Friday, March 20, 2015

მუხის სამეზობლო



-ვაი ვაი- გაისმა გამაოგნებელი ტანჯვის ხმა უღრან ტყეში, შუა ღამისას.
-რა მოგივიდა ძმობილო- წამოიძახა ბუმ,  რომელსაც არ ეძინა და ნანადირევს მიირთმევდა,  მუხის ტოტზე ჩამოჯდა და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
ბებერი მუხა რომელიც უკვე ას წელზე მეტია მედიდურად იდგა ამ ადგილას, და მის ქვეშ ტყვის ბევრი ბინადარი სახლობდა, განწირული ხმით ტიროდა. მუხის ხმაზე, გაეღვიძათ და გარეთ გამოვიდე სხვა ბინადრებიც.
-რა სჭირს მუხას-იკითხა ახალგაღვიძებულმა კურდღელმა,
-ალბათ ცუდი სიზმარი ნახა-გასცა პასუხი კაჭკაჭმა, და თვის ბარტყებს გადაეფარა.
-არა აქ სხვა რაღაც უნდა იყოს -სთქვა ბუმ- არ ეძინა მე რომ სანადიროდ გავედი.
-მუხა რა გჭირს ბოლო ბოლო გვითხარი?- იკითხა გაოგნებულმა ციყვა, რომელიც შეშინებული იყურებოდა თვისი ფუღუროდან.
-უკვე რამდენიმე დღა რაც ამ საშინელ ტკივილს განვიცდი-დაიწყო ამბის მოყოლა მუხამ- უკვე რამდენიმე დღეა ვიღაც ჩემს ფესვებს ხრავს,  ტკივილი ყოველდღე საშნელი იყო, აქამდე ხმას არ ვიღებდი, მარა უკვე ტკივილი იმატებს და იმატებს, ასე თუ გაგრძლედა, მალე ფოთლებიც დაცვივდება, და აღარც რკო აღარ მექნება.
-ასე გაგრძელება აღრ შეიძლება- შეაწყვეტინა ციყვმა- ხომ ვიძახდი წელს გაცილებით ნაკლები რკო აქვს ამ მუხას ვიდრე ადრე იყო ხოლმე, ყველანი უნდა შევიკრიბოთ და მუხას დავეხმაროთ, წამალი მოვუტანოთ.
-წამალი არ მიშველის თვა მუხამ, მე კარგად ვარ, ვიღაცა მოდის ხოლმე და ჩემს ფესვებს ხრავს, მას უნდა უთხრათ რომ დამეხსნას და აღრ ჭამოს ჩმი ფესვები.
-მაშინ ღორს ვთხოვოთ დახმარება- თქვა კაჭკაჭმა- ის ხომ ადამიანებთნ ერთდ ცხოვრობს, მას ეცოდინება, რაიმე ექნება ადამიანებისგან გაგონილი, არამგონია უარი რომ გვითხრას რადგანაც  ყოველდღე აქ მოდის რკოს საჭმელად.
-ეხლა გვიანია მაშაშინ გათნებას დაველოდოთ და ღორი რომ მოვა დახმარება ვთხოვოთ.-სთქვა კაჭკაჭმა.
-კი მარა დილამდე როგორ გაძლოს-იკითხა ბუმ
-არაუშავს, თქვენ ოღონდ დაემხმარეთ და რამენაირად გავძლებ
-არაუშავს, თქვენ ოღონდ დაემხმარეთ და რამენაირად გავძლებ.-თქვა მუხამ და აღმოსავლეთ მხარეს გახედა იმ მოლოდინით რომ მზე მალე ამოვიდოდა, გამთენიისას ღორიც მალე მოვიდოდოა.
ახალი გათენებული იყო, როცა ღორი მოადგა მუხას, რათ რკო ეჭამა, ღორს მაშნ ვაეხვნიენ თვავს მუხის მეზობლები და მუხის ამბავი შეატყობინეს.
-ეგ ალბათ თხუნელას ბრალია-თქვა ღორმა- ადამიანებიც სულ თხუნელას ებრძვიან, ალბათ მუხის ფესვებშ დაიდო ბინა და ის ჭამს მუხის ფესვებს, ეგ ისეთი გაიძვერაა მიწის წევით არასდროს არ ამოდის და თუ ამოვიდა ისიც მხოლოდ ღამე.
-კი მარა ეხლა რა ვქნათ?-იკითხა კაჭკაჭმა- ეს ხომ გამოსავალი არა??
-მოდი დავუძახოთ, ჩვენ შეიძლება არ დაგვემალოს, ის ხომ მხოლოდ ადამიანებს გაურბის-თქვა ბუმ.
-მე დავუძახებ-სთქვა ციყვმა და მიწაზე ჩამოხტა, და დაიწყო მიწაზე კაკუნი, რათა თხუნელას გაეგო და ამოსულიყო.

ცოტახანში მეზობლებმა შეამჩნიეს თუ როგორ გაფხვიერდა მუხის ძრში პატარა ადგილას მიწა, ყველამ ყურადღბა იქით გადაიტანა, და ცოტახან მიწიდან თხუნელა ამოძვრა.
-თხუნელა რას ერჩი ამ მუხას, ის ხომ ჩვენი მეგობარია, მისით ამდენი ადამიან ვსაზრდოობთ, შენ კიდე მოდიხარ და ფესვებს უჭამ.-უთხრა კაჭკაჭმა.
-დაეხსენი მუხას და სხვაგან დასახლდი-უთხრა ციყვმა
-შენ შეგიძლია ჩვენთან ერთდ იცხოვრო მუხის სიახლოვეს, მაგრამ საჭმელი სხვაგან უნდა იშოვო, შეეშვი მუხის ფევების ჭამას-უთხრა ბუმ.
-უკვე ერთ თვეზე მეტია შენი და შენი ოჯახისაგან ვითმენ ამდენ ტკივილს, რას მერჩი რა დაგიშავე.-შესჩივლა მუხამ.
-მეც ამ ტყის ბინადარი ვარ. სადაც მინდა იქ ვიცხოვრებ და იქ შევჭამ, არავის არ შევეკითხები-სე უხეშად უპასუხა თხუნელამ და ჩაძვრა მიწაში.
-თხუნელები ყველაზე უხეშები არიან, მათთან საუბარს არასდროს არა აქვს აზრი-სთქვა ღორმა.
   ყველანი ჩაფიქრდნენ, გაოგნებული იყვნენ თხუნელას ასეთი საქციელით, რა ექნათ არ იცოდნენ და გაკვირვებული ერთმანეთს უყურებდნენ.
-მე ვიცი რა უნდა ვქნათ-სთქვა ბუმ.
ყველამ მზერა ბუს მიაპყრო
-თხუნელებს მხედველობა აქვთ სუსტი, იმიტომ რომ მიწაში ცხოვრობენ, თითქმით თვალებით ვერაფრეს ხედავენ, სამაგიეროდ  სმენა აქვთ ძაან განვითარებული და ჩვენთვის პატარა გამოძრავებაც კი მისთვის ძალიან ხმაურია.
-მერე ეგ მე რას მიშველის-სთავა მუხამ.
-თუ ყველანი ძაან ვიხმაურებთ, და მიწაზე ფეხებს დავაბაკუნებთ, თხუნელები შეწუხდებიან და აქედან გაიქცევიან.
-კიმაგრამ, ციყვმა ბუმ კაჭკაჭმა და ასე პატარა ცხოველებმა ისე რა უნდა ვიხმაუროთ რომ თხუნელა შეწუხდეს-გაუკვირდა ციყვს.
-მე წავალ და ირემსა და თხვებს ვთხოვ დახმარებას, და ერთდ ყველაფერს მოვახერხებთ.
ეს თქვა ბუმ და გაფრინდა,
ცოტახანში დაბრუნდა ირმებთან და თხვების ოჯახთნ ერთად.
-აბა მეგობრებო-თქვა ბუმ- ყველანი შემოვიკრიბოთ მუხის ირგვლივ და დავიწყოთ ფეხების ბაკუნი, და თხუნელებიც გაიქცევიანო.
ბუს ამ ნათქვამზე ყველანი შემოიკრიფნენ მუხის ხის გარშემო და დაიწყეს ფეხების ბაკუნი.
მართლაც თხუნელასათვის ხმაური იმდენად აუტანელი იყო რომ მთელი თავისი ოჯახით გადაიხვეწა შორს და მუხას დაეხსნა..
ამის შმედეგ მთელი სამეზობლო ცხოვრობდა ტყბილად და ბედნიერად

      დასასრული