ერთ ტყეში მდინარის პირას მწყერის ოჯახი ბუდობდა, მათ
მდინარესთან მოშორებით ბუდე დაედოთ, დედალმა
მწყერმა კვერცხები დაოა და კრუხობდა, მამალ მწყერს კი ყოველდღე საჭმელი მოჰქონდა დედალი
მწყერისათვის. მწყერების ოჯახი ძალზედ ბედნიერი ელოდა პატარა ბარტყების გამოჩეკას.
ვერაგი მდინარე რომელიც შორიახლო მიედინებოდა იბოღმებოდა
მწყერების ასეთი ბედნიერებით და ნელ-ნელე მწერის ბუდესკენ მიიწევდა, რათა გაენადგურებინა
იგი. მამალი მწყერი ეახლე მდინარეს და სთხოვა ცოტა იქით ედინა რათა მათი ბუდე არ დაენგირა,
მდინარემ კი მიუგო:
-ეს ჩემი კალაპოტია, სადაც მინდა იქ ვიდენ, შენ ვინ
მოგცა ნება ბუდე ჩემს კალაპოტშ რომ ააშენეო!
-კეთილო მდინარევ, მთლი ეს ტყე და ეს ხეობა შენით საზრდოობს,
შენ აძლევ სარჩო სანოვაგეს, და ჩვენ რა დაგიშავეთ, გავაცალე ცოტა ხანი დაიჩეკებიან
ბარტყები და მერე საითც გინდა იდინე.
-მე შენი ბარტყების დაჩეკვას ვერ დაველოდები!, კალაპოტი
ჩემია და სადაც მინდა იქ ვიდენ.
-კი მაგრად ჩვენ რომ ბუდის აშენება დავიწყეთ შენ მაშნ
აქედან შორს მიედინებოდი, და თნაც მაშინაც არაფერი გითქვია.
-მე დიდი მდინარე ვარ ზევით რომ ვიწყები, აქედან ძანიან
შორს ზღვაშ ვმთვრდები, ყველას მე ხომ არ გამოველაპარაკები,
შენ უნდა გცოდნოდა ვის მიწაზე იშენებდი ბუდეს... რაც მოგივა შენს თვს დააბრალე, მიუგო
მდინარემ და განაგრძო დინება...
რას იზავდა დაღონებული მწყერი დაბრუნდა შინისაკენ და ჩამოჯდა თვის ბუდესთნ შორიახლოს
დაღონებული, უცებ სად იყო და სად არა გამოჩნდა პატარა წრუწუნა, რომელიც მწყერთან მივიდა
და კითხა:
-რამ დაგაღონა ძობილო?
მწყერმა უამბო თვის გასაჭირი, და დახმარება აღუთქვა.
-რა პრობლემაა ერთად გადავიტანოთ თქვენი ბუდე ბორცვის
თვზე, სადაც ვერც მდინარე და ვერც ნადირი ვერ მოგაგნებთ.-უთხრა წრუწუნამ.
-კი მაგრამ შენ როგორ გადაიყან ჩემს ბუდეს, ჩემს ბუდეზე
ძალიან პატარა ხარ?
-მაშინ წამოდი და დახმარება სხვას ვთხოვოთ.
-ვინ სხვას ვინ დაგვეხმარება?-იკითხა გაკვირვებულმა
მწყერმა.
-ვინ და კურდღლს ვთხოვით დახმარება, კურდღლი
ჩემზე ბევრად დიდია.
გაემართენ მწყერი და წრუწუნა კურდღელის სოროსთნ,
_კურდღელო დაგვეხმარე მწყერის ბუდე რომ ბორცვზე ავიტანოთ,
შიგნით პატარა კვერცხებია, საიდანაც პატარა ბარტყები უნდა გამოიჩკონ. უთხრა წრუწუნამ.
-თქვენი დახმარების სურვილი კი მაქვს მაგრამ, მე პატარა
თთები მაქვს, თან სიარულით ვერ დავდივარ, დავხტივარ, და ხტუნაობაშ შეიძება კვერცხები
დავამტვრიო... უპასუხა კურდღლმა- მაგრამ დახმარება შეგვიძლია ჩვენს მეგობარ ირემს ვთხოვოთ,
ირემი ჩემზე ბევრად დიდია და ფრთხილად დადის.
მწყერს გაუხარდა, და მწყერი, წრუწუნა და კურდღელი ირემის
სანახავად გაეშურენ.
-ირემო, ირემო-დაუძახა კურდღლმა-დაგვეხმარე მწყერის ბუდე ბორცვზე ავიტანოთ,
სადაც მდინარე არ დაემუქრება.
-დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ მე წვრილი
ჩლიქები მაქვს, და სიარულისას ხელიდან გამისხლდება ბუდე და კვერცხები და შეიძლება დავამტვრიო,
ამიტომ მე ვერ დაგეხმარებით- უპასუხა ირემმა.
- მაგრამ შეგვიძლია ჩემ მეგობარ არწივს ვთხოვოთ დახმარება, მას ხომ დიდი
ბრჭყალები აქვს და საკმაოდ ძლიერია, ის შეძლებს ბუდე ბორცვზე გადაიტანოს.
ირემმა ზურგზე შეიშვა თაგვი, კურდღელი და მწყერი, და გასწიეს მთის მწვერვალისკენ, სადაც არწივი ბუდობდა, ირემმა მოუყვა არწივს მწყერის გასაჭირი.
-მე დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდით-თქვა არწივმა,-მაგრამ მე უხეში კლანჭები მაქვს და ბუდის გადატანისას შეიძება კვერცხები დავაზიანოო.
დაღონდა მწყერი, რა ექნა აღარ იცოდა,
-ტყეში რომ დიდი მუხა ხომ იცით?-იკითხა არწივმა- იქ ცხოვრობს ბებერი ბუ.
-კი მაგრამ შენ ვერაფერში გვეხმარები და ბებერი ბუ რაში დაგვეხმარება?-იკითხა გაკვირვებულმა ირემმა?
-ხომ მაგრამ, ეგ ბუ ბრძენია, ათასი რამის მნახველი, წავიდეთ მოვუყვეთ ჩვენი გაჭირვება და რაიმე დახმარებას შემოგვთავაზებს.
ყველანი ერთად გაემართნენ დიდი მუხისკენ, რომლის ფუღუროშიც ბრძენი ბუ ბუდობდა.
-მოგესალმებით დიდო ბრძენო-მიმართა არწივმა ბუს- აგერ ჩვენს მეგობარს შენი დახმარება სჭირდება. ადრწივმა უამბო ბუს მწყერის გასაჭირი. ბუ ცოტახანი დაფიქრდა და შემდეგ თქვა:
-ჭიანჭველებს ვთხოვოთ დახმარეაბა.
-ჭიანჭველებს?-გაუკვირდა არწივს, ჩვენ ამხელა ცხოველები და ფრინველები ვერ ვეხმარებით, და ერთი ბეწვა ჭიანჭველა რას დაგვეხმარება?
-არწივო შენ ჭიანჭველებს ასე აბუჩად ნუ იგდებ-განაგრძო ბუმ- შენ ძალიან ზევით დაფრინავ და ვერ ხედავ თუ რა მშრომელები და ძალის პატრონები არიან ჭიანჭველები. ერთ ჭანჭველას შეუძია თავისზე ოთხჯერ დიდი ტვირთის ზიდვა, თანაც ისინი ყოველთვის მეგობრულად ერთად მუშაობენ, ასე რომ თქვენს დახმარებას მხოლოდ ჭიანჭველები შეძლებენ. წავიდეთ და დახმარება ვთხოვოთო.
ეს თქვა და ბუ, არწივი, ირემი, კურდღელი მწყერი და თაგვი გაეშურნენ ჭიანჭველების ბუდისაკენ.
-გამარჯობათ ჭიანჭველებო-მიმართა ბუმ- ჩვენ დიდები ვართ და თქვენს საცხოვრებელში ვერ შევეტევით, სთხოვეთ თქვენს დედოფალს გარეთ გამოვიდეს პატარა სათხოვარი გვაქვს.
გარეთ გამოსულ დედოფალს ბუმ უამბო მწყერის გასაჭირი, რამაც დედოფალი ძალიან დააღონა.
-აუცილებლად დაგეხმარებით!-უთხრა ჭიანჭველების დედოფალმა- ეხლა ჩვენი მშრომელი ჭანჭველები წასულები არიან სამუშაოდ, მალე დაბრუნდებიან- წადი გაეშურე შინისაკენ, და ჩვენ ჩვენით მოვალ და შენს ბუდეს ბორცვზე გადავიტანთ, იქ სადაც ვერგავინ ვეღარ დაგემუქრებათ.
გახარებული მწყერი შინისაკენ დაბრუნდა თავის ახალ მეგობრებთან ერთად, სადაც თავისი საყვარელი მეუღლე და ბუდე ელოდა. ყველაფერი უამბო დედა მწყერს და ისიც გახარებული ელოდა ჭიანჭველების მოსვლას.
მზის ჩასვლამდე დათქმულ დროს ჭიანჭველების გუნდუ მოვიდა, რომლებმაც ერთიანად ასწიეს მწყერის ბუდე და მოშორებით ბორცვისკენ გადაიტანეს, ისე რომ არცერთი კვერცხი არ დაზიანებულა.
მდინარე კი ისევ ბოღმიანად განაგრძობდა დინებას, ისე რომ ვერ შეძლო მწყერის ოჯახისათვის ბუდე დაენგრია.
მწყერის ოჯახიც ცხოვრობდა ბედნიერად, მალე მათ ბარტყებიც დაეჩეკათ, წამოიზარდნენ ბარტყები, და ერთად გასწიეს თბილი ქვეყნებისაკენ
დასასრული