგის სანახავად გარბოდნენ.  ყველამ მიატოვა მუშაობა და ყველას სანახაობის ნახვა უნდოდა.
 -კარგი თაზო, მადლობა რომ მითხარი. მიუგო ურიელმა
-არ წამოხვალთ ბატონო ურიელ?
-არა თაზო, მე უკვე საკმაოდ მოხუცი ვარ, შენ წადი თუ გაინტერესებს.
  თაზოს იმდენად გაუკვირდა ურიელის ასეთი გუგრილი საქციელი რომ გაკვირვება ვერც კი დამალა, ისე გაბრუნდა ურიელის და ზოიას ფუღუროსაკენ:
-ამდენი ციყვი გარბის და არცერთი მიდის იმ მიზნით რომ ვინმეს დაეხმაროს, ოღონდ მიზეზი არ გამოელიოთ რომ არ იმუშავონ, და სანახაობას უცქირონ და არაფერს დაიშურებენ.
    ოტო რომ სანოვაგის მშენებლობაზე მივიდა, უკვე მთელი საციყვეთი იქ იყო, ციყვები რომლებიც  ნანგრევებში მოჰყვნენ  უკვე ამოეყვანათ,  ორი ციყვი ნანგრევებს ვერ გადარჩენოდა და დაღუპულა, თავად ლონგინოზიც დაშავებულიყო მცირედით, ხელი მოჰყოლოდა ნანგრევებში,
  მოულოდნელად ნოეც გამოჩდა თავის ამალასთან ერთად, ჯერ ზემოდან გადახედა ყველაფერს, შემგეგ მშენბლობასთნ მივიდა ნანგევებზე ფეხი შედგა და ლონგინოზს ჰკითხა თუ რა მოხდა,  ლონგინოზმა უპასუხა  რომ მშენებლობა იმდენად სწრაფი ტემპპით მიმდინარეობდა რომ ქვედა კედელი გაშრობას ვერ ასწრებდა ისე ამოყავდათ მაღალი კედლები:
  -ეხლა რა გვეშველაბა-დაიყვირა ვიღაცამ  ბრბოდან
 -ის მთავარი ფუღურო გამოვსებულია, ვინც ვშრომობთ და თხილს ვაგროვებთ  იმდენი ვიშრომე სად წავიღოტ აღარ ვიცით,
-ხოო, თან სახლში წაღებასაც გვიშლით...
  ნოეს არ მოეწონა ამდენი უიმედო და უსიამოვნო რეპლიკები, ნანგრევებზე უფრო მაღლა ავიდა და ციყვების ხროვას მიმართა:
-ხალხნო, მოხდა ის რასაც მე გეუბნებოდით, მტერი ისევ აქ არის ჩევნს გვერდით და არ ისვენებს, შურს ჩვენი წარმატების რაც ერთად მივაღწიეთ. იმ სიკეთის რაც ჩვენს ყველას გვაქვს, როგორც გითხარით ჩვენს შორის მტერი კიდევ დარჩა.... ეს თქვა და ცოტა დაფიქრდა...  ციყვები რომლებიც  ჩვენს ტყეში სხვა ტყიდან მოვიდნენ და აქ დასახლდნენ, და ის ციყვები რომლებამც ისინი შეიფარეს, ისინი გაღმა ტყის ბინადრებს უთანაგრძნობენ, ყველა ასეთი ციყვი ჩვენი მტერია.  მათ არ იკმარეს არც ის, რომ ჩვენს თხილს ჭამდნენ, ეხლა იმის დანგრევას მიჰყვეს ხელი რასაც ჩვენ ვაშენებთ.
-კი მაგრამ ყველა ჩვენი მტერია ?! -გაიკვირვა ერთერთმა ციყვმა რომელიც ბრბოში ცოტა წინ იდგა.
-კი აბსოლიტურად ყველა, არცერთ მადგანს არ უხარია ჩვენი წარმატება.
-კი მაგრამ, ზორაიაც ხომ გაღმა ტყიდან არის, ვერც ზორაიაზე და ვერც  ურიელზე ვერ იფიქრებს ვერცერთი ციყვი რომ ისინი მოღალატეები არიან.
ნოე ცოტახანს დაფიქრდა და უპასუხა:
-მტერი რომელიც მოყვარედ გვაჩვენებს თავს, ყველა მტერზე უფრო საშიშია. ვინ იცით რას აკეთბს საღამოობით ურიელი ან ზორაია, იქნებ ისინი ჩუმად მტერს აწვდიან ინფორმაციას? იქნებ ჩუმად მტერი ყავს შეფარებული და მალავს? არ შეიძლება ასეთი მიმდობი იყო, და ციყვს ბრმად ენდობოდე, ბევრი თქვენგანი არც კი მოსწრებია ურიელის საგმირო საქმეებს, ბრმად მშობლების მონაყოლით სჯერა მისი გმირობის ამბები, საიდანაც ნახევარზე მეტი შეიძლება გადამეტებულიც კი იყოს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მტერი ჩვენს გვერდზე უნდა ვეძებოთ, იმდენი მტერი დაგროვდა რომ საკუთარ ძმას და მეზობელსაც კი ვერღარ უნდა ენდოს პატიოსანი და მშრომელი ციყვი.
 ეს თქვა ნოემ და ციყვებს გადახედა, თან ურიელს და ზორაიას ეძებდა, თუმცა ნამდვილად არ იცოდა რომ დაენახა რა რეაქცია ექქნებოდა, შეეშინდებოდა და მოერიდებოდა მისი, თუ თვალს თვალში გაუყრიდა, თუმცა არც გაკვირვებია ურიელი რომ ვერ დაინახა...




Wednesday, May 20, 2015

ციყვების ავტონომია

(არასაბავშო პოლიტიკური ზღაპარი)

თავი 1

-მომისმინეთ ყველამ, ყველა ციყვმა, ვინც კი ამ ტყეში ბინადრობთ - თქვა ციყვმა ნოემ რომელიც ციყვების მეთაური იყო ამ ტყეში.- ეს ესაა გაზაფხული დაიწყო და ხომ იცით უკვე ზამთაიც მოვა.
-რა უბედურებაა, ყოველ გაზაფხულს ისევ ზამთარი რომ მოყვება.- თქვა პატარა ცელქმა ციყვმა, რომელსაც ყველანი თაზოს ეძახდნენ.
-დროა მუშაობას შევუდგეთ -  მხარი აუბა ნოეს, მისმა მარჯვენმა ხელმა ციყვა ოტომ. თორემ ზამთარს მშივრები შევხდებით...
  ოტო საკმაოდ უცნაური ფერის ციყვი იყო, და არავინ იცოდა და რატომ, არც დედას ჰგავდა და არც მამას,  იყო სულ თეთრი, და თვალებიც კი სხვებისაგან განსხვავებული ჰქონდა. თუმცა ყველაზე ყოჩაღი იყო, და სხვებისგან განსხვავებით მეტს დარბოდა და მეტს აქტიურობდა, ბავშობიდანვე იმდენად სიყოჩაღე გამოიჩინა რომ  სიყმაწვილეშივე გახდა ნოეს მარჯვენა ხელი.
-ნოე ბატონო-მიმართა ნოეს  ოტომ- აქ უკვე ყველანი შეიკრიბნენ, შეგვიძლია დავიწყოთ იმის თქმა რაც გვინდოდა:
-მეგობრებო, როგორც იცით  წლებია უკვე ამ ტყეში ვცხოვრობთ,- თაობები იზრდებოდენ და ბერდებოდნენ ამ ტყეში, ამ ტყეში ბევრი თხილი და გირჩია, რომლითაც ჩვენ ვიკვებებით, თუმცა სხვა ცხოველები რომლებიც ჩვენს ტყეში მოდიან იპარავან და გვიჭამენ ჩვენს საზრდოს, რაც უნდა იკრძალოს და ჩვენი ტყე ჩვენ უნდა დავიცვათ!
-კი მაგრამ ჩვენც ხომ მოგვაქვს საზრდო-სანოვაგო  მდინარის გაღმიდან?- თქვა უხუცესმა ციყვა ურიელმა, რომელის ხნისაც ამ ციყვებს შორის მხოლოდ ერთი ორი შემორჩენილიყო.
-ეს იმიტომ მოგვაქვს საზრდო  გაღმა ნაპირიდან რომ ისინი ჩვენს ტყეში შემოდიან და გვიჭამენ თხილს და კაკალს,  როგორც იცით ჩვენს  ტყეს ორივე მხრიდან მდინარე აკრავს, ფაქტიურად კუნძულზე ვცხოვრობთ, ეს მდინარე და ეს ტყე ჩვენს საზრდოს გვაძლევს, ამიტომ უნდა ავუკრზალოთ სხვებს აქ შემოსვლა, და ჩვენს კუნძლს ჩვენვე უნდ ა მივხედოთ. - ეს თქვა და ყველამ ერთხმად აიტაცა  ნოეს  გამონათქვამი, დაიწყეს ტაშის  დაკვრა და შეძახილები.
-კი მაგრამ- წამოიძახა ურიელმა, თუმცა მისი ხმა არავის გაუგია,  იმდენად ხმამაღლა გაჰკიოდნენ ცივები,. მოხუცი ურიელი  იძულებული იყო ფეხზე წამომდგარიყო,  ციყვებმა როგორც კი ურიელი ფეხზე წამომდგარი დაინახეს ყველანი გაერდნენ და სრული სიჩუმე ჩამოვარდა.
-მეგობრებო ერთი რამე იცოდეთ, ჩვენ თუ სხვებს ავუკრძალავთ ჩვენს ტყეში გადმოსვლას, მაშინ ისინიც აგვიკრძალავენ მდიანრის გადაღმა გასვლას და თავიანთ ტყეში შესვლას... და მერე ჩვენ რა გვეშველება?  ჩვენ დავრჩებით მშივრები, ამ კუნძულზე რა საკვებიცაა ეს არ გვეყოფა მთელი წელი.
- ღრმად პატივცემულო ურიელ, მე მესმის რომ თქვენ გული შეგტკივათ გაღმა ნაპირის ტყეზე, თქვენი მეუღლე ზორაია  ხომ გაღმა ნაპირიდან არის - თქვა ნოემ,  წამოდგა და ერთი ტოტით მაღლა ახტა.- თქვენ იქ გყავთ ნათესავები და ისინი გადარდებთ, და ჩვენ რა ვქნათ ჩვენ, ჩვენს საჭმელს რომ გვიიჭამენ.
-ნოე, ცოტა მეტი პატივისცემა, გახსოვდეთ ვის ელაპარაკებით- გაბრაზდა ურიელი- მე ვამბობ იმას რომ ჩვენ ვსარგებლობთ იმათი ტყის საზრდოთი, და ასე სულ ტყუილ უბრალოდ გავიჩენთ მტრებს.
-მეგობრებო -დაიყვირა ნოემ - რა გირჩევნიათ, ჩვენი წილი  საკვები როდემდე უნდა გვიჭამონ სხვებმა, ყველამ იცოდეს რომ ეს ჩვენი ტყეა...  რას იტყვით ერთხელ და სამუდამოდ რომ გავყაროთ სხვები, ავაშენო ერთიანი სათავსო, სადაც შევინახავთ ხილს ნიგოზს და გირჩებს,  ბევრი მუშაობაც არ დაგვჭირდება ზაფხულსაც  ნაკლებ შრომაში გავატარებთ და ზამთარშიც გვეყოფა საჭმელი.
-კი მაგრამ-ისევ ჩაერთო ურიელი-  სათავსოს აშენებას  და ამდენი სანოვაგეს შეგროვებას ზამთრამდე როგორ მოვასწრებთ.? მგონი ჯობია ისევ  კარგი მეზობლური ურთიერთობა შევინარჩუნოთ სხვა ცხოველებთან და გაღმა ნაპირთან. ნოე, თქვენ ჩემთნ შედარებით ახალგაზრდა ხართ და გული გერჩით, მე კიდევ გირჩევთ რომ ომს და მეზობლებთან დაპირისპირებას მშვიდობა ჯობია.
-თქვენ კი ბატონო ურიელ საკმაოდ მოხუცი ხართ იმისათვის რომ ჭკუა დამარიგოთ-წამოიყვირა ნოემ, ჩვენ ყველას გვინდა რომ  ეს ტყე ჩვენი იყოს,  ჩვენ მუხლიც გვერჩის და გულიც, ასე რომ ხელს ნუ გვიშლით.
-ვინაა თანახმა იმისთვის რომ  ეს ტყე საბოლოოდ ჩვენ გვეკუთნოდეს?-დაიყვირა ნოემ, და ყველამ ერთხმად შეძახილი გაააგონა, სულ მცირე ხანში ეს ციყვების მშრომელი საზოგადოება გადაიქცა ბრბოთ, რომელიც თანახმა იყო გაეკეთებინა ყველაფეი რასაც კი ნოე ეტყოდა.
-მაშინ ყველანი მომყევით დავირაზმოთ, და ამ ტყიდან გავყაროთ ყველა სხვა ტყიდან გადმოსული ციყვები.- შეჰყვირა ნოემ. და ციყვებიც ერთხმად გაჰყვნენ ყველანი.
-ოტო, შენ მაინც ხომ ხარ უფრო დინჯი და ჭკვიანი, და შენ მაინც შეაჩერე ეს ხალხი,- გაეკიდა ოტოს, ურიელის მეუღლო ზორაია.
ოტომ გადახედა ზორაიას ვერაფერი ვერ უთხრა და კვლავ ციყვების ბრბოს გაყვა, რომლებიც  მდინარის გაღმიდან გადმოსულ ციყვებს  დაეძებდნენ განსადევლად, რომლებიც მხოლოდ იმის გამო იყვნენ ამ ტყეში შემოსულები, რომ აქაური წყაროს წყლითა და ბუნების სილამაზით დამტყკბარიყვნენ.


  ათი წუთი არ იყო გასული მას შემდეგ რაც ნოემ ციყვებში მოწოდება გააკეთა რომ უკვე კუნძულზე საშინელი ამბები დატრიალდა. ყველა ადგილობრივი მცხოვრები სისასტიკიდ დაერია შემოსულ ციყვებს,  ყველა ციყვი იმ ერთადერთი მორისკენ გარბოდა რომელიც მდინარეზე იყო გადებული, და ამ კუნძულს  გაღმა ნაპირთან აკავშირებდა,
  კუნძული რომელზეც ნოე და დანარჩენი ციყვები ცხოვრობდნენ,  ერთი მდინარის ორ განატოტს შორის იყო განლაგებული,  ერთი ნაპირი რომელიც შედარების ახლოს იყო ამ კუნძლს ერთი წაქცეული ხით უკავშირდებოდა, რომელიც  რამოდენიმე ათეული წლის წინ სიბერის გამო წაქცეულიყო, გრიგალისთვის ვერ გაეძლო, ხოლო მეორე ნაპირი კუნძულიდან ისე შორს იყო რომ თუ ციყვები მაღალ ხეზე არ ავიდოდნენ  მეორე სანაპიროს ვერც კი ხედავდნენ.
  სწორედ ეს მორი იქცა სტუმრად მოსული ციყვების შველის ერთადერთ გზად, თუმცა ერთდროულად ამ მორს იმდენი ციყვი მიაწყდა რომ მორმა ვეღარ გაუძლო, და შუაზე ჩატყდა, ციყვები რომლებიც მორზე გადარბენა მოასწრეს გადარჩნენ, დანარჩენები კი მდინარეში ჩავარდნენ, ზოგმა ცურვა იცოდა და გაცურა ზოგი კი მდინარეში დაიხრჩო,  ვინც მორზე გადარბენა ვერ მოასწრო იძულებული იყო შიშისგან მდინარეში გადამხტარიყო.

თავი 2

  გამარჯვებული ციყვები ისევ მთავარი მუხის წინ შეიკრიბნენ, და სულმოუთმენლად ელოდენ ნოეს გამოჩენას, თავს გამარჯვებულად და ბედნიერად გრძნობდნენ, მაგრამ თითოეულისათვის რომ გეკითხათ რა უხაროდათ, და რა იყო მათ საქციელში გასახარებელი, ალბათ პასუხს ვერავინ გაგცემდათ.
   გაყოყოჩებული მოაბიჯებდა ნოე მთავარი მუხისკენ, იმდენად გაყოყოჩებული მოდიოდა, თითქოს ცოტა სიმალეშიც გაიზარდაო, თმის ვარცხნილობაც ასე უცებ სად შეიცვალა... მოდიოდა  და უკან მას ოტო მოყვებოდა,  ოტო თითქოს იმაზე უფრო თეთრი იყო ვიდრე აქამდე, ნოესგან განსხვავებით, თავჩაღუნული მოდიოდა, და არავის უყურებდა.  ნოემ რამდენიმე ნაბიჯი სწრაფად გადადგა და შემაღლებულ ქვაზე შემოდგა.
-მეგობრებო-მიმართა ციყვებს ნეომ, დღეს დიდი დღეა, დღეს ჩვენ მტერზე გამარჯვება მოვიპოვეთ, მტერი რომელიც ჩვენ შიგნიდან გვხრავდა, აქ აღარა.
-ნეტა ვინ იყო აქ მტერი?- ჩაილაპარაკა ურიელმა, მოკიდა თავის მეუღლეს ხელი და თავისი ფუღუროსკენ გაბრუნდა.
  თუმცა ეს ჩალაპარაკება და ურიელის ზურგის შექცევა არ გამოპარვია ნოეს, გაბრაზება უფრო მოერია, და განაგრძო თავის მიმართვა ციყვებისადმი.
- მეგობრებო,  ერთი რამ კიდევ უნდა გვახსოვდეს, მტერი კიდევ აქ არის, ჩვენს შორისაცაა მტერი, დღეს ბევრმა თქვენთაგანვა  თავგამოდებით იბრძოლა, მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც, არ იბრძოდნენ, რადგანაც მტერს თანაუგრძნობდნენ, ისინიც ჩვენი მტრები არიან... დღეს თუ არა ხვალ შეუწყობენ ხელს ჩვენი მტრების აქ შემოსვლას.
  გაოგნებულმა ციყვებმა ერთმანეთს გადახედეს, ვერც კი ხვდებოდნენ  თუ რაზე იყო საუბარი.
 -დღეიდან ვიწყებთ ახლებულ ცხოვრებას და ახლებულ წესრიგს,  ნაწილი ციყვებისა, რომლებიც შრომისმოყვარენი არიან დაიწყებენ  სანოვაგის შეგროვებას, არა ყველა ცალცლაკე როგორც ადრე იყო, არამედ ყველანი ერთად, და მოვიტანთ ამ მუხის ფუღუროში რადგანაც ყველაზე დიდი ფუღურო ეს არის.
-კი მაგრამ, ამ ფუღუროში შენახული საკვები რას გვეყოფა-წარმოთქვა ერთმა ციყვმა რომელიც რბოლში იდგა.
-მართალია არ გვეყოფა, ამიტომ  წყაროს  თავზე რომ კლდის ბორცვია, იქ დავიწყებთ ახალი  სურსათის შესანახი  სანოვაგის მშენებლობა.   ამის მშენებლობას სათავეში ჩაუდგება ლონგინოზი, რომელიც როგორც იცით თავისი გამოგონებით ბევრ სახეირო რამეს აკეთებს, და მერე ყველა სანოვაგეს იქ გადავიტანთ.  ხოლო  ოტოს მეთაურობით მოხდება საზღვრის კონტროლი რომ მტერი აქ კვლავ არ დაბრუნდეს.
   ამ დღიდან ციყვების ცხოვრება შეიცვალა, ყველანიკოლექტიურად მუშაობდა, მუშაობდა ისე როგორც ამას ნოე იტყოდა,   ყველა ციყვი რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა სარჩო სანოვაგეს შეგროვება ვალდებული იყო ყველაფერი  საერთო ფუღუროში შეეტანათ. ოტო კი დარბოდა კუნძულის გარშემო და ცდილობდა  კუნძულიდან გასასვლელი და შემოსასვლელი ჩაეკეტა და გაეკეთებინა ყველაფერი რასაც ნოე ეტყოდა.
   ციყვების რამოდენიმე ოჯახმა სცადა კუნძულიდან გაქცეულიყო და გაღმა ნაპირზე გასულიყო, მაგრამ ოტომ დ ა მისმა რაზმმა დაიჭირეს და წყალში დაახრჩვეს, ამის შემდეგ  კუნძულიდან წასვლას ვერვავინ ბედავდა, კუნძულზე შემოსვლა კი არც არავის ადარდებდა დიდად, ასე ძირითადად საზღვრის კონტროლი ექვემდებარებოდა იმას რომ კუნძულიდან არავინ გაქცეულიყო.


თავი 3

   სამიოდე კვირის შემდეგ ნოემ კვლავ მოაწყო ციყვების შეკრება დიდი მუხის წინ მთავარ ბორცვზე, ოღონდ ამჯერად თვითონ არავისთვის დაუძახია  ყველა ოტომ შეკრიბა, ყველა მცხოვრებს მოუყარა თავი, და ყველანი ნოეს გამოჩენას ელოდა, ნოეც აგვიანებდა.
-ბატონო ურიელ - რა ხდება რაშია საქმე ხომ არ იცით?- ჰკითხა ურიელს  ერთერთმა კუნძულის ბინადარმა,
-არა ბატონო, მე ვინ რას მეკითხება, მოვა ნოე და ყველაფერს გავარკვევთ.
-კი მაგრამ ბატონო ურიელ, ამდენი წელი ყველა პატივს გცემდა ამ კუნძულზე, და ყველა თქვენს აზრს გეკითხებოდათ, და ეხლა რატო არაფერში არ მონაწილეობთ, ხომ ხედავთ როგორ ყველაფერი კარგად მიდის.
-რა მიდის კარგად- გაუკვირდა ურიელს
-როგორ ამდენი სანოვაგე შევაგროვეთ და... ეს რა ცუდია??
- ამდენი სანოვაგე???-იკითხა ურიელმა- ეს ვის რას ეყოფა, ? ,ადრე ყველა ციყვი დ ა ყველა ოჯახი თავისთვის მუშაობდა რათა თავისი სანოვაგე შეეგროვებინა, ეხლა კი ნახევარი ხან სად დარბის და ხან სად და არ მუშაობს, ვისაც რა ჰქონდა შეგროვილი იმასაც აქ მოატანინეს, ეს რაც აქ არის, ეს ეყოფა მთელ საციყვეთს.
-კი მაგრამ ბატონო ურიელ, ჯერ ხომ ზაფხულიც არ დაწყებულა და ყვეალფერი წინ არის. მოვასწრებთ შეგროვებაას.
-ასეთი ტემპებით თუ გავაგრძელებთ მუშაობას ბევრს  მოვასწრებთ.
-თქვენ რამდენი ჩააბარეთ ბატონო ურიელ- ჰქკითხა ნიშნის მოგებით ურიელს ახალგაზრდა ციყვა.
-მე რაც მქონდა ის სულ წამართვეს.
-როგორც ამბობენ ძალიან ცოტა წაურთმევიათ- ისევ შეჰბედა ახალგაზრდა ციყვმა, რომელიც ბრობსთან ერთად ელოდა ნოეს გამოსვლას.
-შვილო, მე მოხუცი ვარ, მართალია შრომით იმდენს ვერ ვშრომობ რასაც შენს ასაკში ვშრომობდი, მაგრამ საჭმელსაც ცოტას ვჭამ, მე ყოველთვის შემეძლო მეშოვნა იმდენი რამდენსაც მე და ჩემი ოჯახი მოვიხმართ და სხვისთვის არასდროს არაფერი მითხოვია.
-ჩვენ კი ახალ თაობას იმდენის შეგროვება შეგვიძლია, რომ ჩვენც ვჭამოთ და სხვასაც ვაჭამოთ, ასე რომ მაგაზე ნუ იდარდებთ...  უპასუხა ახალგაზრდა ციყვმა.
  -ნოე მოდის, ნოე.... გაისმა უცებ ხმა.
 ციყვებმა ჩოჩქოლი დაიწყეს, ყველას უნდოდა ნოე დაენახათ.
 ნოე მედიდურად მოაბიჯებდა, უკან ოტო და რამოდენიმე ციყვი მოყვებოდა, ნოეს ხელზე ხელთათმანები ეკეთა, თმებიც გვერდძე ჰქონდა გადავარცხნილი, მოდიოდა და ზევით იყუდებოდა, შედგა შემაღლებულ ადგილზე, ხელთათმანები ნელ-ნელა გაიხადა, ხალხს გადახედა, თვალი გადაავლო და მიმართა ციყვებს:
-მოგესალმებით მეგობრებო - მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის, გილოცავთ ყველა იმ წარმატებას რაც კი ერთად მიგვიღწევია,  მთლიანად ვიცავთ და ვაკონტროლებტ ჩვენს ტერიტორიას, ვაგროვებთ სარჩოს-სანოვაგეს,  ლონგინოზი მალე დაასრულებს ახალი სანოვაგის მშენებლობას და ყველაფერს იქ გადავიტანთ.... მართალია ბევრი თქვენგანი ფიქრობს რომ ჩვენ ნელა ვმუშაობთ და აღნიშნული სარჩო არ გვეყოფა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის.- ეს თქვა და მზერა ურიელისკენ მიაპყრო, დიდხანს უყურებდა ურიელს, თვალი თვალში გაუყარა და ისე ყურებდა, ურიელიც თითქოს გაოგნდა, ნოე იმეორებდა იმას რაც ორი წუთის წინ თვითნ თქვა, თუმცა მიხვდა იმასაც რომ არ გაუჭირდებოდა ნოეს გაოგო ის თუ რას საუბრობდა ურიელი ან რას ფიქრობდა.
  -ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ტყუილია- განაგრძო ნოემ, ჩვენ აქამდე ბევრი საქმე გვონდა, ასე რომ ეხლა ერთი-ორად შევუდგებით შეგროვებას, და  წლის ბოლომდე ყველაფერს მოვასწერებთ. სანერვიულო არაფერი გვაქვს,  ეხლა მთავარი ისაა რომ რაც ამ კუნძულზე თხილია, შევაგროვოთ ზამთრისთვის,
   ეს თქვა, ცოტა შეისვენა,   ხელთათმანი კვლავ ხელზე გაიკეთა და ციყვებს მიმართა
- თუმცა, ერთი რამე ყველამ უნდა იცოდეს, მტერს არც გარეთ დავინდობთ და არც შიგნით, ვისაც არ ენდომება ჩვენი კეთილდღეობისათვის შრომა ის აუცილებლად დასჯილი იქნება, ჩვენ ყველამ ამ კუნძულისათვის ვიბრძოლეთ, მტერი გავყარეთ და ეხლა ისინი ცდილობენ აქედან გაიქცნენ?.. გაიქცნენ იმიტომ რომ არ უნდათ სხვა ციყვებისათვის იმუშავონ, სხვა ციყვები რომლებიც არ მუშაობენ მხოლოდ იმიტომ რომ ისინი მათ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, იცავენ მათ ტერიტორიას მტრისაგან, აშენებენ საერთო სანოვაგეს,  არ შეიძლება იჯდე და მარტო საკუთარ მუცელზე და თავზე ფიქრობდე.
  ეს თქვა და ოტოს გასძახა,
 ოტოს მეთაურობით რამოდენიმმა ციყვა გამოიყვანა ორი ციყვი, ხელებ შეკრული, 
 -აი შეხედეთ-კვლავ დაიყვირა ნოემ- ესენი არიან მორალატე ციყვები, ისი ცდილობდნენ ჩვენი ტყიდან გაქცევას, და სხვა ტყეში დასახლებას, ღამის გუშაგებმა დაიჭირეს, როცა ხელნაკეთი გემით ცდილობდნენ გაქცევას,  ჩვენ ყველანი  ვზრუნავთ  იმაზე რომ ჩვენ და მომავალმა თაობამ კარგად იცხოვროს, და ესენი კი ძირს გვითხრიან გარბიან იქ სადაც მტერია, და აპირებენ მათთან ცხოვრებას და მერე ჩევნზე თავდასხმას. რა სასჯელი უნდა იყოს ამათთვის???
-ჩავქოლოთ-წამოიძახა ვიღაცამ
-იმ მდინარეში ჩავაგდოთ საიდანაც გაქცევა უნდოდათ.
-ჩავქოლოთ...
-მეგობრებო... -დაიყვირა ნოემ- ნუ ვიქნებით ასეთი ბოროტებიც, ჩვენ შეგვიძლია მათ ვაიძულოთ იმუშავონ  ყველას სასარგებლოთ და ბედნიერები იქნებიან, წავიდნენ და იმუშავონ სანოვაგის ასაშენებლად, შემდეგ იქ შენახული სარჩო მათაც შეხვდებათ ზამთარში.
ეს თქვა ნოემ და ქვევით ჩამოხტა ურიელთან, მიუახლოვდა, ურიელის მეუღლეს ხელზე ეამბორა და ურიელს მიესალმა:
 -მოგესალმებით ღრმად პატივცემულო ურიელ. ხომ კარგად ბრძანდებით,
 -რა მიჭირს, უბრალოდ ამდენ სიახლესთან შეგუება მიჭრს.
-არაუშავს სამაგიეროდ ეს სიახლეები ყველასათვის სასიკეთოა...  თქვენც ხომ შეიტანეთ წვლილი ამ საერთო სანოვაგეში... მართალია მცირედი წვლილი მაგრამ მაინც...
-მე იმდენს ყოველთვის ვმუშაობდი, რომ ჩემი თავი გამომეკვება, ამ ხანდაზმულ კაცს გუშინ დაბადებულ დღნაშვებს ნუ მადარებ..
-არა რას ბრძანებთ პატივცემულო ურიელ, თქვენ და ქალბატონი ზორაია იმდენად პატივცემული ადამიანები ხართ რომ თქვენ დროს ტყეში თხილის და კეკნკრის შეგროვებაში არ უნდა კარგავდეთ, ამას სხვა ვინმე უნდა აკეთებდეს, თქვენ კი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ჩვენს საზოგადოებას უნდა გამოადგეთ.
-რავიცი აბა რა გითხრა.
-არც არაფერი-შეაწყვეტინა ნოემ,- თუ დრო გაქვთ წამობრძანდით სანოვაგის მშენებლობას დავხედოთ. და საკუთარი თვალით ვნახოთ ყველაფერი.
-მეც წამიყვანეთ!-დაიყვირა პატარა თაზომ რომელიც ურიელის უკან იდგა და არცერთი სიტყვა არ გამოპარვია თუ რაზე საუბრობდნენ ურიელი და ნოე.
-არა შენ ჯერ პატარა ხარ-უპასუხა ზორაიამ- ამ სიშორეზე მშობლებისგან წასვლა რა შენი საქმეა, წადი შენ დედიკოს მიეხმარე
-ქალბატონო ზორაია- წამოვიდეს რა პრობლემაა-თქვა ნოემ- ეს ხომ ჩვენი მომავალი თაობა, ნახონ თუ როგორ მუშაობენ უფროსი თაობა ამთი კეთილდღეობისათვის.


თავი 4

   გზას მიუყვებოდენ ნოე, ურიელი, ურიელის მეუღლე ზორაია, რომელსაც ხელჩაჭიდებული მოყავდა პატარა თაზო, ოტო რომელიც უკან მოყვებოდათ, და კიდევ რამდენიმე ძლიერი მხარბეჭიანი ციყვი რომელიც  ამ დღეების მერე სულ თან დაყვებოდა ნოეს, როგოც პირადი დაცვა, თითქოს ვინმესგან ესაჭოებოდა დაცვა. ეს დაცვა სამი ციყვი სპეციალურად ყავდა შერჩეული, კუნთმაგარი და გონება შესუსტებული, რომლებიც დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებდენ და მხოლოდ ბრძანებების შესრულება შეეძლოთ, თუნდაც ეს ბრძანება არც ისე სახარბიელო და ჰუმანური ყოფილიყო, მაგრამ ეს მათ სულაც არ აწუხებდათ, ამიტომ ასე მორჩილად დაჰყვებოდა ყველა ნოეს და მის ბრძანების გაცემას ელოდებოდა ხოლმე. ამ ციყვებს ნოე მას შემდეგ დაუმეგობრდა რაც კუნძულზე შემოვიდა, თავიდანვე მიხვდა რომ მათი მართვა შეეძლო და მალე სამეგობროშიც ლიდერი გახდა.  ოტო კი თავდახრილი მოდიოდა და მოჰყვებოდა ურიელს და ნოეს, რამდენჯერმე ურიელმა გადახედა ოტოს მაგრამ ოტო თვალს არიდებდა და ქვემოთ იყურებოდა.
    ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა ციყვების ჩოჩქოლი, როცა ყველანი შემაღლებულ გორაზე ავიდნენ და ქვევით დაიწყეს დაღმასვლა,  სანოვაგე რომელსაც ციყვები აშენებდნენ ოდნავ იყო აცდენილი მიწას ისიც მხოლოდ ცალი მხარე, ცალი მხრიდან კი ჯერ კიდევ მიწა გაჰქონდათ.
  ამ დროს  ურიელმა ნოეს გადახედა, ნოეს სახეზე აშკარად უსიამოვნება შეატყო, ლონგინოზი რომელიც მშენებლობას თავზე ედგა, ნოეს დანახვაზე მაშინვე ნოესკენ გამოემართა გზად შეეგება და მიესალმა:
-კი მაგრამ ასე ნელა რატომ მუშაობთ-გაბრაზება ვერ დაფარა ნოემ, პირდაპირ საქმეზე გადავიდა, არც კი მისალმებია ლონგინოზს,
-კი მაგრამ, მუშა ხელი არ მყავს საკმარისი, ისედაც დღედაღამე ვმუშაობთ
-ეს რასაც აქ არის სამი კვირის ნამუშევასრ ჰგავს?
-კი მაგრამ, ჩვენ დღედაღამე ვმუშაობთ, სამი დღის წინ მოვარდნილმა ქარმა ერთი კედელი წაგვიქცია და თავიდან გაგვიჩნდა ასაშენებელი.
-ესე არ ივარგებს საქმე, ტემპები უნდ ადავაჩქაროთ, აი ორი ახალი მუშა მოგიყვანე, ყურადღებით იყავი არ გაგვექცნენ, ამათ ზედამხედველი დაუნიშნე.
-ნოე ბატონო-მიმართა ლონგინოზმა
  ნოეს თითქოსდა ესიამოვნა ბატონოთი მიმართვა, ეს პირველი იყო ვინც ასე მიმართა, თითქოს წელშიც გაიმართა და ყველას წევიდან გადაჰხედა.
-გისმენ ლონგინოზ, აბა რა ხდება
-აუცილებლად მინდა მუშა ხელის დამატება, თან ორი ამდენის რომ შემოდგომამდე მოვასწროთ ამ სანოვაგის მშენებლობა.
-ხო კარგი რამეს მოგიფიქრებ, იქნება ხალხი
 ნოე ჩაფიქრდა მშენებლობას გადახედა, მართლაც რომ ცოტა ციყვი მუშაობდა იმისათვის რომ ამხელა სანოვაგე აეშენებინათ, ჩაფიქრებისაგან ტუჩზე იკბინა და ურიელს გადახედა.
  -რას იტყვით ბატონო ურიელ??
 -რა უნდა ვთქვა?-გაუკვრდა ურიელს, რომელიც ამ დროს ყურადღებით აკვირდებოდა მშენებლობას და სხვა ციყვებს
-მშენებლობაზე რას იტყვით? ტემპები არც მე მომწონს, უნდა დავაჩქარებინოთ, მუშახელია აუცილებლად საჭირო, და ზედამხედველებიც რომ ეს მუშა ხელი აკონტროლოს.
-კი მაგრამ თუ მთელი საციყვეთი სანოვაგის მშენებლობას დაიწყებს, მაშინ თვით სანოვაგეს ვინ შეაგროვებს, აქ შესანახი აღარაფერი არ გვექნება.
-თანაც თუ კიდევ ზედამხედველებიც უნდ დააყენოთ თავზე, იმატაც დროა რექნება სარჩოს შესაგროვებლად.
-მოკლედ რა ხართ ეს ძველი თაობა. არ გვაცლით ახალგაზრდებს მუშაობას, არ გინდათ ხომ რამე უკეთესობისაკენ შეიცვალოს, და ყველამ უკეთესად ვიცხოვროთ... თუ მოვინდომებთ ყველაფერს მოავსწრებთ, სანოვაგესაც ავაშებეთ და იმდენი თხილი გექნება რომ ორი წელიც გვეყოფა.
-რა ვქნა არ მესმის ამ სიახლეების... როცა ყველანი შრომობდით ჩვენს სანოვაგეს ძლივს ვაგროვებდით, და ეხლა მხოლოდ თუ ნახევარი საციყვეთი იმუშავებს, მთელი ციყვებისათვის ზამთრის სარჩოს როგორ მოაგროვებს?
-თქვენ მააგზე არ იდარდოთ.... ყველაფერი მოესწრება- გაბრაზებით უპასუხა ნოემ და მშენებარე კედელზე ახტა, უკვე აშკარად აღარ უნდოდა ურიელთან საუბარი. და ყურადღბის გადასაყვანად პატარა ციყვ თაზოს დაუძახა ,,მოდი მშენებლობას დაგათვალიერებინებო"
 ურიელმა აქეთ იქით გაიხედ გამოიხედა, მშენებლობას გადახედა, მერე იქვე თავის სიახლოვეს მყოფ ოტოს შეჰხედა და თავისთან უხმო, ისე რომ ნოეს არ დაუნახია.
-ოტო შვილო მითხარი, რატომ ღებულობ ამ ყველაფერშ მონაწილეობას, შენ მართლა გჯერა რომ ესენი ყველაფერს ააშენებენ, გჯერე იმის რომ გაღმა ნაპირელები ჩვენი მტრები იყვნენ და ისინი რომ გავყარეთ ეხლა ყველაფერი კარგად იქნება, გჯერა იმის რომ  თუ ციყვების მესამედი იმუშავებს მარტო სარჩოს შესაგროვებლად მათი შეგროვილი სარჩო მთელ ციყვებს ეყოფა?
-არ ვიცი, არ ვიცი ბატონო ურიელ რა გიპასუხო.
-ოტო-ჩაერია ზორაია-შენ ხომ შრომელი ბიჭი ხარ ყოველთვის კარგად შრომობდი, და ეხლა ეს ჯარისკაცობა რაში დაგჭირდა.
-იცი დეიდა ზორია-დაფირდა ოტო-თვენ ხომ იცით, იმის გამო რომ გასხვავებული ვარ სხვებისგან, ყოველთვის გარიყული ვიყავი, დაბადებიდან როგორც კი ასეთი თეთრი აღმოვჩნდი, მამამაც კი უარი თვა ჩემზე და სახლიდან წავიდა, არც ძმა მყოლია და ა რც და, ჩემი სითეთრის გამო ყოველთვის დამცინოდნენ, ამ ქვეყანაზე საკუთრი დედის გარდა მხოლოდ თქვენი ოჯახი იყო რომელიც თბილად მექცეოდა და არ დამცინოდა, ეხლა კი რაც ნოემ ამდენი საქმეები ჩამაბარა, უკვე ყველა ზრდილობიანად მომართავს, ჩემს სიტყვას ფასი აქვს, ჩემს ბრძანებებს ასრულებენ... და ცუდსაც არაფერს არ ვაკეთებ, ვაკონტროლებ საზღვრებს რომ არავინ შემოვიდეს...
-და არავინ წავიდეს-ჩაეჭრა საუბარში ურიელი- ხომ ხედავ რომ ჩვენს ტყეში აღარავის უდნა შემოსვლა, აქედან წასვლა კი რამდენს უნდა და შენ კი არავის უშვებ,  აქ რომ კარი ყოფილიყოს ყოფნა ამდენი გამქცევის სურვილი არავის ექნებოდა, ახალგაზრდა ხარ და ჯერ არ გესმის, ეს ყვეალფერი ასე იოლად არ დამთავრდება და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, შემდეგ ისე დაიწყებ სხვა ცუდი რაღაცეების გაკეთებას ნოეს დავალებით რომ ვერც კი გაიაზრებ რომ ცუდ რაღაცას აკეთებ, იცოდე სიკეთის სახელით ჩადენილი ბოროტებაც კი უდიდესი ბოროტებაა ამ ქვეყანაზე.
 ურიელმა ეს თქვა და  შინისაკენ გაბრუნდა, ოტო დიდხანს უყურებდა თუ როგორ მიდიოდა ეს ორი მოხუცი ხელჩაკიდებული, თითქოს მეტი სიბერეც შეატყო, თითქოს მათი ნაბიჯები უფრო დამძიმებულიყო ვიდრე ადრე, ოტო დიდხანს გაჰყუდებდა გორას რომელიც ურიელმა და ზორაიამ გადაიარეს, მას მერეც დითხანს იყურებოდა იქით როცა უკვე მოხუცები აღარ ჩანდნენ... ჩაფიქრებული იყო დიდხანს, მანამ სანამ ნოეს ძახილმა არ გამოაფხიზლა.



                                                         (გაგრძელება იქნება....)